Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
14 აპრილი 2018
ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, 13 აპრილს, მხარის გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მედიატური მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიების, ბეჭდური მედიისა და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტებმა, ადგილზე მოინახულეს ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები.
მედიატურის მონაწილეებმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოინახულეს დმანისისა და ბოლნისის ღირსშესანიშნაობები. ჟურნალისტები, პირველი ევროპელების სამშობლოში, ადგილზე გაეცნენ, ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალისა და დმანისის ნაქალაქარის ისტორიას, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, უნიკალურ, ისტორიულ, ძეგლებს, ბოლნისის სიონსა და წუღრუღაშენის მონასტერს. მოგვიანებით კი, ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმსაც ესტუმრნენ. მედიატური, ელიას მთაზე, წმინდა პავლე და პეტრე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობით დასრულდა.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ღონისძიების მონაწილეებს, პირადად გააცნო ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო, დაგეგმილ თემატურ ფორუმს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.
„ჩვენი ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უახლოს პერიოში, ჩარატდება ფართომასშტაბიანი ტურისტული ფორუმი, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სადაც განვიხილავთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და დაისახება ამ მიმართულების განვითარებისთვის კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, მუნიციპალიტეტებში, სწორედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება წარმოადგენს. უკვე შესრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ზოგიერთი მათგანი მიმდინარეობის პროცესშია. მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტები აქტიურად მუშაობენ რეგიონის განვითარების 19-21 წლის გეგმაზე, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ტურისტული ინფასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო სამუშაოები. დღევანდელი მედიატურის მიზანსაც, ჩვენი რეგიონის პოპულარიზება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, არსებული რესურსის შესახებ, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. მადლობა თქვენ ჩართულობისთვის, ვიმედევნობ, რომ ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ რეგიონისთვის,“ - აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას.