სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

29 ივნისი 2017


29 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის ელისაბეთ ფონ კაპელერის ხელმძღვანელობით რუსთავში შვეიცარიის საგარეო სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. 

ოფიციალურ პირებს შორის იყო ლუკას ბეგლინგერი - შვეიცარიის ელში საქართველოში, ოლივიე ბურკი - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი, ბარბარა ბიონი - დსთ-ს ქვეყნებთან ერთიერთობის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, სიმონე ჰაბერლი - რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე და საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს შცეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,მერსი ქორფსთან“ ერთად განხორციელებული პროექტი. კერძოდ, რუსთავში არსებული ბიო-უსაფრთხოების პუნქტი და ადგილზე სამუშაო პროცეს პირადად გაეცნენ. 

 აღსანიშნავია, რომ პუნქტები განკუთვნილია როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვისთვის და უსასყიდლოდ ემსახურებიან ცხოველთა მეპატრონეებს. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება.


  • გუბერნატორი შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
  • გუბერნატორი შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
  • გუბერნატორი შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა