სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა

06 ივნისი 2018


6 ივნისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, ზაურ დარგალთან და გარდაბნის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად სოფელ ყარაჯალაში თბილისის მაზრის თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გახსნეს. 

ფარი-ხანუმ სოფიევა ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო, რომელმაც 1918 წელს, დემოკრატიული არჩევნების გზით, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, შეძლო და დეპუტატის მანდატი მოიპოვა. 

მემორიალის გახსნის შემდეგ გრიგოლ ნემსაძე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ადგილობრივებს და ფარი-ხანუმ სოფიევას ოჯახის წევრებს შეხვდა. 
 


  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა
  • ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა