სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ზელიმხან იაგუბის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში

12 თებერვალი 2018

12 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ზელიმხან იაგუბის, შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ელჩები საქართველოში, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

,,დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აზერბაიჯანის სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ზელიმხან იაგუბის შემოქმედება. პოეტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დიდი პატრიოტი იყო. ქართულ ენაზე გამოცემულ მის ორ წიგნს საფუძვლად სწორედ ჩვენი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა დაედო. მისი შემოქმედება სამაგალითოა, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალი თაობების წარმომადგენლებისთვის. ვისურვებ, რომ ზელიმხან იაგუბის განვლილი, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა მომავალშიც ღირსეულად გაგრძელდეს“- ამ სიტყვებით მიმართა გრიგოლ ნემსაძემ მარნეულის კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას. 

  • ზელიმხან იაგუბის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში