სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორის ინიციატივით ქვემო ქართლში მედიატური მოეწყო

14 აპრილი 2018

ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, 13 აპრილს, მხარის გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მედიატური მოეწყო. 

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიების, ბეჭდური მედიისა და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტებმა, ადგილზე მოინახულეს ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები. 

მედიატურის მონაწილეებმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოინახულეს დმანისისა და ბოლნისის ღირსშესანიშნაობები. ჟურნალისტები, პირველი ევროპელების სამშობლოში, ადგილზე გაეცნენ, ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალისა და დმანისის ნაქალაქარის ისტორიას, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, უნიკალურ, ისტორიულ, ძეგლებს,  ბოლნისის სიონსა და წუღრუღაშენის მონასტერს. მოგვიანებით კი, ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმსაც ესტუმრნენ. მედიატური, ელიას მთაზე, წმინდა პავლე და პეტრე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობით დასრულდა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ღონისძიების მონაწილეებს, პირადად გააცნო ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო, დაგეგმილ თემატურ ფორუმს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.

„ჩვენი ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უახლოს პერიოში, ჩარატდება  ფართომასშტაბიანი ტურისტული ფორუმი, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სადაც განვიხილავთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და დაისახება ამ მიმართულების განვითარებისთვის კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, მუნიციპალიტეტებში, სწორედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება წარმოადგენს. უკვე შესრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ზოგიერთი მათგანი მიმდინარეობის პროცესშია. მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტები აქტიურად მუშაობენ რეგიონის განვითარების 19-21 წლის გეგმაზე, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ტურისტული ინფასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო სამუშაოები. დღევანდელი მედიატურის მიზანსაც, ჩვენი რეგიონის პოპულარიზება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, არსებული რესურსის შესახებ, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. მადლობა თქვენ ჩართულობისთვის, ვიმედევნობ, რომ ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ რეგიონისთვის,“ - აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას.
 
  • გუბერნატორის ინიციატივით ქვემო ქართლში მედიატური მოეწყო