სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს ONE CAUCASUS-ს მასპინძლობს

25 აგვისტო 2017

24 აგვისტოს, მარნეულში,   ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – ONE CAUCASUS ოფიციალურად გაიხსნა. 
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას ეწრებოდა,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე,  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

 ფესტივალი „ერთიანი კავკასია“,  მარნეულის მუნიციპალიტეტში  2014 წლიდან იმართება და ყოველწლიურად დამსწრე აუდიტორიას მრავალფეროვან პროგრმას სთავაზობს. 
ფესტივალის ფარგლებში აქტივობები დღეს 15:00 საათიდან დაიწყო. 
ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა შექმნეს განსხვავებული დეკორაციები. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა სივრცე, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა,  სამუშაო შეხვედრები/ვორკშოფები  სხვადასხვა თემაზე და კინომოყვარულთათვის კინოთეატრის ზონა. 

ღონისძიების მეორე ნაწილი  კი მუსიკალურ  ღონისძიებებს დაეთმო, რომელიც ქართული ფოლკლორული ანსამბლ ,,გორდელას“ წევრებმა ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი სასიმღერო ნომრებით გახსნეს. შემდეგ კი დიდ და მცირე სცენაზე მაყურებლის წინაშე  უცხოელი  შემსრულებელები წარდგნენ.

 ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ უკვე მეოთხე წელია ტარდება სამი მეზობელი კულტურის კვეთაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის  მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.
წელს ფესტივალი   12 ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ტუნისიდან, სენეგალიდან და აშშ-დან.

  • ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს ONE CAUCASUS-ს მასპინძლობს