სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

24-საათიანი წყალმომარაგება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის

28 სექტემბერი 2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. 

პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

აღნიშნული სოფლების 30 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების პრობლემა წლებია აწუხებს. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია. 

პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს, ნაწილობრივ სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილების და კოლექტორის მოწყობას. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი. 
პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.  სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

  • 24-საათიანი წყალმომარაგება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის