Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 ივლისი 2023
გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის რეგიონის მმართველთან, ბერდია გოგლოძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის რეგიონის მმართველმა შეხვედრის მონაწილეებს, კომპანიის საქმიანობისა და მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, იმსჯელეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და გამოწვევების გადაჭრის გზები დასახეს.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში.
შეხვედრას, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი და რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია ესწრებოდნენ.