საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
26 მაისი 2023
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილან ერთად 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში, დაესწრო.
26 მაისი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა.
,,წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებით აღვნიშნავთ. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით 16 მუნიციპალიტეტში, ჩვენი რეგიონიდან კი რუსთავსა და მარნეულში, განსაკუთრებულად აღინიშნება ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული.
რუსთავში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში მოეწყო დამოუკიდებლობის სკვერი, სადაც დღეს, თითოეული ჩვენგანი თავისუფლების სიყვარულით ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღევანდელი დღე, საქართველოსთვის ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა.
მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, სასულიერო და საერო პირებს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“ - გიორგი დოხტურიშვილი.
ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, გაიმართა კულინარიული მასტერკლასი შეფმზარეულ მანჯისთან ერთად, ასევე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა.
რწმუნებულთან და მინისტრთან ერთად ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რუსთვის მერის მოადგილეები: ბესიკ ტოგონიძე და ოთარ ტატალაშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.