სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

,,რუსთავის აზოტსა“ და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 ოქტომბერი 2022

რუსთავში ახალი ეკოლოგიური პროექტი წარადგინეს, რომლის ღირებულება 5,5 მილიონი ევროა.

გიორგი დოხტურიშვილი ,,რუსთავის აზოტსა“ და GIZ-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო.

შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.

მემორანდუმის თანახმად, სს „რუსთავის აზოტი” და გერმენიის მთავრობასთან არსებული, აზოტმჟავის წარმოების შედეგად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი (GIZ) ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც გულისხმობს წლის განმავლობაში, წარმოების პროცესში, აზოტის ქვეჟანგის გამონაბოლქვის 70%-ით შემცირებას.

ახალი ეკოლოგიური პროექტის სამუშაოების დასრულება 2 წლის ვადაში იგეგმება. საერთო ღირებულება 5,5 მილიონი ევროა, რომლის ნაწილს 2 მილიონ ევროს გერმანიის მთავრობა დააფინანსებს.

პროექტი დიდ როლს ითამაშებს საქართველოს მიერ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული ეკოლოგიური ვალდებულებების შესრულებასა და NDC-ის დოკუმენტის თანახმად ჰაერის დეკარბონიზაციის უზრუნველყოფაში.

შეხვედრას ასევე, გერმანული კომპანია GIZ-ის, სამინისტროს და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • ,,რუსთავის აზოტსა“ და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა