Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
06 ოქტომბერი 2022
ქვემო ქართლში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები და ბავშვები სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად, უკვე დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლები სკოლებში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.
კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეხვედრები სკოლებში ბათუმსა და ზუგდიდში უკვე გაიმართა.
#ქვემოქართლისმხარე
#ემეგობრეპოლიციას