A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში

30 მარტი 2022


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სოფელ სართიჭალასა და გამარჯვებაში საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულების დარეგულირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მოსახლეობა თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის შემცირებას, გადაადგილების გრაფიკის გაზრდას და სტუდენტებისთვის საშეღავათო პირობების დაწესების ითხოვს. გიორგი დოხტურიშვილი ადგილობრივებს არსებული საჭიროებების დადებითად გადაწყვეტის პროცესში დახმარებას დაპირდა. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პირადად გაეცნო აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულთა პოზიციებს. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია თბილისი-სართიჭალის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო მიკრო ავტობუსებზე დასაქმებულ პირებთან. ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე, მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით   მხარეებმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს: 

4 აპრილიდან მგზავრები ამ ეტაპზე მოქმედი გრაფიკის ნაცვლად, შედარებით ხანგრძლივი პერიოდით, დილის 07:00 საათიდან 20:15 საათამდე ისარგებლებენ. 

საშეღავათო პირობებით შეძლებენ გადაადგილებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.

სართიჭალიდან ლილოს მიმართულებით მგზავრობა იქნება 2 ლარი. 

სრულ მარშრუტზე ფასთა დარეგულირება საწვავის ღირებულების მიხედვით მოხდება, კლება კი მაჩვენებლის ერთკვირიანი დასტაბილურების შემთხვევაში  განხორციელდება. 

თუ საწვავის ღირებულება 3,50 ლარით განისაზღვრება, გადაადგილების საფასური 50 თეთრით  შემცირდება. 3 ლარის შემთხვევაში კი  მგზავრობის ღირებულება  ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. 

სექტორის წარმომადგენლებმა, მიკრო ავტობუსების მოსაცდელების მოწყობის საჭიროებაზეც ისაუბრეს - გიორგი დოხტურიშვილის განმარტებით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისის  გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის ლოკაციებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.


  • სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში
  • სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში
  • სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში
  • სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში
  • სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში
  • სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში