სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის მეთაურის თქმით, წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აფთიაქებში და იყიდება რამდენიმე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი

07 მარტი 2022


Ge/Az

ჩვენ, დაპირებისამებრ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი; გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აფთიაქებში და იყიდება რამდენიმე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი.

„ყველაზე მოთხოვნადი წამლები, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ მანამდე იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-80%-ით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია. მინდა, მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ძალიან აქტიურად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყო. დღეს იგი მიემგზავრება თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს ჩამოიტანს. ამას გარდა, ათობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე არის უკვე სამინისტროში შეტანილი განაცხადები რეგისტრაციისთვის და ეს პროცესი დაჩქარდება, რათა კიდევ უფრო დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად. რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი არის მიღწეული. ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება და არის „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის. ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, იმისთვის, რომ ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული, ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Biz, söz verdiyimiz kimi dərmanların ucuzlaşması prosesinə başladıq; Türkiyə bazarını, yalnız "GMP" standartlı yüksək keyfiyyətli dərmanların idxal ediləcəyini qeyd edərək açdıq, - bu barədə Gürcüstanın baş naziri İrakli Ğaribaşvili hökumətin iclasında bəyan edib.

Hökumət başçısının sözlərinə görə, dərmanlar artıq Gürcüstana daxil olub, apteklərdə var və bir neçə adda ən çox tələb olunan dərman satılır.

„Ən çox tələb olunan dərmanlar, məsələn, ürək-damar xəstəliklərinin müalicəsi üçün bir dərmanın qiyməti 220 lari idisə, bu gün onun qiyməti 48 laridir. Əksər hallarda dərmanların qiymətləri 60%-80% endirilib və minimum olaraq qiymətlər yarıya endirilib, buna sözsüz ki çox sevindik.

Nazir Zurab Azaraşviliyə təşəkkür etmək istəyirəm, bu prosesə qatılmışdı və çox fəal iştirak etdi. O, bu gün Türkiyəyə səfər edəcək, oradakı həmkarı ilə görüşəcək və daha çox fayda gətirəcək. Bundan əlavə, onlarla müxtəlif adda medikament üçün nazirlikdə qeydiyyata görə artıq müraciətlər var. Bütün dərmanların vaxtında dəyişdirilməlisi və əhalinin daha ucuz dərman almaq seçiminin olması üçün bu proses sürətləndiriləcək. Ən əsası, biz əvvəldən demişdik ki, əsas tələbimiz keyfiyyət olacaq və bu keyfiyyət əldə edildi.

Türkiyədən gətirilən bütün dərmanlar “GMP” standartına uyğundur və belədə olacaq. Gürcüstanda yerli istehsal olunacaq, yaxud xaricdən gətiriləcək bütün dərmanların yalnız yüksək keyfiyyətli olması üçün hal-hazırda nazir Azaraşvili ölkədə dərman keyfiyyəti laboratoriyasının yaradılması üzərində fəal işləyir. Bu prosesə biz maksimum şəkildə nəzarət edəcəyik“, - deyə baş nazir bəyan etdi.


  • მთავრობის მეთაურის თქმით, წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აფთიაქებში და იყიდება რამდენიმე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი