საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 თებერვალი 2022
Ge/Az
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ღონისძიებები და პრევენციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღინიშნა, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, მობილიზებული 8 ათასზე მეტი საწოლიდან თავისუფალია 2 ათასზე მეტი საწოლი, პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარება კონტროლდება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.
სპეციალისტების შეფასებით, გასული კვირის მაჩვენებლებთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების, ისევე როგორც სხვა პარამეტრების მცირედი კლება შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე მიმდინარე კვირაში დაკვირვების შემდეგ გამოიკვეთება, გადალახა თუ არა ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის უწყებისგან ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი, დამატებითი დოზების, ისევე, როგორც სამკურნალო აბების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით, რაზეც კომპანია „ფაიზერთან“ აქტიური მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 480 841 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 289 168 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 628 ადამიანი.
ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 309 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 017 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Baş nazir İrakli Qaribaşvilinin rəhbərlik etdiyi Hökumət administrasiyasında keçirilən İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün ki iclasında Gürcüstandakı mövcud epidemioloji vəziyyət, səhiyyə sektorunda tədbirlər və profilaktika baxımından atılan addımlar müzakirə edilib.
Xəstəxana sektoruna vəziyyətin ciddi şəkildə artmadığı, 8 mindən çox çarpayının 2 mindən çoxunun boş olduğu, xəstələrin əksəriyyətinin ev şəraitində müalicə olunduğu, sağlamlıq vəziyyətinin ailə həkimləri tərəfindən nəzarətdə saxlanıldığı vurğulanıb.
Şura iclasında vəziyyətin nəzarətdə olduğu və hökumətin proseslərə tam nəzarət etdiyi bildirilib.
Mütəxəssislərin hesablamalarına görə, ötən həftə ilə müqayisədə yeni yoluxma hallarında, eləcə də digər parametrlərdə cüzi azalma müşahidə olunur ki, bu da pik həddin aşağıya doğru getməsi deməkdir,
bu həftə epidemioloji vəziyyət müşahidə edildikdən sonra ölkənin “Omikron” ştammının yayılma pik həddinin geridə qalıb-qalmadığı məlum olacaq.
lakin bu həftə epidemioloji vəziyyəti müşahidə etdikdən sonra məlum olacaq ölkə Omicron ştammının zirvəsini keçib
Virus infeksiyasının yüngül gedişi və mümkün fəsadların qarşısını almaq üçün peyvəndin və sözdə buster dozanın vacibliyi bir daha vurğulandı.
Hökumət başçısı həmçinin Səhiyyə Nazirliyindən "Pfizer" peyvəndinin yeni, əlavə dozaları, o cümlədən müalicəvi həblərin tətbiqi vaxtı ilə bağlı ətraflı məlumat alıb, onun üçün "Pfizer" şirkəti ilə aktiv danışıqlar prosesi gedir.
Gürcüstanda koronavirusa ilk yoluxma hadisəsindən indiyədək 1 480 841 laboratoriya təsdiqlənmiş virusa yoluxma faktı aşkarlanıb, onlardan 1 289 168 nəfər sağalıb, 15 628 nəfər həyatını itirib.
Hazırkı mərhələdə 1 309 nəfər kliniki otellərdə, 6 017 nəfər isə stasionarda nəzarət altındadır.
Gürcüstan parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.