სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

25 იანვარი 2022


Ge/Az

50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის“ შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.

ამასთან, როგორც ცნობილია, იზრდება ონლაინ-კლინიკების რესურსები, რათა მსუბუქმა პაციენტებმა, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ოჯახის ექიმების კონსულტაცია შეუფერხებლად მიიღონ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 075 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 972 745 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 064 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 595 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Yaşı 50-dən yuxarı olan şəxslər üçün covid virusuna qarşı peyvəndə görə 200 larilik təşviq etmə tədbiri fevral ayı ərzində davam edəcək, eyni yaş qrupundan olan şəxslərə buster doza üçün 100 lari veriləcək, - bu barədə qərar Baş nazir İrakli Qaribaşvilinin rəhbərlik etdiyi hökumət administrasiyasında keçirilən İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün keçirilən iclasında qəbul edilib.

Şuranın iclasında ölkədəki epidemioloji vəziyyət müzakirə edilib. Bildirilib ki, yoluxma sürətinin artmasına baxmayaraq, xəstəxana sektorunun yükü artmır ki, bu da “Omikron” ştammının kifayət qədər zəif cərəyanından xəbər verir. Bununla belə, mütəxəssislərin fikrincə, xüsusilə yaşlılarda və xroniki xəstəlikləri olan insanlarda risk hələ də yüksəkdir, buna görə də şəxslərin peyvənd edilməsinə həmçinin iki dəfə peyvənd edilmiş şəxslərin buster doza ilə peyvənd edilməsinə böyük əhəmiyyət verilir.

Baş nazirin tapşırığına əsasən, Səhiyyə Nazirliyi peyvənd üçün coğrafi əlçatanlığı maksimum dərəcədə artırmaq üçün ölkə daxilində fəal işini davam etdirir.

İdarələrarası Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları maska taxmağa, sosial məsafəni qorumağa və izdihamlı toplantılardan uzaq durmağa, virusun simptomları baş verərsə evdə qalmağa çağırır.

Eyni zamanda, evdə müalicə alan yüngül xəstələrin rahatlıqla ailə həkiminə müraciət etmələri üçün onlayn klinikaların resurslarının artırıldığı da məlumdur.

Gürcüstanda koronavirusa ilk yoluxma hadisəsindən indiyədək 1 075 154 laboratoriya təsdiqlənmiş virusa yoluxma faktı aşkarlanıb, onlardan 972 745 nəfər sağalıb, 14 774 nəfər həyatını itirib.

Hazırkı mərhələdə 1 801 nəfər kliniki otellərdə, 4 595 nəfər isə stasionarda nəzarət altındadır.

Gürcüstan parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.


  • 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ