Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
28 ოქტომბერი 2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით რუსთავში იმყოფებოდა. მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრსა და რუსთავის კულტურის სახლში გამართა.
თეატრში ვიზიტისას მინისტრი თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს შეხვდა. თეა წულუკიანმა სამინისტროსა და მუნიციპალური თეატრების თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა და თეატრს სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა შესთავაზა თეატრის დასს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართოს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თეატრის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
თეა წულუკიანი ასევე რუსთავის კულტურის სახლში იმყოფებოდა და მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურის სახლების სათანადოდ ფუნქციონირების მნიშვნელობასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და სამომავლოდ რუსთავის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.