სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დიდგორობა 2021

12 აგვისტო 2021


გილოცავთ დიდგორობის სახალხო დღესასწაულს - დღეს, რომელიც ჩვენს ისტორიას ქართველთა სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების მარადიულ მაგალითად შემორჩა.

9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მყარი საფუძველი გახდა სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების - სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია გვახსოვდეს დიდგორის გმირების თავდადება და საკუთარი საქმიანობით ღირსეული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ერთიანობისა და განვითარების შეუქცევად პროცესში.

შოთა რეხვიაშვილი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული


  • დიდგორობა 2021