სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

09 აგვისტო 2021


Ge/Az

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეე ბში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება.

ამასთან, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება; შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც შესაბამისი უწყებები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება;

ამასთან, საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოსვლისას, პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილ პირებზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 450 149 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 403 762 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6128 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 552 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 641 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Epidemioloji vəziyyətin pisləşdiyini nəzərə alaraq Baş nazir İrakli Qaribaşvilinin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurası bu gün müəyyən məhdudlaşdırıcı tədbirlər tətbiq etmək qərarına gəldi.

Məlum olduğu kimi, maska taxmaq qapalı yerlərdə məcburi idi, ictimai nəqliyyatda və açıq yerlərdə, izdihamlı toplaşma yerlərində, dayanacaqlarda, bazarlarda və s. Şuranın qərarına əsasən, sabahdan etibarən 5 və ya daha çox adamın toplaşdığı hər yerdə açıq yerdə maska taxmaq məcburi olacaq.

Ancaq həm açıq, həm də qapalı məkanlarda gecə klublarının fəaliyyəti hələ də qadağandır və bu qaydaların icrasına ciddi nəzarət ediləcək; Yemək müəssisələrinin işi 00: 00-05: 00 arasında məhdud olaraq qalır, bunun icrası da müvafiq qurumlar tərəfindən ciddi şəkildə nəzarət ediləcək.

Əlavə olaraq, məlum olduğu kimi, hökumətin qərarına əsasən toy, yas və ya müxtəlif növ yubileylər kimi ictimai tədbirlərin keçirilməsini qadağandır. Bu cür tədbirlərə ev sahibliyi etmək üçün yemək obyektlri və ya müxtəlif ritual salonları ilk dəfə olaraq 10 min lari məbləğində cərimələnəcək və təkrar hərəkətlər edildikdə bu obyektlər bağlanacaq;

Bundan əlavə, Şura, ölkəyə daxil olduqdan sonra COVID-19 virusu keçirmiş və bir dəfə peyvənd edilmiş şəxslərin sərhəd keçidində 2 dozadan peyvənd edilənlər kimi eyni tənzimləməyə tabe olacağını müzakirə etdi və qərar verdi.

Gürcüstanda koronavirusa ilk yoluxma hadisəsi aşkar edildikdən bugünə qədər, laboratoriyada təsdiqlənmiş 450 149 virus hadisəsi aşkarlandı, bunlardan 403 762 nəfər sağaldı və 6 128 nəfər insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 42 nəfər karantində, klinik otellərdə - 2 552 vətəndaş, xəstəxanada isə nəzarət altında - 6 641 nəfər var.

Parlament sədri Kaxa Kujavanın rəhbərlik etdiyi Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə faliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.


  • უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო