სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

04 აგვისტო 2021


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო - ათწლიანი განვითარების გეგმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მინისტრმა თეა ახვლედიანმა გააცნო.

„ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი, თუ უმთავრესი გამოწვევა არა, არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ოკუპაცია. ძალიან ბევრი საუბარი გვესმის არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსებისგან, ჩვენ, ჩვენის მხრივ, მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მოდით, ღიად, გულახდილად ვისაუბროთ. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას. მე ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების ძალისხმევას, მაგრამ ეს გამოწვევა რჩება დიდ პრობლემად ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების შესახებ, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების თუ გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, ახლა კოვიდპანდემია, განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და ა.შ.

„იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატოსთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. მომდევნო მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ეს უნდა იყოს ყოველდღე გასაკეთებელი და საზრუნავი ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ყველასი ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი განვითარება და კეთილდღეობაა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად საუბრობდეს ქართულ ენაზე.
„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენაზე. არიან წარმატებულ ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს. დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა. ამის თაობაზე არაერთხელ მისაუბრია ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებთან და ყველასგან არის სრული მზაობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. მათი მხრიდან არის მონდომება და ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად - განათლებაზე და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, მათი ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში და მათი მეტი მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მყარი გარანტი ჩვენი ძლიერი მომავლის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
  • შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვისა და სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო