საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 აგვისტო 2021
Ge/Az
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 33 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა კი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, პრემიერის დავალებით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების, ისე - კოვიდის მართვის პროცესში ახალი კლინიკური სასტუმროების ჩართვის კუთხით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების - ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.
სხდომაზე განიხილეს იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზება. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უმოკლეს ვადებში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს და აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით, რაც შეიძლება მეტ ცენტრში იყოს შესაძლებელი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სპეციალური შტაბები, რათა ადგილობრივად, ხელი შეეწყოს აცრების პროცესის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 428 670 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 388 893 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 910 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 55 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 173 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 045 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün Hökumət Administrasiyasında Baş nazir İrakli Ğaribaşvilinin rəhbərliyi ilə keçirilən iclasında Gürcüstanda mövcud epidemioloji vəziyyət, yoluxmanın artan göstəricisi, mövcud qaydaların icrası və immunizasiya prosesinin gedişatı müzakirə edildi.
Bu gün ölkədə 33 minə qədər aktiv yoluxma halının olduğu, yoluxmanın artan sayının isə səhiyyə sektoru üçün çətinlik yaratdığı, xəstəxana sektorunun yüklənməsinə səbəb olduğu, buna görə də Baş nazirin tapşırığı ilə həm mövcud yataq fondunun boşaldılması və əlavə yataqların səfərbər olunması, həm də kovidin idarə olunması prosesinə yeni kliniki mehmanxanaların cəlb edilməsi baxımından aktiv işlərin davam etdiyi qeyd edildi.
Koordinasiya Şurasının qərarına əsəsən, hökumətin sərəncamı ilə qadağan edilmiş toy, yas və müxtəlif məclislər kimi sosial tədbirlərin keçirilməməsi də daxil olmaqla bütün qüvvədə olan qaydaların icra olunmasına nəzarət daha da gücləndiriləcək. Şura vətəndaşları qoruyucu maskadan yalnız qapalı məkanlar, ictimai nəqliyyat və insanların sıx toplandığı yerlər kimi ondan istifadənin məcburi olduğu yerlərdə deyil, həmçinin açıq məkanda da istifadə etməyə çağırır, çünki qoruyucu maska və sosial məsafənin qorunması peyvənd ilə bərabər virusun yayılmasının qarşısının alınmasının ən yaxşı vasitələrindən biridir. İdarələrarası Koordinasiya Şurası ölkənin sərt məhdudiyyətlər tətbiq etmək məcburiyyəti ilə üzləşməməsi üçün vətəndaşları mövcud qaydalara riayət etməyə çağırır.
İclasda immunizasiya prosesinin gedişatı və peyvənd edilməsi üçün əlavə məkanların səfərbər edilməsi müzakirə edildi. Baş nazir müvafiq qurumlara ən qısa müddətdə peyvəndin vətəndaşlar üçün, o cümlədən coğrafi baxımdan əlçatanlığının maksimal dərəcədə artması üçün və mümkün qədər çox mərkəzdə öncədən qeydiyyat olmadan canlı sıra prinsipi ilə peyvəndin mümkün olması üçün lazımi addımların atılmasını tapşırdı.
Eyni zamanda, Baş nazirin göstərişi ilə peyvənd prosesinin yerli səviyyədə daha da səmərəli olaraq koordinasiya edilməsi üçün munisipalitetlərdə xüsusi qərargahlar yaradılacaq.
Gürcüstanda ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bu günə qədər 428 670 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 388 893 şəxs sağalmışdır. 5 910 insan həyatını itirmişdir.
Bu mərhələdə 55 insan karantində, 2 173 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 6 045 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.
Parlament sədri Kaxa Kuçavanın rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.