საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 მაისი 2021
დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ორდღიანი კონფლიქტი ამ დროისთვის ამოწურულია.
დღის ბოლოს, ვითარების განმუხტვა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მოხერხდა. მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლურად ხელი ჩამოართვეს.
,,შერიგება იყო უალტერნატივო და აქ ზედმეტი დარწმუნებები არავის არ დაჭირვებია. გავცვალეთ აზრები, ჩამოართვეს ხელი მეგობრებმა და ვაგრძელებთ დმანისში, მხარეში და საქართველოში, მრავალეროვან, მულტიკულტურულ ურთიერთობაში, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას," - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
დმანისში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.