სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, ასევე მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ

17 მაისი 2021


Ge/Az

გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, ასევე მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე არის მიღებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

ასევე, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში, რეგულაციების სრული დაცვით მიიღონ. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებებს მიიღებს.

სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო რეგულარული ტესტირება დადგენილებით განსაზღვრულ ჯგუფებზე ივნისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, შეასრულონ არსებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 330 879 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 310 859 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 469 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 67 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 657 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 395 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Hərəkətə məhdudiyyət saat 23:00-dan 05:00-a qədər olan müddətdə qüvvədə olacaq, həmçinin bu həftədən etibarən iaşə obyektləri həftə sonları qonaqları yalnız açıq məkanda qəbul etmək imkanları olacaq – qeyd olunan qərarları İdarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən Baş nazir İrakli Ğaribaşvilinin rəhbərliyi ilə bu gün Hökumət Administrasiyasında keçirilən iclasda qəbul olundu.

İclasda qeyd olundu ki, hərəkət məhdudiyyətinin yüngülləşdirilməsi qərarı epidemioloji tendensiyaların ətraflı təhlili təhlili əsasında qəbul edilmişdir. İdarələrarası Koordinasiya Şurası vətəndaşları tənzimləmələrin icrasının idarə edilməsinin sərtləşəcəyini, yəni məhdudiyyətin məhz 23:00-da qüvvəyə minəcəyini nəzərə almağa çağırır. Eyni zamanda, 21:00-dan 05:00-a qədər təsirli olan bütün hərəkət hüquqları qüvvədə qalır.

Həmçinin bu gün şura bu həftədən etibarən iaşə müəssisələrinin yalnız açıq məkanlarda həftə sonları qaydalara tam riayət etməklə qonaq qəbul etməkləri barədə qərar qəbul etdi. İdarələrarası Koordinasiya Şurası epidemioloji tendensiyaları izləməyə davam edəcək və vəziyyətin stabilləşəcəyi halda, iyunun 1-dən etibarən bu istiqamətdə növbəti yumşaltmalar barədə qərar qəbul edəcək.

İclasda toy, yas mərasimi, banket və müxtəlif növ yubileylər kimi sosial tədbirlərin keçirilməsinə qoyulan məhdudiyyətlərin yenə də qüvvədə qaldığı vurğulandı.

Habelə Koordinasiya Şurasının qərarına əsasən müntəzəm test etdirməsi məcburi olan qrupların dövlət tərəfindən maliyyələşdirilməsi iyun ayında da davam edəcək.

İdarələrarası Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları mövcud qaydalara riayət etməyə, qoruyucu maska taxmağa və sosial məsafəni qorumağa çağırır.

Gürcüstanda ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bu günə qədər 330 879 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 310 859 şəxs sağalmışdır. 4 469 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 67 insan karantində, 657 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 4 395 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Kaxa Kuçavanın rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, ასევე მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ