სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შეჯამებით დაიწყო

18 მარტი 2021


Ge/Az

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შეჯამებით დაიწყო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი, რომლის ფარგლებში შეხვედრები შედგა უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ისე - ნატოში, ძალიან წარმატებული იყო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განხილული იყო ყველა ის რეფორმა და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის შესახებ; ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, ფოკუსირება, როგორიც არის კოვიდ-პანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მით უმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კორონავირუსის მართვის მიმდინარეობასა და ვაქცინაციის პროცესზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე - პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატოში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით მიაღწია.

„ჩვენ ნატოში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Gürcüstanın Baş naziri İrakli Qaribaşvili bugünkü hökumət iclasına Brüsselə səfərini yekunlaşdıraraq başladı. Hökumət başçısının sözlərinə görə, həm AB-də, həm də NATO-da görüşlərin ən yüksək səviyyədə reallaşdığı səfər çox uğurlu alınıb.

Baş nazirin qeyd etdiyi kimi, Gürcüstanın qazandığı bütün islahatlar və irəliləyiş müzakirə edildi.

"Bütün islahatlar, hamımızın birlikdə əldə etdiyimiz irəliləyiş barədə çox uğurlu bir müzakirə apardıq. Qeyd etmək lazımdır ki, təqdim etdiyimiz islahat, irəliləyiş hamı tərəfindən tanınır. Buna görə də Assosiasiya Sazişinin həyata keçirilməsində iştirak edən bütün dövlət qulluqçularına təşəkkür edirəm",- deyə Baş Nazir qeyd etdi.

İrakli Qaribaşvili, Aİ-nin Yüksək Nümayəndəsinin parlament seçkiləri ilə bağlı verdiyi qiymətləndirmədən də danışdı və bu səbəbdən süni şəkildə yaradılan siyasi böhranın əsası olmadığını qeyd etdi.

"Avropa İttifaqının Yüksək Nümayəndəsi, Avropa Komissiyası sədrinin müavini Borrell tərəfindən siyasi gerçəkliyin və ölkəmizdəki vəziyyətin qiymətləndirilməsini eşitdik; Əlbətdə azad, ədalətli və rəqabətlidir deyən seçkilərlə bağlı qiymətləndirmələrini də eşitdik. Buna görə də bütün tərəfləri bir daha qısa müddətdə konstruktiv dialoqdan çıxış yolu tapmağa, ölkəni normal siyasi həyata qaytarmağa və kovid-pandemiyası kimi böyük problemlərə yönəlməyə davam etməyə çağırıram. ölkədəki iqtisadi problemlər, işsizlik, peşə və s. Xüsusilə bölgədəki mürəkkəb bir təhlükəsizlik mühiti fonunda. Ümid edirəm ki, müxalifətin konstruktiv hissəsi bu günlərdə ağlabatan dövlət qərarları verəcəkdir. Konstruktiv dialoqu davam etdirməyə və ən qısa müddətdə razılığa gəlməyə hazır olduğumuzu bir daha təsdiqləyirik",- Baş Nazir bildirib.

Hökümət başçısı ölkədəki koronavirusun idarəolunmasına və peyvəndləmə prosesinə də diqqət yetirdi.

“Bildiyiniz kimi, peyvəndin ilk partiyası ölkəmizdə daxil oldu və biz ilk növbədə tibb işçilərini peyvənd etməyə başladıq. Peyvəndləmə yaxın vaxtlarda əhalinin digər qruplarına da təqdim ediləcək",- Hökumət başçısı qeyd edib.

Bundan əlavə, bir hökumət qərarı ilə səhiyyə islahatı çərçivəsində kənd dispanserlərinin təchizatını dövlət büdcəsindən maliyyələşdirləcəkdir.

Baş nazirin dediyi kimi, əhalinin ilkin səhiyyə xidmətlərinə çıxışını təmin etmək üçün ilkin tibbi yardım halqasının gücləndirilməsi vacibdir.

"Səhiyyə nazirinin təşəbbüsü ilə bu il tibb işçilərinin və ilkin səhiyyə xidmətlərinin iş şəraitini yaxşılaşdıracaq 300-ə yaxın kənd dispanserləri təchiz ediləcək",-İrakli Qaribaşvili bildirib.

Hökümət başçısı, Brüsselə səfəri zamanı NATO-da keçirilən görüşləri də qiymətləndirdi və Gürcüstanın son illərdə müdafiə və təhlükəsizlik sahəsində əldə etdiyi irəliləyişlərin bir daha ümumiləşdirildiyini qeyd etdi.

“NATO-ya çox uğurlu bir səfərimiz oldu. Bir daha, son illərdə müdafiə və təhlükəsizlik sahəsində əldə etdiyimiz irəliləyişin xülasəsi var. Bu müddətdə iştirak edən hər kəsə bir daha təşəkkür edirəm"İrakli Qaribaşvili.


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შეჯამებით დაიწყო