სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

09 თებერვალი 2021


Ge/Az

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება; დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება

მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება.

პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები, მათ შორის გეოგრაფიული თუ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის სწორად გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ქვეყანას ზაფხულის ტურისტული სეზონის გადარჩენის და უცხოელი ვიზიტორების უსაფრთხო გარემოში მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი ჟანგბადი იქნება.

საბჭომ იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 263 057 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 254 916 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 430 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 301 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 149 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

Idarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən 5-ci sinifdən 12-ci sinifə qədər şagirdlərin məktəbdə qoruyucu maska taxması məcburiləşir; Pozitivlik göstəricisinin 4?iz çərçivəsində qorunub saxlanılması halında məhdudiyyətlərin mərhələli şəkildə qaldırılması davam edəcək

5-ci sinifdən 12-ci sinifə qədər olan şagirdlərin məktəbdə qoruyucu maska taxması məcburi hal alır – qeyd olunan qərar Gürcüstan Baş nazirinin rəhbərlik etdiyi İdarələrararı Koordinasiya Şurası tərəfindən bugünkü iclasda qəbul edildi.

Şuranın iclasında epidemioloji vəziyyətə mənfi təsir göstərməməsi və götürülən məhdudiyyətin yenidən tətbiqi lazım olmaması üçün məhdudiyyətlərin yüngülləşdirilməsi baxımından atılan hər bir addımın ehtiyatlı, məntiqli və davamlı olmasının vacibliyi xüsusilə vurğulandı. Müvafiq olaraq, şuranın qərarına əsasən pozitivlik göstəricisinin 4% çərçivəsində qorunub saxlanılması halında ölkədə mövcud məhdudiyyətlərin tədricən qaldırılması davam edəcək.

Paralel olaraq, yoluxma hallarının mümkün olan ən qısa zamanda aşkarlanması, o cümlədən coğrafi və ya müxtəlif sosial qruplarda virusun yayılması baxımından intensiv testlər davam etdiriləcək.

Bir daha qoruyucu maskadan düzgün istifadə və sosial məsafənin qorunmasının vacibliyi vurğulandı. Qeyd olundu ki, qoruyucu maskalardan maksimal istifadə, intensiv testlərin edilməsi və peyvənd olunma iqtisadiyyatın açılmasına, sürətli bərpasına və mümkün olan ən tez zamanda normal həyat rejiminə qayıtmağa kömək olacaq tədbirlər toplusudur. Bundan əlavə, qeyd olunan tədbirlərin məcmusu ölkəyə yay turizm sezonunun xilas edilməsi və xarici ziyarətçilərin təhlükəsiz mühitdə qonaqlanması imkanı verəcək ki, bu da iqtisadiyyat üçün əlavə oksigen olacaqdır.

Şura peyvəndin ölkəyə gəlməsi ilə əlaqədar logistik və ya əməliyyat məsələlərini, həmçinin beynəlxalq tərəfdaşlar və istehsalçılarla davam edən danışıqları müzakirə etdi. Məlum olduğu kimi, Gürcüstan fevral ayının sonuna qədər Pfizer peyvəndinin ilk dozalarını alacaq. Milli plana əsasən peyvənd tibb işçiləri ilə başlayacaq. Birinci mərhələdə peyvəndlərin yalnız xəstəxana sektorunda aparılacağı qeyd olundu. Eyni zamanda peyvəndin növbəti dozalarının ölkəyə ən qısa müddətdə daxil olmasını təmin etmək üçün intensiv işlər davam edir və bunun üçün əsas ilkin şərt Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının icazəsi və peyvəndin beynəlxalq səviyyədə tanınmasıdır.

Ölkədə ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bugünə qədər 263 057 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 254 916 şəxs sağalmışdır. 3 306 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 430 insan karantində, 301 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 2 149 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Arçil Talakvadzenin rəhəbrliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება