Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
06 თებერვალი 2021
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა - ონლაინ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ მიიღო.
სტრატეგია სამ მიზანს - მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.
პირველი მიზანი ტურიზმის განვითარების, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვას აერთიანებს. მეორე მიზნის ქვეშ ჯანდაცვის, განათლების, კომუნალური და საკომუნიკაციო, ხარისხიანი, სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთიანდება. მესამე მიზანი კი, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვას და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოიცავს.
აღნიშნული სამოქმედო გეგმით 51 აქტივობაა განსაზღვრული და ძირითადად, კვლავ ის ღონისძიებები გაგრძელდება რაც 2019-2020 წლებში ხორციელდებოდა.
სტრატეგიის შედეგად, 2023 წლისთვის მაღალმთიან დასახლებებში დემოგრაფიული მდგომარეობა და სოციალური ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს და მაღალმთიანი დასახლებების ტურისტული მიმზიდველობა გაიზარდოს