სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ მინისტრის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

28 იანვარი 2021


Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
მთავრობის ფორმატში დღეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს - როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნოემბრის ბოლოს დაწესებულ შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ვინაიდან მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში უაღრესად მაღალი იყო და ზოგ ქალაქში 30%-საც კი გადააჭარბა.
„დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, სწავლა კლასებში დაიწყონ. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაც, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად. რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, ვიდრე ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული.
„ორი, სამი, ოთხი ან ხუთი ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უფრო პასუხისმგებლიანად და გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, ცვლილებები ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში, კერძოდ, ცალკე გამოიყოფა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მთავრობის შესაბამისი დადგენილებაც მომზადებულია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
„ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ჩვენი ცხოვრების ის უძვირფასესი ნაწილი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ისევე როგორც სპორტის მიმართულება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების ბოლო წლების მიღწევებს, ცალკე სამინისტროს იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება,“- განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების დაწყებას განიხილავს, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია.
„დღეს მთავრობა იწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია 2021-2024 წლების განმავლობაში. ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება. გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar verib

Bu gün hökumət formatında hər birimizi və vətəndaşlarımızı narahat edən məsələni - iqtisadiyyatı mümkün qədər tez, təhlükəsiz və əsaslı şəkildə necə açacağımızı müzakirə etməliyik,-bu haqda Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumət iclasında deyib.
Hökümət başçısının sözlərinə görə, noyabr ayının sonunda tətbiq olunan məhdudiyyətlərin müəyyən bir məqsədi var idi, çünki o dövrdə ölkədə virusun yayılma sürəti son dərəcə yüksək idi və bəzi şəhərlərdə hətta 30% -i keçmişdi.
"Bugünkü məlumatlara görə sizə deyə bilərəm ki, dünən alınan 18.000 testdən cəmi 723 müsbət göstərici qeydə alınıb. Bu, bizim üçün hələ də böyük rəqəmdir, baxmayaraq ki, rəqəm 4% -ə yaxınlaşıb. Vurğulamaq istərdim ki, 7 günddə 4 % müsbət göstərici olduğu zaman iqtisadiyyatı daha cəsarətli, ehtiyatla, lakin əsaslı şəkildə aça bilərik. Görünən budur ki, bugünkü tendensiyalar ehtiyatlı nikbinlik nümayiş etdirməyə imkan verir. Buna görə də, bu gün müzakirələrə başlamalıyıq ki, yayda olduğu kimi növbəti bir həftə ərzində oxşar tendensiyanı davam etdirsək - tədricən açılışa bir az əvvəl başlaya bilərik. Bu, ilk növbədə Tbilisi, Kutaisi və Rustaviyə aiddir və ilk növbədə, uşaqlarımızın dərslərə sinif otaqlarənda başlamasına imkan yaratmaq üçün təhsil müəssisələri ilə əlaqədardır. Bu, iki aylıq birgə iş nəticəsində bu gün əldə etdiyimiz epidemiya idarəetmə nailiyyətini təhlükə altına salmamaq üçün ictimai nəqliyyatın tədricən dayandırılması ilə müşayiət olunur. Ən əsası, turizmin mərhələlərlə açılmasına başlayana qədər bu nailiyyəti qorumaq üçün hər şeyi etməliyik",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.
Baş nazirin sözlərinə görə, Baş nazirin birinci müavini Maia Tskitişvilinin rəhbərlik etdiyi iqtisadi qrup bir neçə gündür ki, biznes nümayəndələri ilə görüşür və bu görüşlərin məqsədi iqtisadiyyatın açılmasını davamlı, əsaslı və ən əsası təhlükəsiz etməkdir .
"Gündəlik iki, üç, dörd və ya beş min infeksiya olması halında, normal iqtisadi həyatdan söhbət gedə bilməz. Buna görə hamımız vətəndaşlarımızla birlikdə daha məsuliyyətli və ağlabatan addımlar atmalıyıq",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.
Eyni zamanda, Gürcüstan hökumətinin strukturunda dəyişikliklər edilir, xüsusən də Mədəniyyət, İdman və Gənclər Nazirliyi ayrıca ayrılacaqdır. Bütün texniki işlər başa çatıb və müvafiq hökumət qərarı hazırlanıb. Baş nazirin dediyi kimi, bu həm mədəniyyət, həm də idman nümayəndələri üçün son dərəcə vacib bir addımdır.
"Mədəni irsimiz və müasir sənətimiz, xüsusilə idmançılarımızın son illərdə qazandıqları uğurları nəzərə alsaq, idman yönümünün yanında, hamımızın birlikdə qayğı göstərməli olduğumuz həyatımızın ən qiymətli hissəsidir. , ayrı bir nazirliyə layiqdirlər. Bundan əlavə, fərmana əsasən əvvəllər hökumət rəhbərliyinin nəzarəti altında fəaliyyət göstərən Gənclik Agentliyi, Mədəniyyət, İdman və Gənclər Nazirliyinin bir hissəsi olacaq ",- Baş nazir bildirib.
Bununla yanaşı, hökumət dövlət müəssisələrinin idarə edilməsini ən yaxşı təcrübələr və korporativ idarəetmə nümunələri səviyyəsinə çatdırmaq məqsədi daşıyan dövlət müəssisələrində islahatlara başlamaq barədə düşünür.
Hökumət başçısının da qeyd etdiyi kimi, bu, sadəcə bir istək deyil, bu gün ölkənin yerləşdiyi və qlobal iqtisadi böhran adlanan iqtisadi vəziyyətdən qaynaqlanan bir zərurətdir.
"Bu gün hökumət 2021-2024-cü illərdə Gürcüstanda iqtisadi həyatın son dərəcə vacib bir prosesi olan və hökumət proqramına daxil olan dövlətə məxsus müəssisə islahatlarının başlanmasını fəal şəkildə müzakirə edir. Bu, qlobal iqtisadi böhran şəraitində bu gün xüsusilə aktualdır və biz bu addımı ilk növbədə Gürcüstanın dövlət elektrik sistemi ilə başlayırıq. Bu gün biz həmçinin bu dövlətə məxsus qurumun Müşahidə Şurasının necə işçi heyətinə cəlb edilməsi və gələcək illərdə bu təşkilatın fəaliyyətini müəyyənləşdirməli olan İdarəetmə və Müşahidə Şurasının üzvləri üçün ən yüksək standartları, tələbləri qorumağın son dərəcə vacib olduğunu müzakirə edirik. Bundan əlavə, dövlət müəssisələrinin idarəetmə sisteminin yenidən qurmaq üçün Maliyyə Naziri İvane Maçavarianinin rəhbərlik etdiyi xüsusi bir işçi qrupu yaradılacaq və bu diqqət mərkəzində olduğumuz tək iş deyil, dövlət idarəçiliyimizi gətirəcək konkret addımlar planı olacaqdır. Nəticədə dövltə məxsus müəssisələrimizin rəhbərliyi ən yüksək korporativ idarəetmə standartlarına daha yaxındır",- deyə dedi Qiorqi Qaxaria bildirib.


  • პრემიერ მინისტრის განცხადებები მთავრობის სხდომაზე
  • პრემიერ მინისტრის განცხადებები მთავრობის სხდომაზე