სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

07 დეკემბერი 2020


Ge/Az

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაციისა და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ გამოცხადებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის პროცესის შეუფერხებელ განხორციელებაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა სხდომაზე აღნიშნა, შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, უწყებაში 14 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა და კომპენსაციების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ მეწარმეებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხოთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს, დროულად შეავსონ შესაბამისი ფორმა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, ზუსტად მიუთითონ დასაქმებულთა პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რათა მოქალაქეებმა დახმარება ახალ წლამდე მიიღონ. რეგისტრაციის პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, დაზუსტებები კი 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა, თუმცა შემთხვევების რაოდენობის კლება შაბათ-კვირას ტესტირებებზე დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება. ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას და ექიმების უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თუ გლობალურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 83%-ია, რაც პოზიტიური მაჩვენებელია.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების მზარდ რაოდენობაზე, რომელმაც გასული კვირის ბოლოს ყველაზე მაღალ ნიშნულს - 17 ათასს გადააჭარბა, მიმდინარე კვირის განმავლობაში კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლებიც დაემატება. მათ შორის, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება. მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და როგორც ექიმის მიმართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კი უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე - http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე - 1505.

სხდომაზე აღინიშნა, რომ პანდემია გლობალურად უკან არ იხევს და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 67,5 მილიონს გადააჭარბა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიან აღსრულებას და ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

სხდომაზე იმსჯელეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, გარდა COVAX პლატფორმისა, სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან.

საბჭომ ასევე განიხილა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით შემოწმებული ობიექტებიდან, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა 1986 ობიექტზე, მათგან დაჯარიმდა 3 ობიექტი; განმეორებით გადამოწმებული ობიექტებიდან 317 მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 164 976 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 137 499 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1540 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1267 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3744 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6963 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İdarələrarası Koordinasiya Şurası davam edən intensiv test proqramını, 300 larilik birdəfəlik kompensasiya alan şəxslərin qeydiyyatını və mövcud məhdudiyyətlərin tətbiq olunması müddətini nəzərdən keçirdi

Hökumət tərəfindən tətbiq olunan 2 aylıq məhdudiyyətlər planı çərçivəsində davam edən intensiv sınaq proqramı, 300 larilik birdəfəlik kompensasiya üçün şəxslərin qeydiyyatı prosesi və mövcud məhdudiyyətlərin tətbiqi Baş nazir Giorgi Gakharianıni rəhbərliyi ilə İdarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında müzakirə edilib.

Hökumət tərəfindən vətəndaşlara və müəssisələrə elan edildiyi kimi yardım göstərilməsi prosesinin rahat həyata keçirilməsinə diqqət yetirildi. Maliyyə Nazirinin iclasda qeyd etdiyi kimi, Gəlir Xidməti, 28 Noyabr 2020-ci il tarixindən etibarən tətbiq olunan nöqtə məhdudiyyətləri səbəbindən fəaliyyətlərini və satış sahəsindəki müştərilərin binalara giriş hüququnu dayandıranlar üçün 300 larilik birdəfəlik kompensasiya alan şəxslərin qeydiyyatı davam edir. İvane Majavarianinin dediyinə görə, bu mərhələdə kompensasiya almaq üçün Səhiyyə Nazirliyinə 14,300-dən çox müraciət daxil olub ki, bu da Səhiyyə Nazirliyinə göndəriləcək və kompensasiyanın verilməsi yaxın gələcəkdə başlayacaq. Məhdudiyyətlərdən təsirlənən sahibkarlar İdarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən vətəndaşların yeni ildən əvvəl yardım ala bilməsi üçün Gəlir Xidmətinin veb-saytındakı müvafiq formanı vaxtında doldurmağa, işçilərinin şəxsi məlumatlarını və bank hesabını dəqiq göstərməyə üçün çağırır. Qeydiyyat prosesi 24 dekabr tarixinədək davam edəcək və yeniləmələr 28 dekabr tarixinədək mövcud olacaq.

İclasda qeyd olundu ki, son 24 saat ərzində virusa yoluxanların 250 yeni halı aşkarlanıb, halbuki xəstəlik sayında azalma həftəsonu testlərində aşağı yönləndirmə ilə əlaqədardır. Həmçinin sağalan insanların sayının artmasının müsbət tendensiya və bu baxımdan həkimlərin əhəmiyyətli rolu da vurğulandı. Milli Xəstəliklərə Nəzarət və Xalq Sağlamlığı Mərkəzinin rəhbəri Amiran Qamğrelidzenin qeyd etdiyi kimi, qlobal olaraq sağalanların sayı 69% -dirsə, Gürcüstanda bu rəqəm 83% -dir və bu da müsbət göstəricidir.

Şura üzvləri ölkə daxilində keçən həftə artan və keçən həftənin sonunda 17.000-dən yuxarı göstəricini aşan testlərin sayını müzakirə etdilər və cari həftə ərzində hər gün özəl laboratoriyaların göstəricilərinin əlavə ediləcəyi təxminən 20.000 testin keçirilməsi planlaşdırılır. Bunlar arasında sürətli antigen əsaslı testlərin istifadəsi xüsusilə geniş yayılmışdır. Vətəndaşlarda öskürək, qızdırma, boğaz ağrısı, qoxu və dad bilmə hissinin itməsi kimi respirator viruslarının xarakterik sindromu müşahidə olunarsa həkimə müraciət edərək və ya etməyərək hər hansı bir tibb müəssisəsinə müraciət etsinlər və cavabının 20 dəqiqə ərzində məlum olduğu antigen testindən keçsinlər. Nəticənin müsbət olması təqdirdə, vətəndaşlar Səhiyyə Nazirliyinin məlumat portalı - http://ambulatoria.moh.gov.ge/ vasitəsilə əldə edilə bilən ailə həkimləri ilə və ya Nazirliyin 1505 qaynar xətti ilə əlaqə saxlamalıdırlar.

İclasda pandemiyanın qlobal miqyasda geri çəkilmədiyi və dünyada yoluxmuş insanların ümumi sayının artıq 67,5 milyonu keçdiyi, bu səbəbdən hökumətin tətbiq etdiyi məhdudiyyətlərin effektiv şəkildə icra edilməsi və bütün lazımi tövsiyələrə - sosial məsafə və maska taxmaq daxil olmaqla yerinə yetirilməsinin vacib olduğu qeyd edilib.

İclasda Baş nazirin tapşırığı ilə müvafiq qurumların iştirakı ilə yaradılan xüsusi işçi qrupunun birgə peyvənd prosesinin maneəsiz həyata keçirilməsini təmin etmək üçün atdıqları addımları da müzakirə etdilər . Qeyd edildi ki, peyvənd mərhələsi üçün hazırlıq işləri peyvəndin həm vaxtında tətbiq edilməsini, həm də infrastruktur və maddi-texniki baxımdan bütün hazırlıq işlərini əhatə etməsi deməkdir, beləliklə ölkə peyvənd prosesinin başlamasını hazır qarşılamalıdır. COVAX platformasına əlavə olaraq Xarici İşlər Nazirliyi və Gürcüstanın xaricdəki diplomatik nümayəndəliklərinin iştirakı ilə beynəlxalq tərəfdaşlar və istehsalçılar ilə danışıqlar aparılır.

İclasda xəstəxana sektorundakı pulsuz çarpayılar baxımından mövcud vəziyyət və əlavə reanimasiya çarpayılarının və tibbi avadanlıqların səfərbər edilməsi baxımından atılacaq addımlar da müzakirə edildi. Hələ də ağır və kritik xəstələrin idarə edilməsinə xüsusi diqqət yetirildiyidə vurğulandı.

Daxili İşlər Naziri və Əmək Müfəttişliyi Şöbəsinin rəisi, 2 aylıq plan çərçivəsində tətbiq olunan məhdudiyyətlərin icrası üçün görülən tədbirlər barədə ətraflı məlumat verdilər xüsusilə: Hüquq-mühafizə orqanlarının apardığı monitorinq nəticəsində son 24 saat ərzində ölkə miqyasında tətbiq edilmiş məhdudiyyətlər daxilində qüvvədə olan qaydaların 855 pozulması halları aşkar edilmişdir. Polis təcridetmə və / və ya karantin qaydalarını pozduğuna görə 70 şəxsi cərimələyib. Cərimə olunanlar arasında 21: 00-dan 5: 00-dək tətbiq olunan nəqliyyat məhdudiyyətini pozan vətəndaşlar da var. Bundan əlavə, 24 saat ərzində 785 nəfər fiziki şəxs maska taxma qaydalarını pozduğuna görə cərimələnib.

Gürcüstanın Əmək Müfəttişliyi, Gəlir Xidməti, Milli Qida Agentliyi və Bələdiyyə Nəzarət Xidmətlərinin birgə səyləri ilə yoxlanılan obyektlərdən 1986 obyektə şifahi xəbərdarlıq edildi, onlardan 3-ü cərimələndi; Yenidən yoxlanılmış obyektlərdən 317 tələb yerinə yetirilmişdir.

Ölkədə ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bugünə qədər 164 976 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 137 499 şəxs sağalmışdır. 1540 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 1267 insan karantində, 3744 vətəndaş kovid-mehmanxanalarda, 6963 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Arçil Talakvadzenin rəhəbrliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა