სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ვიდეოკონფერენცია რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ

30 ნოემბერი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ.

ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას. პრემიერმა რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების  მონიტორინგში, ასევე მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

 

 

Baş nazir dövlət səlahiyyətlilərinə epidemioloji vəziyyət səbəbindən tətbiq olunan məhdudiyyətlərin icrasına ciddi nəzarət etməyi tapşırdı

Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria bölgələrdəki dövlət səlahiyyətlilərinə epidemioloji vəziyyət səbəbindən tətbiq olunan məhdudiyyətlərin icrasına ciddi şəkildə nəzarət etməyi tapşırdı.

Videokonfrans zamanı hökumət başçısı vurğulayaraq qeyd etdi ki, məhdudiyyətlərin sərtləşdirilməsi epidemiyanın yayılmasını ləngitmək məqsədi daşıyır və görülən tədbirlərin effektivliyi üçün onların icrası böyük əhəmiyyətə malikdir. Baş nazir dövlət səlahiyyətlilərini tətbiq olunan məhdudiyyətlərin icrasının monitorinqində müvafiq qurumlara maksimal dərəcədə yardım etməyə, həmçinin ticarət obyektlərinin fəaliyyətinə məhdudiyyətlərin tətbiq edilmədiyi munisipalitetlərdə sosial distansiyanın qorunması və qoruyucu maskadan istifadə olunmasına ciddi nəzarət etməyə çağırdı.

Baş nazir dövlət nümayəndələri ilə danışıq zamanı, həmçinin bölgələrdə mövcud epidemioloji vəziyyəti də müzakirə etdi. Hökumət başçısı hər bir bölgədə yoluxma göstəricisinin böyüməsinə uyğun olaraq kovidin idarə olunması prosesinə əlavə klinikaların qoşulması haqqında, həmçinin ehtiyac duyulan munisipalitetlərdə kovid-mehmanxanaların səfərbər olunması istiqamətində atılan addımlar haqqında ətraflı məlumat verdi.

Hökumət başçısı dövlət səlahiyyətlilərini bölgələrdəki xəstəxana sektorunun işinin yüngülləşdirilməsi prosesinə maksimal dərəcədə kömək etməyə və xəstəxanalarda mümkün yataq qıtlığının qarşısını almaq üçün görülən tədbirlərdə fəal iştirak etməyə çağırdı.

Gürcüstan Baş naziri bölgələrdə mövcud epidemioloji vəziyyət haqqında ətraflı məlumat almaq və kovidin idarə olunması prosesində ortaya çıxan çətinliklərin operativ şəkildə həll edilməsi məqsədilə dövlət səlahiyyətliləri ilə mütəmadi görüşlər keçirir.

 

 


  • ვიდეოკონფერენცია რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ
  • ვიდეოკონფერენცია რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ
  • ვიდეოკონფერენცია რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ
  • ვიდეოკონფერენცია რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ