სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დღეიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა

09 ნოემბერი 2020


Ge/Az

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - დღეიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა

ვხედავთ, რომ წინა კვირისგან განსხვავებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება - თუ წინა კვირის დასაწყისში გვქონდა დაახლოებით 1900 შემთხვევა, დღეს უკვე გვაქვს 3000 -მდე. შესაბამისად, 7 ნოემბერს, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრებისა და შემდგომი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა (როგორც ქვეითად, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებით), - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე ისაუბრა იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც შეზღუდვა არ ვრცელდება.

„ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კონკრეტული მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილ ქალაქებში საქმიანობა შეაჩერეს მუნიციპალურმა და კერძო საბავშვო ბაღებმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144 -ის მეშვეობით.

„ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში საქმიანობა შეაჩერეს მუნიციპალურმა და კერძო საბავშვო ბაღებმა. ასევე, ამ ქალაქებში მიღებულია სპეციალური ზომები დღის განმავლობაში მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144 -ის მეშვეობით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144 – 1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს 18:00 საათიდან. დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს - ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს!,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

Aleksandre Xocevanişvili - Nöqtə məhdudiyyətləri bu gündən etibarən qüvvəyə minib: Tbilisi, Kutaisi, Batumi, Rustavi, Zuqdidi, Qori və Poti - saat 22: 00-dan 05: 00-a qədər hərəkət məhdudlaşdırıldı

Keçən həftədən fərqli olaraq yoluxmuş insanların sayının çox sürətlə artdığını görürük - əgər keçən həftənin əvvəlində təxminən 1900 yoluxma halı vardısa, bu gün artıq 3000-ə qədərdir. Buna görə, 7 Noyabrda İdarələrası Koordinasiya Şurası qaydaların sərtləşdirilməsinə və əlavə nöqtə məhdudiyyətlərinin tətbiq edilməsinə qərar verdi. Bu gündən etibarən nöqtə məhdudiyyətləri böyük şəhərlərdə qüvvəyə minib- Tbilisi, Kutaisi, Batumi, Rustavi, Zuqdidi, Qori, Poti - saat 22: 00-dan səhər 05: 00-a qədər hərəkət məhdudlaşdırıldı. (həm piyada, həm də nəqliyyat vasitələri ilə) İdarələrarası Koordinasiya Şurasının Əməliyyat Qərargahının rəisi Alexander Xocevanişvili, bu barədə İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasından sonra Hökümət İdarəsində keçirilən brifinqdə bildirib.

Məhdudiyyətin tətbiq olunmadığı konkret sahələrdən də danışıb.

"Bu məhdudiyyət xüsusi sahələrə aid deyil: beynəlxalq yük daşımaları, əməliyyat qərargahı ilə razılığa əsasən, hərəkəti rəsmi vəzifələrin icrası üçün kritik əhəmiyyət kəsb edən şəxslər və nəqliyyat vasitələri, o cümlədən tibbi və əczaçılıq, strateji müəssisələrin və media nümayəndələri, həmçinin çatdırılma xidmətinin kuryerləri", - deyə Alexander Xocevanişvili bildirib.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının Əməliyyat Qərargahının rəhbəri qeyd olunan şəhərlərdə bələdiyyə və özəl uşaq bağçalarının fəaliyyətini dayandırdığını da qeyd etdi.

Onun sözlərinə görə, vətəndaşlar məhdudiyyətlər barədə hökumətin 144 qaynar xətti vasitəsilə tam məlumat əldə edə bilərlər.

“Bələdiyyə və özəl uşaq bağçaları yuxarıda adı çəkilən şəhərlərdə fəaliyyətlərini dayandırdı. Həmçinin bu şəhərlərdə gün ərzində bələdiyyə nəqliyyatında olan insanların sayını azaltmaq üçün xüsusi tədbirlər görülmüşdür. Gün ərzində nəqliyyat məhdudlaşdırılmayacaq. Vətəndaşlar məhdudiyyətlər barədə Hökumətin Qaynar Xətti 144 vasitəsilə tam məlumat əldə edə bilərlər. Həm də təcili olaraq vətəndaşlarımız axşam saat 10-dan sonra bu gün qüvvəyə minəcək 144-1 nömrəli telefonla hərəkət üçün birdəfəlik müvəqqəti keçid əldə edə biləcəklər. Əlavə nöqtə məhdudiyyətlərinin tətbiqi epidemioloji vəziyyətdən və qaydalara necə əməl edəcəyimizdən asılıdır - qaydalara riayət edəcəyik, siyasi proses də daxil olmaqla məsafəmizi qoruyacağıq!", - deyə Alexander Xocevanişvili bildirib.


  • დღეიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა