სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა

20 ოქტომბერი 2020


Ge/Az

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა

თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნების 22:00 საათიდან დაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეასრულონ მთავრობის რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„როდესაც ჩვენ შევზღუდეთ რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში 22:00 საათიდან, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ და არა მხოლოდ ისეთ ღონისძიებებში არ მივიღოთ მონაწილეობა, სადაც აკრძალვებია, არამედ, ზოგადად, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან. ეს, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, იმიტომ, რომ ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგიწოდებთ, წესები მაქსიმალურად დავიცვათ. ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.

„ამიტომ, რაც უნდა გავაკეთოთ, ერთადერთი და უპირველესია წესების მაქსიმალურად დაცვა, პირბადე და სოციალური დისტანცია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მართვას ექვემდებარებოდეს და ასე გავაგრძელოთ. ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას, გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში თავისი როლი აქვს, როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. დღეს სახელმწიფოს აქვს რესურსები, საუბარია როგოც ექიმებზე, ისე საწოლების ფონდზე, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ამოუწურავი არ არის. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები. დღესაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ვინც არის მძიმე, ან რისკ-ჯგუფის პაციენტი, ამ ადამიანებისთვის, რესურსების საკმარისი რაოდენობა სახელმწიფოს გააჩნია თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიყოთ ფრთხილად, რათა შევინარჩუნოთ ეს სიტუაცია მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა კლინიკური მართვის ახალ მოდელზე, რომელიც საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობის არსებობის შესაძლებლობას ქმნის.

„ახალი მოდელის მიხევდით, ოჯახის ექიმების კონსულტაციების შედეგად, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში“ და მძიმე პაციენტები მკურნალობენ საავადმყოფოებში. როდესაც სახლში და "კოვიდ სასტუმროებში" მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ხდება ექიმის მეთვალყურეობით. ბოლო დღეებში გარკვეული უკმაყოფილებები ცალკეულ შემთხვევებში. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზები არ არის სისტემური და ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დროულად მოვახდინოთ რეაგირება. გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, რაც ალბათ კიდევ გაიზრდება, არის გარკვეული პანიკის ეფექტი. ყველას გვახსოვს, რომ იყო ასეთი შემთხვევა თავდაპირველად, როდესაც მაგალითად 144 გადაგვეტვირთა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შემდგომ მოვაგვარეთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში არის რაღაც ცალკეული ხარვეზები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, თუმცა ვცდილობთ, მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

Hökumət Administrasiyasının rəhbəri brifinqdə İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarları barədə danışdı

Tiflisdə və İmereti bölgəsindəki restoranlar saat 22: 00-da bağlandıqdan sonra, Mtsxeta Bələdiyyəsindəki restoranların saat 22: 00-dan etibarən bağlanacağı qərara alındı, - Gürcüstan hökumətinin administrasiyasının rəhbəri İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasından sonra brifinqdə bildirib.

Natia Mezvrishvili vətəndaşları hökumətin tövsiyələrini yerinə yetirməyə və təhlükəsizlik qaydalarına mümkün qədər əməl etməyə çağırdı.

"Saat 22: 00-dən etibarən Tbilisi və İmereti bölgəsindəki restoranlara məhdudiyyət qoyanda, bunu müəyyən bir məntiqə söykənirdik. Çox xahiş edirik ki, hökumət tərəfindən verilmiş qərar və tövsiyələrə tabe olun və yalnız qadağaların olduğu tədbirlərdə deyil, ümumiyyətlə lazımsız fəaliyyətlərdə iştirak etməkdən mümkün qədər imtina edin. Bu, ilk növbədə, vətəndaşlarımızın sağlamlığını qorumaq üçün edilir, xüsusilə bu şərtlərdə ölkə daxilində ciddi məhdudiyyətlər tətbiq etməyəcəyik , çünki ölkə iqtisadiyyatı artıq dözə bilmir. Buna görə bir daha sizi qaydalara mümkün qədər əməl etməyə çağırıram. Buna görə bir daha, qaydaları mümkün qədər yerinə yetirməyə çağırıram. Uyğunlaşma və idarəetmə mərhələsində əsas məqsəd iqtisadiyyatı bərpa etməkdir və bunu iki yolla əldə ediləcək - ya ölkəni tamamilə bağlamalıyıq, ya da ibtidai qaydalara riayət etməliyik" - Natia Mezvrişvili bildirib.

Hökümət Administrasiyasının rəhbəri, ehtiyac duyulduqda lazımi sayda çarpayı mövcudluğuna imkan verən yeni bir klinik idarəetmə modelindən də bəhs etdi.

“Yeni modelə görə, ailə həkimləri ilə aparılan məsləhətləşmələr nəticəsində yüngül və simptomları olmayan xəstələr evdə və ya "Covid otellərində" müalicəni davam etdirirlər və ağır xəstələr xəstəxanalarda müalicə olunur. Evdə və "Covid otellərində" müalicə barədə danışanda hər şey həkim nəzarəti altında olur. Son günlərdə bəzi hallarda bəzi şikayətlər var. Əlbətdə çatışmazlıqlar var, amma bu çatışmazlıqların sistemli olmaması vacibdir və bütün bu hallarda vaxtında cavab vermək üçün əlimizdən gələni edirik. Bu, müəyyən dərəcədə, ehtimal ki, daha da artacaq halların artması ilə müəyyən bir çaxnaşma təsiri yaratması ilə əlaqədardır. Hamımız xatırlayırıq ki, başlanğıcda belə bir vəziyyət var idi, məsələn, 144 bizi aşdığımızda, sonradan həll etdiyimiz bəzi çatışmazlıqlar var idi. Əlbətdə ki, bəzi hallarda ilkin səhiyyə sahəsində bəzi çatışmazlıqlar var, lakin biz onları mümkün qədər tez aradan qaldırmağa çalışırıq ",- Hökumət Administrasiyasının rəhbəri bildirib.

 


  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა