საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 ოქტომბერი 2020
Ge/Az
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება
თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ შეზღუდვის დაწესება მცხეთის მუნიციპალიტეტში საჭირო გახდა, რამდენადაც 22:00 საათის შემდეგ შეკრებები დედაქალაქის ნაცვლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებში დაფიქსირდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაევალა, რათა დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. აღინიშნა, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი, როგორც ექიმების, ისე საწოლფონდის კუთხით, თუმცა რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კონსოლიდაცია, რათა პროცესის წარმატებით მართვა გაგრძელდეს.
საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც, მედიკოსთა კონსულტაციების შედეგად, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში“, ხოლო მძიმე პაციენტები რჩებიან სტაციონარში.
საბჭომ განიხილა ბოლო დღეებში პირველადი ჯანდაცვის კუთხით გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და მათი დროული აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ხარვეზებს სისტემური ხასიათი არ აქვს და ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.
საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლების პროცესში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებზე. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები ოპერატიულად და ინდივიდუალურ რეჟიმში, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28,29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნოემბრიდან, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების განახლებას ეტაპობრივად შეძლებენ. დღემდე არსებულ მიმართულებებზე - მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით კი ფრენების სიხშირე გაიზრდება. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციებისა და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ფრენების ეტაპობრივი აღდგენის მიდგომა შენარჩუნდება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 857 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 8 666 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 158 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6407 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1420 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2862 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
İdarələrarası Şuranın qərarına əsasən, Mtsxeta Bələdiyyəsindəki restoranlar saat 22: 00-a qədər açıq olacaq və Gürcüstan vətəndaşları üçün məcburi karantin qaydaları 21 oktyabrdan etibarən dəyişdiriləcək.
Tbilisi və İmereti bölgələri kimi Mtsxeta Bələdiyyəsindəki restoranlar da saat 22: 00-a qədər açıq olacaq və Gürcüstan vətəndaşları vətənlərinə qayıtdıqdan sonra mənfi qayıtsalar məcburi karantin əvəzinə özlərini təcrid etməyə məruz qalacaqlar; testin cavabı yoxdursa, yenidən karantin məkanına yerləşdirilə biləcəklər, - qərar bu gün Baş nazir Giorgi Gakharia-nın başçılığı ilə keçirilən bugünkü iclasda İdarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən verildi. İclasda bu məhdudiyyətin tətbiq edilməsinin Mtsxeta Bələdiyyəsində zərurətə çevrildiyi qeyd edildi, çünki saat 22: 00-dan sonra toplantılar paytaxt yerinə Mtsxeta Bələdiyyəsində yerləşən restoranlarda təşkil edildi. Qurumlararası Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları müəyyən edilmiş qaydalara əməl etməyə, maskadan istifadə etməyə, sosial məsafəni qorumağa və mümkün qədər lazımsız fəaliyyətlərdə iştirakdan çəkindirməyə çağırır.
Koordinasiya Şurasının iclasında klinikalardakı vəziyyət də müzakirə edildi. Qeyd edildi ki, bu günə qədər ən azı 4000 çarpayı səfərbər edildi. Səhiyyə Nazirliyinə xəstəxana sektorunda təxminən 800-1000 vakansiya təmin etmək üçün əlavə çarpayıların səfərbər edilməsi üçün daha da çox çalışması tapşırılmışdır. Qeyd olundu ki, bu gün həm həkimlər, həm də yataq fondu baxımından dövlət kifayət qədər mənbələrə malikdir, baxmayaraq ki, mənbələr tükənməz deyil, buna görə dövlətin, təşkilatların və vətəndaşların prosesin uğurlu idarə olunmasına davam etməsi vacibdir.
İdarə heyəti iclasında, yeni klinik idarəetmə modelinin, həkimlərlə apardığı məsləhətləşmələr nəticəsində yüngül və simptomları olmayan xəstələrin evdə müalicələrini davam etdirmələri şərti ilə lazımi sayda çarpayıların ehtiyac duyulduğunda təmin olunmasına imkan verdiyi vurğulandı. Yüngül və simptoması olmayan xəstələr evdə və ya "Covid otellər”-də müalicəyə davam etməlidirlər, ağır xəstələr isə xəstəxanada qalır.
Şura son günlərdə ilkin tibbi yardım sahəsində aşkar olunmuş bəzi çatışmazlıqları və vaxtında aradan qaldırılması üçün görüləcək tədbirləri nəzərdən keçirib. Çatışmazlıqların sistematik olmadığı və fərdi hallara dərhal cavab veriləcəyi qeyd edildi.
Koordinasiya Şurası təlim prosesi dərslərini sinif otaqlarında və auditoriyalarda yenilənmə prosesi zamanı infeksiya halları aşkar edildiyini müzakirə etdi Təhsil, elm, mədəniyyət və idman nazirinin dediyinə görə, hər belə vəziyyətdə qərarlar dərhal və fərdi qaydada epidemioloqlarla məsləhətləşərək qəbul edilir. Lakin şuranın qərarına əsasən bəzi seçki məntəqələri məktəblərdə yerləşdiyindən, seçki məntəqələrinin yerləşdiyi məktəblər seçkilərə hazırlıq işləri ilə əlaqədar 28, 29 və 30 oktyabr tarixlərində müvəqqəti məsafədən təhsil rejiminə keçir. Koordinasiya Şurasının iclasında verilən qərara görə, noyabr ayından etibarən aviaşirkətlər tədricən Amsterdam, Vyana, Varşava, Afina, Vilnius, Dortmund, Katowice, Milan istiqamətlərinə müntəzəm uçuşlarını bərpa edə biləcəklər. Mövcud istiqamətlərə - Münhen, Paris və Riqaya uçuşların tezliyi artacaq. Şura iclasında qeyd edildi ki, mövcud epidemioloji meyillər və iqtisadi maraqlar nəzərə alınmaqla, uçuşların tədricən bərpa olunmasına yanaşma qorunacaqdır.
Mövcud məlumatlara görə, Gürcüstanda 19,857 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirus infeksiyası hadisəsi aşkar edilmişdir ki, onlardan 8666 nəfər sağalmışdır. 41 Gürcüstan vətəndaşı xaricdən müalicə üçün Gürcüstana köçürüldü. 158 dünyasını dəyişdi.
Bu mərhələdə 6407 nəfər karantində, 1420 vətəndaş Covid otellərdə, 2862 nəfər xəstəxana nəzarətindədir.
Archil Talakvadzenin sədrlik etdiyi Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.