საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
19 ოქტომბერი 2020
Ge/Az
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება. სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე - ეს იყო კოვიდი, ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს, მსოფლიოში, სამწუხაროდ, ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საქართველოში.
„პირველი ტალღის დროს, ჩვენ სწორედ შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოკდაუნი“ გამოვაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, ჩვენ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და იყო პირბადეების დეფიციტი. მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა, მსოფლიოსთან ერთად, ამ ვირუსთან დაკავშირებით, არ გვქონდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ, ეს მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტით ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, მსგავს „ლოკდაუნს“ უკვე აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა ხვალ და ზეგ არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იცვლება მთავრობის სტრატეგიაც.
„ეს სტრატეგია გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორად შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ - ელემენტარულად, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია - ეს ის წესებია, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველამ მიიღო. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდეს, ინფიცირების შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება, თუმცა ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო 6-7 თვის წინ, თუმცა არც ერთი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს რესურსები, ამოუწურავი არ არის.
„პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ხაზი გაუსვა კონსოლიდაციისა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ცალკე ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს.
„რაც შეეხება ბალანსს - ამ ბალანსში ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევა და გლობალური პანდემიაა. ქვეყნის შიგნით რომ გადმოვიდეთ, ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი თანაცხოვრება იყოს ნორმალური, ისეთი, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას,“ - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, კონსტიტუციური ვადებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება.
„ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით - მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა ბევრად უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე სრული წესების დაცვით მისვლა. ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს და მეორე - რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად ვთხოვთ პოლიტიკოსებს, არის ის, რომ წესები დავიცვათ - ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები,“ - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პროცესში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზები ყველგან არსებობს და მთავრობა ამას კარგად ხედავს, თუმცა მთავარია, ხარვეზები სისტემური არ იყოს და სწრაფად გამოსწორდეს.
„როდესაც პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია და ტრანსფარენტული ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. თითოეულ ნაბიჯს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვუხსნიდით, ასე ვაგრძელებდით. ალბათ, რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს. ხარვეზები ყველგან არსებობს და ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის, თუნდაც მტკივნეული საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Gürcüstan Baş nazirinin rəhbərliyi ilə İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasları hər gün keçiriləcəkdir. Qiorqi Qaxaria brifinqdə bu gün keçirilən iclasda qəbul edilmiş qərarlar və müzakirə olunan məsələlərlə bağlı danışdı.
Hökümət başçısının sözlərinə görə, təəssüf ki, son vaxtlar bəzi məsuliyyətsiz siyasətçilər, eləcə də mütəxəssislər əhali arasında əsassız çaxnaşma yaratmaq məqsədi ilə yalan məlumatlar yayırlar ki, bu da qətiyyən qəbuledilməzdir.
“Çaxnaşma yaratmaq məsuliyyətsiz bir vətəndaşın tamamilə əsassız bir çaxnaşma ilə birlikdə artıq ölkəyə edə biləcəyi ən pis şeydir.Son aylarda ortaq mübarizəmiz uğurlu oldu, çünki bir neçə cəbhədə birləşmiş, vahid bir şəkildə mübarizə apardıq - bu covid idi virusla məşğul olan və iqtisadiyyatı xilas edən. Bu mübarizəni təbii ki, vətəndaşlarımızla birlikdə davam etdirəcəyik",- deyə Baş nazir qeyd etdi.
Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə, təəssüf ki, bu gün dünyada infeksiyaların sayı rekord həddə artır, buna görə Gürcüstanda əhəmiyyətli bir artım müşahidə olunur.
"Birinci dalğada yalnız resurslarımızı qiymətləndirdik, ağrılı bir qərar verdik və olduqca sərt bir “karantin” elan etdik, ancaq unutmayaq ki, o vaxt ölkədə əsas ehtiyacımız olan maska yox idi və maska çatışmazlığı var idi. O vaxt 200 test edirdik və dünya ilə bu virus haqqında heç bir məlumatımız yox idi. Məlumat yayıldı və hamımız peyvəndin bir neçə aydan sonra ortaya çıxacağını ümid etdik.Təəssüf ki, bu peyvənd görünmədi.Bu gün tamamilə fərqli bir vəziyyətdəyik. O vaxtlar bu sərt məhdudiyyətlər və "karantin" tamamilə düzgün qərar idi, çünki bunu etməklə ilk növbədə yüksək dərəcədə qeyri-müəyyənlik və əsas ehtiyacımız olan maska olmadığı üçün vətəndaşlarımızın sağlamlığını və həyatını qoruyurduq. Əlbətdə ki, bu gün bütün dünya virusla mübarizənin ən təsirli yolunun yoluxma ehtimalını yüzdə 90 azaltan maska olduğunu qəbul etdikdə belə bir "karantin" elan etməyəcəyik. Artıq buna ehtiyac yoxdur və ölkə iqtisadiyyatı buna dözə bilməz",- deyə hökumət başçısı bəyan etdi.
Baş nazirin qeyd etdiyi kimi, peyvəndin sabah və ya ertəsi günlərdə olmayacağını nəzərə alaraq, virusla birlikdə yaşamaq və virusa qarşı mübarizə uzunmüddətli bir proses olduğundan, hökumətin strategiyası da dəyişir.
“Bu strategiya virusa uyğunlaşmaq və onu idarə etməkdir.Nəticə etibarı ilə ən düzgün və doğru qərarımız nöqtəbənöqtə məhdudiyyətləri və tarazlığı düzgün əldə etmək olacaqdır. Tarazlıq dedikdə, nöqtəbənöqtə məhdudiyyətlərini və epidemioloqların bizə tətbiq etdiyi qaydaların düzgün tətbiq olunmasını nəzərdə tuturuq - əsasən maska taxmalıyıq, məsafəni saxlamalıyıq - bunlar dünyada hər kəsin bu gün qəbul etdiyi qaydalardır. Baxmayaraq ki, virusun yayılmasının qarşısını almaq üçün əlimizdən gələni edirik Əlbətdə, infeksiya sayımızda artım olacaq, ancaq bu böyüməni idarə etmək üçün resurslarımız var",-deyə Qiorqi Qaxaria qeyd etdi.
Hökumət başçısının sözlərinə görə, bu gün səhiyyə sistemi 6-7 ay əvvələ nisbətən daha hazırdır, lakin Gürcüstan da daxil olmaqla hər hansı bir ölkənin resursları tükənməz deyil.
“Hər şeydən əvvəl, bir-birimizə diqqət göstərməlik və ölkənin gələcək iqtisadi inkişafının mümkünlüyünə diqqət yetirməliyik.Nöqtəbənöqtə məhdudiyyətlər, nizam-intizama və sərt qaydalara riayət etmək, maska taxmaq, məsafəni qorumaq bu, bizə uzun müddətdə virusla birlikdə yaşamaq, iqtisadiyyatımızı məhv etməmək və əksinə onu gücləndirmək imkanı verən açardır. Bu, razılaşmalı olduğumuz şeydir və bu razılaşmadan sonra siyasətçilər və guya mütəxəssislər tərəfindən çaxnaşma üçün bir səbəb olmadığını başa düşməliyik ",- deyə Qiorqi Qaxaria bildirdi.
Hökumət başçısı, virusa qarşı mübarizədə birləşmək və ortaq iş aparmağın vacibliyini vurğulayaraq, heç kimin tək bir virusu qazana bilməyəcəyini qeyd etdi.
"Tarazlığa gəldikdə - bu tarazlıqda hər tərəfin öz funksiyası və vəzifəsi var. Heç bir ölkə virusu məğlub edə bilməz, çünki bu qlobal bir problem və qlobal bir pandemiyadır.Ölkənin içinə daxil olsaq, nə epidemioloqlar, nə həkimlər, nə hökumət, nə vətəndaş cəmiyyəti, nə polis, nə də kimsə heç bir virusu məğlub edə bilməz.Birləşmək və müştərək iş virusun yeganə həll yoludur, beləliklə hamımızın birlikdə yaşamağımızın normal olmasını, insanların həyatı və sağlamlığının qayğısına qalmağımızı və əlbəttə ki, sürətli iqtisadi dirçəlişə nail olmağımızı təmin etmək üçün birlikdə çalışa bilərik",- Baş bazir bildirdi.
Hökümət başçısı da seçkilərlə əlaqədar edilən açıqlamalara cavab verdi və parlament seçkilərinin konstitusiya müddətlərinə və təhlükəsizlik standartlarına tam uyğun olaraq 31 oktyabrda keçiriləcəyini qeyd etdi.
“Seçkilər haqqında çox danışıldı - dostlar, Gürcüstanda seçkilər konstitusiya müddətində keçiriləcək.Seçkilər bir neçə səbəbdən təxirə salınmayacaq.Birincisi - hər kəs seçki məntəqəsinin epidemioloji təhlükəsizlik baxımından o dərəcədə hazır olacağını yaxşı bilməlidir ki, bir çox hallarda bəzi ticarət mərkəzlərinə və dükanlara girmək qaydalara tam uyğun olaraq məntəqəni ziyarət etməkdən daha təhlükəlidir. Burada epidemioloji risk yoxdur və ikincisi, əlbəttə ki, hamımız siyasi prosesin və seçki kampaniyasının açıq olduğunu görürük. Vətəndaşlarla birlikdə siyasətçilərdən xahiş etdiyimiz tək şey qaydalara riayət etməkdir – maska taxmaq və məsafə saxlamaq, çətin deyil. Buna görə hamı başa düşməlidir ki, siyasi proses və seçki günü heçnə təhdid olunmur və olmayacaq. 31 oktyabr tarixinə hazırlaşmalı və bu seçkiləri ləyaqətli, demokratik, açıq, şəffaf və ən əsası təhlükəsiz şəkildə keçirməliyik",- deyə Baş nazir bəyan edib.
Hökümət başçısı prosesdə aşkar edilmiş fərdi çatışmazlıqlardan bəhs etdi və çatışmazlıqların hər yerdə mövcud olduğunu və hökumətin bunu yaxşı gördüyünü qeyd etdi, baxmayaraq ki, əsas olan çatışmazlıqlar sistematik deyil və tez bir zamanda düzəldilməlidir.
"İlk dalğa ilə ləyaqətlə məşğul olduğumuz zaman, bu müqavilənin ən vacib komponenti cəmiyyətimizlə açıq və şəffaf bir əlaqə idi. Hər addımı vətəndaşlarımıza izah etdik, buna görə də davam etdik. Bəlkə də bəzi səhvlər etdik və siyasi spekulyasiyalar və çaxnaşma yaratmaq cəhdləri üçün bir az yer qoyduğumuzu gördük. Boşluqlar hər yerdə var və biz də bu boşluqları yaxşı görürük.Əsas vəzifəmiz bu çatışmazlıqların sistemli olmamasını və tez bir zamanda aradan qaldırılmasını təmin etməkdir ki, bu da müvafiq idarələrlə və vətəndaşlarımızla etdiyimiz işdir.Buna görə əlaqələrimizin müntəzəm olacağına söz veririk. Bütün nazirliklərə çatışmazlıqlar ilə əlaqəli ağrılı məsələləri belə, vətəndaşlarla tamamilə açıq şəkildə müzakirə etmək tapşırılmışdır", - deyə Qiorqi Qaxaria bildirib.