საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 ოქტომბერი 2020
Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა
თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ეპიდემიოლოგები და დედაქალაქის მერი.
„დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გუშინ იყო მაგალითად 381 000. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - 919 ინფიცირებული პირი, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში, ჩვენ 1000-ს გადავაბიჯებთ. მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გზა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და „ლოქდაუნებისა“, თუმცა ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ინფიცირების 919 ახალი შემთხვევიდან 366 გახლავთ თბილისი, 286 აჭარა და 104-იმერეთი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი. აქ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია პირველ რიგში რა თქმა უნდა - მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ორგანიზაციებზე და ჩვენს მოქალაქეებზეც,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ მოიგონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტური მეთოდი, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელის დაბანაა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა, თუმცა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.
„ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მინიმუმ ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, განსაკუთრებით სავაჭრო დაწესებულებებს, წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.
პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსი სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და სტატისტიკურად, საქართველო, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, საუბარია კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ ციფრები არ არის.
„პირველ რიგში, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების, ხანდაზმულების ჯანმრთელობას. ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი. ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ, ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რათა დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ჩვენი ხანდაზმულები“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობას და მიმართა, მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე გადავიდეს ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით.
„ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, პრობლემაა. რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა თავი დაიცვას “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, აჭარაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაციის გათვალისწინებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აჭარაში, შეზღუდვები დარჩება სასწავლო პროცესზე, ისევე, როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალაში რჩება გადაწყვეტილება 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აუდიტორიებში განახლების შესახებ.
უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, ეს რეჟიმი შენარჩუნდეს, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდეს აუდიტორიებში.
„როდესაც ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს შესაბამისი დავალებები, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკამ.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მინიმალური ზიანი უნდა მიიღოს ეკონომიკამ. გარკვეული შედეგები მეორე ტალღის დაწყებამდე ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვქონდა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე. გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ეს ყველაფერია საფუძველი იმისთვის, რომ სწრაფად აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გვქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი სწორად დაინახეს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რაც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ასევე ევროპაში ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით.
„ეს არის საპროგნოზო ციფრები და თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ვირუსს და ეკონომიკურ პროცესებს, გვექნება შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლების პროცესში ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და დადგენილი წესების მაქსიმალურად დაცვის მნიშვნელობას.
„ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად წესების დაცვით, იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე და რისკები. დღეს, ვირუსის შეჩერების 2 გზა არსებობს - სრული „ლოკდაუნი“, ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა და მაშინ შესაძლებელია სწრაფ დროში შედეგის მიღება, ვირუსის გავრცელების თითქმის სრულად გაჩერება; ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა, მაგრამ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს ყველა მხარის მაღალ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ისევე საჯარო და კერძო ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, ან შემდგომ სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, ან საწოლფონდის საკმარისობაზე, უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია.
„ამ თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სამინისტროები სწორედ ემზადებოდნენ იმისთვის, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, ინფიცირების რაოდენობის ზრდა, მაგრამ მთავარია, ჩვენ ეს პროცესი ვმართოთ, რასაც დღეს ვაკეთებთ. ღიად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, ჩვენ გადავაბიჯებთ 1000-ს და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა, იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს შეტანილი და ავამუშავეთ, ამ დარტყმას გაუძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კლინიკური მართვა უკვე გადალაგებულია და სეგმენტირებულია ისე, რომ მოხდეს ადამიანების გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებებით და რაც მთავარია, მძიმე შემთხვევები მოხვდნენ სარეანიმაციო განყოფილებებში, რომლის დეფიციტი დღეს ქვეყანაში არ არის. ამისთვის დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად მზად არის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოქტომბრის ბოლოდან, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით უკვე არსებულ ავიარეისებზე ფრენების სიხშირე გაიზრდება, ხოლო ნოემბრიდან, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები ასევე გაიხსნება ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით.
„პირველი ნაბიჯი იქნება პარიზისა და მიუნხენის მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას და ეკონომიკას მისცემს ცოტა უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე დაგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემდგომ უკვე, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო მარტივად დასაქმდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საკარანტინო სივრცეებმა, რომელიც მთავრობამ ძალიან ეფექტურად გამოიყენა და დღეს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან, სავალდებულო 8-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ. აღნიშნული რეგულაცია იცვლება და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში PCR-ტესტით დაბრუნდება, საკარანტინო სივრცეში განთავსების ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლის საშუალება ექნება.
იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან არ ექნებათ PCR ტესტი, ისევ შეეძლებათ საკარანტინო სივრცეების გამოყენება.
„ამით ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ჩვენს ეკონომიკაში. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე არის ძირითადი ბუფერი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება დამატებითი ფრენები, ქვეყანაში შემოსული ჩვენი მოქალაქეების კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემია არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება და რომელიც გლობალურ პასუხს მოითხოვს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ არ გამართლდა და შესაბამისად, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას და გლობალურადაც მსოფლიოს პანდემიის პირობებში ცხოვრება მოუწევს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობა, როგორც გავიმარჯვეთ პირველ ეტაპზე, მაგრამ მაშინ ჩვენი გამარჯვების ფასი იყო მძიმე „ლოკდაუნები“ და ჩაკეტვები, დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვერ გადაიტანს. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ ყველამ - მთავრობამ - მართვა, მოქალაქეებმა - პირბადის ტარება, ჰიგიენის ელემენტარული მოთხოვნებისა და დისტანციის დაცვა. ამასაც გავივლით, ამასაც დავამარცხებთ ოღონდ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთად გვესმოდეს და ყველას გვქონდეს ჩვენი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დისციპლინა, კანონების და ელემენტარული წესების დაცვა არის დღეს პატრიოტიზმი. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად ამ გამოწვევასაც დავძლევთ, ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ ისე, რომ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას. გავუფრთხილდეთ ჩვენს მოხუცებს, ისინი არიან დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. ამიტომ ყველამ, როდესაც ვიცავთ ჩვენს თავს, ჩათვალეთ, რომ ვიცავთ ჩვენს მოხუცებს. იქ, სადაც ეს შესაძლებელი, ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მოწოდება - დარჩით სახლში, ჯერ კიდევ ძალაშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Hökumət iclasından sonra Baş nazir brifinq keçirib
Tbilisi və İmeretidəki restoranların və bütün əyləncə müəssisələrinin iş rejimi məhdudlaşdırılacaq və 22: 00-a qədər işləyəcəklər, - Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin iclasından sonra keçirdiyi brifinqdə bildirib.
Epidemioloqların və paytaxt merinin dəvət olunduğu bugünkü iclasda hökumət tərəfindən qərar qəbul edilib.
“Bu gün və son günlər ərzində dünya miqyasında rekord infeksiya qeydə alınıb. Məsələn, dünən 381.000 nəfər var idi.Bu gün Gürcüstanda rekord sayda 919 yoluxmuş insan var, bu da təbii ki, artıq ciddi bir rəqəmdir və göründüyü kimi, yaxın günlərdə 1000-i keçəcəyi gözlənilir. Dünyadakı epidemiyanı dayandırmaq üçün hələ sərt məhdudiyyətlər və "kilidləmə" xaricində heç bir mövcud deyil, amma hamımız virus idarəsi və uyğunlaşması üçün ardıcıl və elan edilmiş bir planımız olduğunu başa düşürük və bunun öz izahı və səbəbi var. Bu izahın əsas tərkib hissəsi ölkənin gələcək iqtisadi inkişafı və sürətli iqtisadi dirçəlişdir. Qlobal çağırışlara baxmayaraq, böhrandan sonrakı iqtisadiyyatda iqtisadi rəqabət tamamilə fərqli olacaq və əsas məqsədimiz bu böhrandan hər şeydən əvvəl, əlbəttə ki, vətəndaşlarımızın sağlamlığına və eyni zamanda ölkəmizin iqtisadiyyatına minimal ziyan vuracaq bir şəkildə çıxmaqdır. Buna görə də bu istiqamətdəki əsas strategiyamız zəruri olan və sürətli bir nəticə verməli olan sürətli nöqtəbənöqtə məhdudiyyətləridir. 919 yeni yoluxma hadisəsindən 366-sı Tbilisi, 286-sı Acarıstan və 104-ü İmereti, buna görə də qərara gəldik ki, sabahdan etibarən Tbilisi və İmeretidə restoranların və bütün əyləncə müəssisələrinin işi məhdudlaşdırılacaq və 22: 00-a qədər işləyəcəklər. Bu, virusun yayılmasını yavaşlatmağmıza imkan verəcək bir qərardır, lakin hər kəs bunun kifayət olmadığını başa düşməlidir. "Burada hamımızın öz məsuliyyət payımız var və bu məsuliyyət hər şeydən əvvəl hökumətə, hakimiyyətə, həm özəl, həm də dövlət təşkilatlarına və vətəndaşlarımıza bölünür",-dedi Baş nazir.
Hökumət başçısının sözlərinə görə, dünyada baş verən pandemiyadan bəri 8 ayda heç kim virusla mübarizə aparmaq üçün maska, məsafə və əl yuma kimi təsirli bir metod icad edə bilməzdi.
Qiorqi Qaxaria qeyd edib ki, qapalı yerdə maska taxmaq məcburidir , lakin epidemioloqlar vətəndaşların açıq yerlərdə də maska taxmalarını tövsiyə ediblər.
"Bunlar özümüzü və yaxınlarımızı qorumağımızın ən təsirli yollarıdır. Bildiyiniz kimi, ölkədə maska taxmaq qapalı yerlərdə məcburidir və epidemioloqlar açıq yerlərdə də maska taxmağı məsləhət görürlər. Bu heç də çətin deyil. Hər kəs anlamalıdır ki, ən azı bir il həyatımızın ayrılmaz bir hissəsi olacaq",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.
Hökümət başçısı vətəndaşları və təşkilatları, xüsusən ticarət müəssisələrini qaydalara ciddi əməl etməyə çağırdı.
Baş nazirin sözlərinə görə, Gürcüstanda ölüm nisbəti nisbətən aşağı olmasına baxmayaraq və statistik olaraq Gürcüstan bir çox digər Avropa ölkələrindən daha yaxşı görünür, söhbət konkret insanların həyatından gedir və bunlar sadəcə rəqəmlər deyil.
“Birinci növbədə, hamımız yaşlılarımızın sağlamlığının qayğısına qalmalıyıq. Bu, ən riskli sosial qrupdur. Gürcü ailəsinin sosial quruluşu bir qədər fərqlidir və 3 və 4 nəsil birlikdə yaşayırıq, buna görə məsuliyyətimiz digər ölkələrə nisbətən daha yüksəkdir. Bunu nəzərə almalıyıq və hamımız özümüzü mümkün qədər qorumalıyıq,
yaxınlarımızı və yaşlılarımızı qorumaq üçün əlimizdən gələni etməliyik",-deyə Baş nazir qeyd edib.
Hökümət başçısı ayrıca özəl və dövlət müəsisələrinə məsuliyyətini vurğuladı və hər kəsi mümkün olan qədər distant iş rejiminə keçməyə çağırıb. Eyni zamanda, Qiorqi Qaxaria-ya görə təşkilat rəhbərləri işçilərinə qayğı göstərməli və təhlükəsizlik üçün lazımi vasitələrlə təchiz etməlidirlər.
"Bu bir tövsiyədir. Hər zaman fəaliyyətlərini dayandırmamağa təşviq etdiyimiz bütün ticarət təşkilatları, müəssisələr bu məsuliyyəti daşımalıdırlar. Bu yaxınlarda Potidə bir təşkilatda 100-ə qədər yoluxmuş şəxsin aşkar edildiyi zaman baş verənlər bir problemdir. Əlbəttə ki, işçilərimizə daha ciddi yanaşmalı, onlara qayğı göstərməli və bu insanları qorumaq üçün lazımi vasitələrlə təchiz etməliyik",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.
Eyni zamanda, son dövrdə Acarıstanda virusun yayılmasının az və ya çox sabitləşdiyini nəzərə alaraq, hökumətin qərarına əsasən, 19 oktyabrdan etibarən Acarıstanda şəhərlərarası nəqliyyat da daxil olmaqla ictimai nəqliyyat bərpa ediləcək.
Baş nazirin qeyd etdiyi kimi, Acarıstanda həm təhsil prosesində, həm də restoran və əyləncə müəssisələrinin fəaliyyətində məhdudiyyətlər qalacaq.
Hökumət başçısının sözlərinə görə, 19 oktyabrdan etibarən ali təhsil müəssisələrində təhsilin auditorialarda bərpası qərarı qüvvədə qalır.
Ali təhsil müəssisələrinə məsafədən təhsilin mümkün olduğu yerlərdə bu rejimi saxlamağı tövsiyə olunur, lakin mümkün olmadıqda auditorialarda laboratoriya və praktik məşğələlər aparılsın.
"Uyğunlaşma və virus idarəçiliyi dedikdə, məktəb, uşaq bağçası və ali təhsil kimi vətəndaşlarımızın təməl ehtiyaclarının məhdud olmaması lazım olduğunu düşünürük. Bu sahələri, xüsusən təhsili qorumaq üçün əlimizdən gələni edəcəyik. Təhsil Nazirliyi həm məktəblərdə, həm də universitetlərdə ən yüksək səviyyədə təhlükəsizlik standartlarını təmin etmək üçün müvafiq təlimatları götürüb",- deyə Baş nazir bildirib.
Hökumət başçısına görə, hökumətin məqsədi iqtisadiyyatın minimum ziyan görməsidir.
“Həmişə demişik ki, biz iki cəbhədə mübarizə aparırıq - vətəndaşlarımızın sağlamlığı və iqtisadiyyat. İqtisadiyyata minimum ziyan dəyməlidir. İkinci dalğa başlamazdan əvvəl bu istiqamətdə onsuz da müəyyən nəticələr əldə etdik. Bildiyiniz kimi, ölkədə iqtisadi azalma 16 faizdən 5,5 faizədək azalıb. Bundan əlavə, birbaşa xarici investisiyalarda cüzi, lakin əhəmiyyətli dərəcədə yaxşılaşma və ixracatda da əhəmiyyətli dərəcədə yaxşılaşma var - keçən ilin sentyabr ayı ilə müqayisədə% 8-dən çox. Bütün bunlar iş yerlərinin sürətlə yenidən qurulması və saxlanılması üçün əsasdır, əlavə olaraq, böhrandan sonrakı iqtisadi dirçəlişdə iş yerlərini tez bir zamanda bərpa etməyə imkan verəcək rəqabət üstünlüyünə sahib olmaq üçün ölkə müsbət reytinqləri qoruyur. Buna görə bütün bunları düzgün gördülər və beynəlxalq reytinq təşkilatları Gürcüstanı reytinqlərdə saxladılar. Xüsusilə bölgəmizdə və Avropada baş verən təlatümlərdə bu çox vacibdir ",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.
Hökumət başçısının sözlərinə görə, Beynəlxalq Valyuta Fondunun proqnozuna görə, Gürcüstanın 2021-ci ildə iqtisadi böyümə proqnozu 5%olacaq və 2021-2025-ci illər ərzində 5,5% iqtisadi artımla bölgədə birinci olacaq.
"Bunlar proqnoz rəqəmləridir və virusu və iqtisadi prosesləri düzgün idarə etsək, bu rəqəmləri daha da yaxşılaşdıracağıq",- Qiorqi Qaxaria dedi.
İqtisadi həyatı canlandırma prosesində Baş nazir, vətəndaşlar tərəfindən yüksək məsuliyyətin və müəyyən edilmiş qaydalara maksimum dərəcədə riayət olunmasının vacibliyini vurğuladı.
"İqtisadi həyatı canlandırmaq, hər şeydən əvvəl iş yerlərini saxlayaq, iş yerlərini mümkün qədər bərpa edək və vətəndaşlarımıza ailələrini ləyaqətlə böyütmək imkanı verək. Ancaq virusun yayılma sürətini və riskini minimuma endirmək üçün hər şeyi qaydalara mümkün qədər riayyət etməklə həyata keçirməliyik. Bu gün virusu dayandırmaq üçün iki yol var - tam bir "kilidləmə", ölkəni mümkün qədər və tamamilə bağlamaq və sonra qısa müddətdə nəticə əldə etmək, demək olar ki, virusun yayılmasını dayandırmaq mümkündür; Və ya virusa uyğunlaşmaq və onu idarə etmək, ancaq virusa uyğunlaşmaq və idarə etmək həm dövlət, həm dövlət, həm də özəl təşkilatlar və vətəndaşlarımız üçün hər tərəfli yüksək məsuliyyətini tələb edir. Hər kəs başa düşməlidir ki, bu gün ölkədə qaydalara riayət etmək, maska taxmaq, ibtidai intizam və qanunun icrası vətənpərvərlikdir. Bu, hər bir vətəndaşımıza sağlamlıqlarını qorumağa və əlbəttə ki, iqtisadiyyatı mümkün qədər tez bərpa etməyə imkan verəcək bir vətənpərvərlikdir",- Baş nazir bildirib.
Hökümət başçısına görə, yoluxmuş insanların sayının artması və ya tibb sektorunun hazır olması və ya yataq fondunun yetərliliyi ilə bağlı hər hansı bir fərziyyə son dərəcə qəbuledilməzdir.
"Bu aylar ərzində hökumət və Səhiyyə Nazirliyi, eləcə də digər nazirliklər ikinci dalğaya, infeksiya sayının artmasına hazırlaşırdılar, amma ən başlıcası bu gün etdiyimiz bu prosesi idarə etməyimizdir. Açığını deyim, bu gün 919 yoluxma halının olmasına baxmayaraq, yaxın günlərdə, hər ehtimala görə, 1000-dən çox irəliləyəcək və bu artım davam edəcək, amma səhiyyə sistemi, əvvəlcədən planlaşdırdığımız və inkişaf etdirdiyimiz yeni yanaşma ilə, bu zərbəyə dözəcəkdir. Bu o deməkdir ki, insanların müxtəlif istiqamətlərdə bölüşdürülməsi üçün klinik idarəetmə yenidən qurulub və bölüşdürülüb və ən əsası, ciddi hadisələr reanimasiya şöbələrinə daxil olub və bu gün ölkədə çatışmazlıq yoxdur. Səhiyyə sistemi bu gün buna tam hazırdır",- hökumət başçısı dedi.
Hökumətin qərarına əsasən, oktyabr ayının sonundan etibarən Paris və Münhenə mövcud aviareyslərdə uçuşların tezliyi artacaq və noyabr ayından etibarən Kutaisidən Avropaya tədricən, lakin diqqətli birbaşa uçuşlar da açılacaqdır.
“İlk addım Parisə və Münhenə əlavə uçuşlar təşkil etmək olacaq ki, bu da ölkəmizə müşahidəçiləri asanlıqla gətirməyimizə kömək edəcək, eyni zamanda vətəndaşlarımıza Avropaya köçmək və iqtisadiyyata bir az daha çox oksigen vermək imkanı verəcəkdir. Eyni zamanda vurğulamaq istərdim ki, noyabr ayında Tbilisi istiqamətində, Avropa istiqamətində, eyni zamanda Kutaisidən Avropa istiqamətinə birbaşa, lakin diqqətli birbaşa uçuşlar açılacaqdır. Biz bunu vətəndaşlarımızın iqtisadi fəaliyyət sayəsində getdikcə daha asan işlə təmin etmələri üçün edirik",- Baş nazir bildirib.
Qiorqi Qaxaria-ya görə, karantin bölgələri hökumətin çox səmərəli istifadə etdiyi epidemiyanın ilk mərhələsində mühüm rol oynadı və bu gün Gürcüstana qayıdan Gürcüstan vətəndaşlarının 8 günlük məcburi karantinadan keçməsi lazımdır. Bu tənzimləmə dəyişdiriləcək və PCR testi ilə evə qayıdan bütün Gürcüstan vətəndaşları karantinaya alınmaq əvəzinə 12 günlük təcrid müddətini keçə biləcəklər.
PCR testindən keçməyən vətəndaşlar yenə də karantin tətbiqetmə yerlərindən istifadə edə biləcəklər.
"Bunu etməklə iqtisadiyyatımıza daha çox dinamizm gətirməyə çalışırıq. Karantin bölgələrinə gəldikdə, hər zaman karantin bölgəsinin virusun ölkəyə girməsini və daha sonra sürətlə yayılmasını dayandıran əsas tampon olduğunu söylədik. Əlbətdə bu doğrudur və epidemiyanın ilk mərhələsində son dərəcə vacib bir rol oynamışdır. "Bu gün əlavə uçuşların əlavə edilməsindən və açılmasından sonra ölkəyə daxil olan vətəndaşlarımızın karantin planını dəyişdirməyə qərar verdik.",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.
Hökümət başçısı epidemiyanın tək bir ölkənin həll edə bilməyəcəyi qlobal bir problem olduğunu və qlobal bir cavab tələb etdiyini söylədi.
Qiorqi Qaxarianın qeyd etdiyi kimi, peyvəndlə bağlı nikbin proqnozlar təəssüf ki, özünü doğrultmur və nəticədə ölkə və dünya gələn il bir pandemiya içində yaşamalı olacaq.
"Bir daha vurğulamaq istəyirəm ki, bu hamımızın ortaq məsuliyyətidir, çünki ilk mərhələdə qalib gəldik, lakin o zaman qələbəmizin qiyməti ağır" kilidləmə "və kilidlər idi, bu gün iqtisadiyyatımız artıq dözə bilmir. Bu səbəbdən hamımız - hökumət - rəhbərlik, vətəndaşlar - maska taxmağı, gigiyena və məsafənin əsas tələblərinə əməl etməyi öyrənməliyik. Bunda keçəcəyik, bunu da məğlub edəcəyik, amma burada ən başlıcası bir-birimizi başa düşmək və məsuliyyətlərimizə sahib olmaqdır. Bir daha vurğulamaq istərdim - mülki məsuliyyət, nizam-intizam, qanunlara və ibtidai qaydalara riayət etmək bu gün vətənpərvərlikdir. İnanıram ki, birlikdə bu çətinliyi dəf edəcəyik, bu döyüşdə də qalib gələcəyik ki, iqtisadiyyatımızı xilas edə bilək. Yaşlılarımızdan ehtiyyatlı olaq, bu gün ən yüksək risk altındadırlar. Yəni hamımız özümüzü qoruduğumuzda yaşlılarımızı qorumuş oluruq. Mümkün olduğu təqdirdə, yaşlı vətəndaşlarımızın evdə qalma çağırışı hələ də qüvvədədir",- deyə Qiorqi Qaxaria bildirdi.