საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
07 ოქტომბერი 2020
Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა
წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ამ წესების დაცვის დისციპლინა არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.
„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ფუნქცია იცოდეს ზუსტად - სახელმწიფომ, მოქალაქემ, ისევე, როგორც კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში - ბიზნესმა. მთავარი არის ის, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა ხდებოდეს გარკვეული წესებით და ეს წესები ძალიან მარტივია შესასრულებლად. ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, პოლიტიკური პროცესი და ამისთვის გვჭირდება წესების დაცვა. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ წყნარად, მშვიდად, ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას. აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გამოჩენიდან დაახლოებით 7-8 თვე გავიდა და გამოწვევა იმდენად გლობალურია, რომ მსოფლიოში, ჯერჯერობით, პირბადის, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვის ელემენტარული წესების გარდა, ვირუსთან გამკლავების სხვა უფრო ქმედითი, ეფექტური ინსტრუმენტი ვერავინ მოიგონა.
პრემიერმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას თავიდანვე თანმიმდევრული მიდგომა ჰქონდა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც იყო შეკავების და რომელსაც თავისი მიზანი ჰქონდა, ამ მიზნებს წარმატებით მიაღწია და წარმატებულად შეფასდა მთელს მსოფლიოში, ჩვენ გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. აქ პირველია სწრაფი გამოვლენა, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები - ეს არის ეფექტური და მიზნობრივი ტესტირებების ხარისხის ზრდა. შემდეგია სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით, კლინიკურ პროცესებში ცვლილებების და კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. მესამე კი არის ადამიანი ნორმალური, სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, თუ პანდემიის დასაწყისში საქართველოში ტარდებოდა 200 PCR-ტესტი, დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კუთხით არსებული რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ეს პროცესი უნდა იყოს მიზნობრივი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ტესტირების ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმების ტესტირება, რათა ექიმებს შორის ინფიცირების ტალღების პრევენცია მოხდეს.
„მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ის უნდა გაიტესტოს. რა არის სისტემური ტესტირება? სისტემური ტესტირება არის კონკრეტული სოციალური ჯგუფების ტესტირება მაგალითად ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების მიმდინარეობის განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ის, რომ დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე, არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკები სოციალურ ჯგუფებში არ შეიქმნას.
„წესად უნდა მივიღოთ, რომ ინფიცირებულის კონტაქტები გადავიდეთ თვითიზოლაციაში და თუ რაიმე სიმპტომი არ გვაქვს, ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის ცვლილება, რაც ჩვენ კლინიკური მართვის ნაწილშიც შევიტანეთ. სწრაფი გამოვლენის ეტაპი ნიშნავს მიზნობრივი ტესტირების ხარისხის გაზრდას და სისტემურ ტესტირებას. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც უკვე დალაგებულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, კლინიკურ მართვაში შეტანილია სერიოზული ცვლილებები, რომელიც სრულად თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან და ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი, ან უსიმპტომო პაციენტების მართვა, პირველადი ჯანდაცვის რგოლების შესაბამისად, ბინაზე მოხდება.
„იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ასეთი შემთხვევებისთვის შევქმენით კოვიდ-სასტუმროები, სადაც ისინი იზოლაციაში მოთავსდებიან და მათი მკურნალობა გაგრძელდება. როგორც კი აქ ჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ერთვება სწრაფი გამოვლენის პირველი ეტაპი - ტესტირება და ეს ადამიანი ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას. აქ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, სრულად არის მზად იმისთვის, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფიც, ამისთვის ჩვენ უკვე შევქმენით რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მესამე ეტაპია ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფოსა და ორგანიზაციებს, ისე თითოეულ მოქალაქეს.
„ეტაპები გააზრებულად, თანმიმდევრულად სრულად არის სტრუქტურირებული. ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ეტაპი არის სწრაფი გამოვლენა, ეს ეხება პირდაპირ მიზნობრივი ტესტირების ხარისხს, მეორე ეტაპია სწრაფი მკურნალობა, რომელიც ეხება კლინიკური მართვის პროცესის უფრო ეფექტურად მორგებას დღევანდელი ადაპტაციის ეტაპისთვის და მესამე ეტაპია ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება. აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ჩვენ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა და სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით უფრო ეფექტური და სწრაფი იყოს, რასაც აქამდეც სხვებთან შედარებით ბევრად უკეთ ვაკეთებდით და რასაც ვაგრძელებთ. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატება - პირველი არის საარჩევნო-პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არ და ვერ გავაჩერებთ. მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი, რომლითაც საქართველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებსაც - ეს არის თერმოსკრინინგი და შესაძლებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად დისტანციურად მუშაობა.
„თუ რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, მას უნდა მივცეთ საშუალება და მოვუწოდოთ, გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის ელემენტარული წესების დაცვა. საჭიროა სამუშაო ადგილზე დისტანციიის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება და ა.შ. რაც შეეხება მოქალაქეებს, მათი მხრიდან მარტივი წესებია დასაცავი, პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო - 8 თვე გავიდა პანდემიის დაწყებიდან და ვერავინ, ვერც ერთმა უძლიერესმა სისტემურმა სახელმწიფომ თავის მოქალაქეს ვერ შესთავაზა უფრო ეფექტური და ქმედითი წესები, მკურნალობის უფრო ეფექტური ხერხი ან თავდაცვის საშუალება, გარდა პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური წესების დაცვისა. ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც ელემენტარული სიმპტომები გვიჩნდება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მივმართოთ ოჯახის ექიმს, პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ან დავრეკოთ 112-ზე. ყველა დონეზე სრულად დატრენინგებული არიან შესაბამისი თანამშრომლები, როგორ უნდა მართონ ადამიანი, როდესაც მას გაუჩნდება სიმპტომები, რა შემთხვევაში უნდა იყოს ბინაზე მკურნალობა და რა შემთხვევაში ტესტირება და სტაციონარში გადაყვანა. ეს ყველაფერი მკაფიოდ დალაგებულია და მუშაობს. ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდებაა, დავიცვათ წესები, რომელსაც ჩვენი ექიმები გვთავაზობენ“, - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეებს - ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება როგორც სამედიცინო სექტორის მხრიდან, ასევე საჭიროა მათთან მიმართებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა.
„საბოლოო ჯამში, მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა; როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა - მაღალი ხარისხის დისციპლინა. თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობა იქნება რამდენად ეფექტურად იმართება კოვიდის რისკები იმ პროტოკოლების შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული აქვს, ერთხელ უკვე დაგზავნილია ყველგან და კიდევ ერთხელ დავაგზავნით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ის მოიცავს სწრაფ გამოვლენას, რაც ნიშნავს ტესტირების ეფექტურ და მიზნობრივ მართვას; სწრაფ მკურნალობას, რაც ნიშნავს კლინიკური პროცესის ეფექტურ მართვას და მესამე, რა თქმა უნდა, ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფ დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, მაგრამ ესეც არ არის მთავარი განმსაზღვრელი.
პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რისკები არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და საარჩევნო პროცესს.
„ჩვენ შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რომ არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა განცხადების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
Baş nazir, İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasından sonra mətbuat konfransı keçirdi.
"Normal bir sosial həyat yaşamaq üçün qaydalara ehtiyacımız var - iqtisadiyyatı bağlamamaq, təhsil və məktəbləri bağlamamaq, siyasi prosesi bağlamamaq" dedi Gürcüstan Baş naziri Giorgi Gakharia idarələrarası şura iclasından sonra təşkil etdiyi mətbuat konfransında”.
Hökümət başçısının sözlərinə görə, bunlar bütün dünyada tətbiq olunan qlobal qaydalardır və bu qaydalara riayət etmək intizamı ölkənin sülh şəraitində yaşamağına zəmanətdir.
“Hər zaman bizim üçün son dərəcə vacib bir mərhələ olan uyğunlaşma və idarəetmə mərhələsində olduğumuzu söylədik və indi də söyləyirik. Burada ən vacib olan hər kəs öz işini - dövlət, vətəndaş, eləcə də özəl və dövlət qurumları, ümumiyyətlə - işini dəqiq bilməsidir.
Əsas odur ki, bu uyğunlaşma mərhələsində virusla yaşayırıq, ən əsası isə müəyyən qaydalarla həyata keçirilməlidir və bu qaydalara riayət etmək çox asandır. Normal qaydada bir ictimai həyat yaşamaq üçün bu qaydalara ehtiyacımız var - iqtisadiyyatı bağlamamaq, təhsil və məktəbləri, siyasi prosesi bağlamamaq və bunun üçün qaydalara riayət etməliyik.
Bunlar bütün dünyada tətbiq olunan qlobal qaydalardır və bu birgəyaşayışın keyfiyyəti, müvəffəqiyyəti və bu qaydalara riayət etdiyimiz intizamımız, sülh, sakit və normal yaşamağa davam etməyimizin təminatıdır. "İqtisadiyyatı, iş yerlərini bərpa edəcəyik və siyasi prosesi heç bir gərginlik olmadan dinc şəkildə aparacağıq" dedi Giorgi Gakharia.
Hökümət başçısının sözlərinə görə, virusun ortaya çıxmasından təxminən 7-8 ay keçib və bu problem o qədər qlobaldır ki, bu günə qədər dünyada heç kim, məsafə, gigiyena qaydaları xaricində virusla mübarizə aparmaq üçün daha təsirli bir vasitə tapmadı.
Baş nazir Gürcüstan hökumətinin atdığı addımlardan bəhs etdi və hökumətin əvvəldən bəri ardıcıl bir yanaşma göstərdiyini qeyd etdi.
“Həmişə demişdik ki, təmkinli və məqsədi olan birinci mərhələdən sonra bu hədəflər bütün dünyada uğurla reallaşdırıldı və uğurla qiymətləndirildi, uyğunlaşma və birgəyaşayış mərhələsinə keçdik. Alətləri olan ilk sürətli aşkarlama budur - effektiv və hədəfli test keyfiyyətini artırmaqdır. Aşağıdakı, klinik proseslərdəki dəyişikliklər və klinik proseslərin idarəedilməsindəki dəyişikliklərlə klinik qrupdan artıq başlamış olduğumuz sürətli bir düzəlişdir. Üçüncüsü, daha sürətli iqtisadi bir həyat olan normal, sürətli bir iqtisadi həyata qayıdan bir insandır" dedi Baş nazir.
Giorgi Gakharia-ya görə, pandemiyanın başlanğıcında Gürcüstanda 200 PCR testi aparılırdısa, bu gün ölkədə 10.000-dən çox PCR testi aparılır, lakin buna baxmayaraq, bu baxımdan mövcud mənbələr məhdud deyil və bu proses hədəflənməlidir.
Baş nazirin dediyi kimi, testlərin ən vacib hissəsi həkimlər arasında infeksiya dalğalarının qarşısını almaq üçün həkimlərin müayinəsidir.
“Hədəfli test o deməkdir ki, insanda ilk simptomlar olduqda, əlbətdə ki, imtahan olunmalıdır. Sistem testi nədir? "Sistemli testlər həkimlər, müəllimlər, polis məmurları, sürücülər kimi spesifik sosial qrupların testidir. Bu, ölkənin ən sosial, həyatı müəyyən edən sahələrinin dayanmaması üçün edilir" dedi Baş nazir.
Giorgi Gakharia'ya görə, bu gün Gürcüstanın 100.000 vətəndaşa ortalama Avropa ölkəsindən daha çox test etməsi, sosial qruplarda böyük risklərin yaranmayacağına bir zəmanətdir.
"Bir qayda olaraq, yoluxmuş insanın təmaslarını özünü təcrid etməyə aparmalıyıq və əlamətlərimiz yoxdursa, ailə həkimi tərəfindən idarə olunmalıyıq. Bu, klinik idarəetmə sahəsində etdiyimiz bir dəyişiklikdir.
Sürətli aşkarlama mərhələsi, hədəf test və sistematik test keyfiyyətinin artırılması deməkdir. Bu, artıq seçilmiş bir mərhələdir ”dedi Giorgi Gakharia.
Hökümət başçısının sözlərinə görə, klinik rəhbərlik Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının tövsiyələrinə tam uyğun gələn ciddi dəyişikliklərə məruz qalıb və bu, ilkin səhiyyə xidmətinə görə yüngül və ya simptomları olmayan xəstələrin idarə olunmasının evdə aparılması deməkdir.
"Vətəndaşlarımızın təcrid olunmağın əsas qaydalarına riayət etmək imkanları olmadığı yerlərdə, bu cür hallar üçün təcrid ediləcək və müalicələrinin davam edəcəyi Covid-otellər yaratdıq. Burada ilk simptomlar görünən kimi əlbətdə ki, sürətli aşkarlanmanın ilk mərhələsi - testlər iştirak edir və bu şəxs tibb müəssisələrində müalicə alır.
Burada ən vacibi budur ki, bu gün ölkədəki tibb sisteminin kritik və çətin xəstələrin idarəedilməsi infrastrukturu ağır və kritik xəstələri düzgün idarə etməyə tam hazırdır. Bu məqsədlə bir klinik qrup yaradıldı, bunun üçün artıq ölkə daxilində bu prosesi tamamilə idarə edən ayrıca bir reanimatoloq qrupu yaratdıq ”dedi Giorgi Gakharia.
Baş nazirin sözlərinə görə, üçüncü mərhələ bir insanın iqtisadi həyata sürətli qayıtmasıdır və bu müddətdə dövlət və təşkilatlar, eləcə də hər bir vətəndaş vacib məsuliyyət daşıyır.
"Mərhələlər düşünülmüş, ardıcıl və tam şəkildə qurulmuşdur. Birinci mərhələnin sürətli aşkarlama olduğunu, bunun birbaşa hədəf testinin keyfiyyətinə aid olduğunu, ikinci mərhələnin klinik müalicə prosesinin hazırkı uyğunlaşma mərhələsinə daha səmərəli uyğunlaşması ilə məşğul olan sürətli müalicənin və üçüncü mərhələnin insanın iqtisadi həyata sürətli qayıtması olduğunu söyləyirik.
Buradakı ən vacib komponent qaydalara riayət etməkdir. Fərdi və sosial məsafəni ilk növbədə yalnız iqtisadi bərpa və iş bərpa etməyimizi başqalarından daha təsirli və daha sürətli etmək üçün etməliyik,hansıki İndiyə qədər başqalarından daha yaxşı edirdiy və etməyə davam edirik.
Sadəcə bir neçə komponent əlavə edirik - birincisi, dayandırmayacağımız və dayandıramayacağımız seçki-siyasi prosesdir.
Bəzi mütəxəssislərin çağırışlarına baxmayaraq, bu toxunulmaz bir prosesdir və hamı başa düşməlidir ki, azad, demokratik seçkilər maskayla, məsafəylə, Gürcüstanın dünyaya belə bir vəziyyətdə belə normal bir həyatı davam etdirməyin mümkün olduğunu göstərməsinin prioritetidir, hər halda Ölkə, hökumət, vətəndaş, istər özəl, istərsə də dövlət təşkilatları qaydalara ciddi şəkildə əməl edirlər və yüksək intizama sahibdirlər" - Giorgi Qaxaria dedi.
"Hər hansı bir işçi yoluxmuş şəxslə təmasda olarsa, ona icazə verməli və özünü təcrid vəziyyətinə keçməyə çağırmalıyıq, bu ibtidai qaydalara riayət etməkdir. İş yerində məsafəni qorumaq, qapalı məkanlarda maska taxmaq və s. Vətəndaşlara gəldikdə, onlar üçün ən sadə qaydalara riayət etmək, maskadan istifadə etmək, sosial məsafəni qorumaq, ibtidai gigiyena qaydalarına riayət etməkdir. Vətəndaşlarımıza müraciət etmək istərdim - pandemiyanın başlamasından 8 ay keçdi və heç kim, hətta ən güclü sistemli dövlətlərdən biri də, vətəndaşlarına maska taxmaq, sosial məsafə və gigiyena xaricində daha təsirli qaydalar, daha təsirli müalicə və müdafiə təklif etmədi. Bu səbəbdən, ibtidai simptomlar olması halında, ediləcək ilk şey bir ailə həkiminə müraciət etmək və ya 112 nömrəsinə zəng etməkdir. Müvafiq işçilər bütün səviyyələrdə tam bir təlim almışlar, simptomları olduqda insanı necə idarə edəcəklər, bu halda evdə müalicə almalı və hansı vəziyyətdə müayinə olunaraq xəstəxanaya aparılmalıdır. Hər şey aydın şəkildə sıralanır və işləyir. "Bu, vətəndaşlarımıza həkimlərimizin təklif etdiyi qaydalara riayət etməyə çağırışdır" dedi Baş nazir.
Yüksək risk qrupuna daxil olan vətəndaşlara - yaşlılara və xroniki xəstəlikləri olan insanlara gəlincə, hökumət başçısının sözlərinə görə, tibb sektoru tərəfindən onlara xüsusi diqqət göstəriləcək və onlara qarşı yüksək mülki məsuliyyət göstərməyin zəruriliyi olacaq.
"Nəticədə, ibtidai qaydalara riayət etmək vətəndaşların məsuliyyətidir; Həm özəl, həm də dövlət təşkilatlarının məsuliyyətidir - yüksək keyfiyyətli intizam.
Covid risklərinin Səhiyyə Nazirliyi tərəfindən təsdiqlənmiş, hər yerə göndərilən və bir daha göndərilən protokollara uyğun olaraq nə dərəcədə effektiv idarə olunduğunu müəyyənləşdirmək hər bir təşkilatın rəhbərinin şəxsi məsuliyyəti olacaqdır. Dövlətin məsuliyyəti ən vacibdir və testin effektiv və məqsədyönlü idarə olunması demək olan sürətli aşkarlamanı əhatə edir; Klinik prosesin effektiv idarə olunması və əlbətdə ki, insanın normal iqtisadi həyata sürətli qayıtması demək olan sürətli müalicə ”, - deyə Giorgi Qaxaria bildirib.
Hökümət başçısının sözlərinə görə, bu gün Gürcüstan yaşıl bir ölkə olaraq qalır və pandemiyanı adaptasiya və idarəetmə mərhələsində digərlərindən daha təsirli şəkildə idarə edir, lakin bu, əsas təyinedici deyil. Baş nazirin sözlərinə görə, ən başlıcası, vətəndaşların sağlamlığını riskə atmamaq, iqtisadiyyatın sürətlə bərpası və seçki prosesi.
“Yaşıl bir ölkə statusunu sabah itirə bilərik və sabahısı gün yenidən əldə edə bilərik. Bizim üçün ən başlıcası, vətəndaşlarımızın sağlamlığıdır, belə ki, iqtisadiyyatın sürətli bərpası üçün ciddi narahatlıq və risklər yaradacaq məhdudiyyətlər tətbiq etməyimizə ehtiyac yoxdur, seçki prosesini təsirli şəkildə tamamlayıb və Gürcüstanda bir pandemiyada ən şəffaf və demokratik seçkiləri keçirməliyik." Giorgi Gakharia qeyd etdi.
Baş nazir, açıqlamadan sonra jurnalistlərin suallarını da cavablandırdı.