სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები აჭარას არ შეეხება

28 სექტემბერი 2020


Ge/Az

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები აჭარას არ შეეხება

საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება აჭარას, სადაც სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება.

გარდა ამისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალაში რჩება რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა, ხოლო რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობენ. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს, განსაკუთრებით აჭარაში, მიმართავს რეკომენდაციით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, მსოფლიოში ამ კუთხით შეცვლილია რეკომენდაციები, კერძოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებების თანახმად, სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, პირი, რომლის ტესტირებიდან მეთორმეტე დღე გავიდა და სიმპტომები არ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და განმეორებითი ტესტის ჩატარების გარეშე ჩვეულ სოციალურ ცხოვრებაში დაბრუნებას შეძლებს. უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების აღნიშნული სქემა ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში აისახება.

რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, კლინიკაში მყოფი პაციენტებისთვის სტაციონარში ყოფნის მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე 13 დღეა, რაშიც იგულისხმება, სიმპტომების ათი დღე და 3-დღიანი უსიმპტომო პერიოდი.

საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე წარადგინა ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პირების ბინაზე მკურნალობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელ სახლში მკურნალობას და ექიმის მეთვალყურეობას გადის 800-მდე ინფიცირებული, რომელთაგან 600-ზე მეტი პაციენტი აჭარაში იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, შეასრულონ დადგენილი რეკომენდაციები, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5552 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2054 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 31 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5637 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 800 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən, 19 oktyabrdan etibarən ali və peşə məktəblərində təhsil auditoriyalarda bərpa ediləcək, 12 oktyabrdan etibarən isə uşaq bağçaları açılacaq, qeyd olunan dəyişikliklər Acarıstana şamil olunmayacaq

Gürcüstanın hər yerindəki ali və peşə məktəblərində təhsil prosesi  auditoriyalarda 19 oktyabrda bərpa ediləcək, 12 oktyabrdan etibarən isə bağçalar açılacaq. Qeyd olunan dəyişikliklər tədris prosesinin məsafədə davam edəcəyi Acarıstana şamil olunmayacaq, - Müvafiq qərar bu günkü iclasda Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxariyanın rəhbərliyi  ilə İdarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən qəbul edildi.

Eyni zamanda, məlum olduğu kimi, 1 oktyabr tarixindən etibarən Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Zuqdididə təhsil ibtidai sinif şagirdləri - I-VI siniflər üçün sinif otaqlarında, Qori və Potidə isə  tamamilə bərpa ediləcəkdir.

Bundan əlavə, Acarıstan Muxtar Respublikasındakı epidemioloji vəziyyət nəzərə alınmaqla bölgədə ictimai və şəhərlərarası nəqliyyat qadağası qüvvədə qalır, restoranlar isə yalnız 22: 00-a qədər işləyirlər. Bundan əlavə, İdarələrarası Koordinasiya Şurası, Acarıstan başda olmaqla təcili ehtiyac olduğu hallar istisna olmaqla evlərindən çıxmaqdan çəkinmələrini tövsiyə edir.

Simptomları olmayan şəxslərin bərpa vəziyyətinin qiymətləndirilməsi ilə bağlı yeni tövsiyələr də Şuranın bugünkü iclasında müzakirə edilib. Xalq sağlamlığı mütəxəssislərinin sözlərinə görə, bununla əlaqədar dünyadakı tövsiyələr dəyişdi, ABŞ Xəstəliklərə Nəzarət və Sağlamlıq Mərkəzləri seimptomların səkkiz günü ərzində bir insanın praktik olaraq yoluxucu olmadığını, testin müsbət ola biləcəyini, ancaq virusun digər insanlara yoluxma qabiliyyətinin minimal olduğunu və ya mövcud olmadığını bildirdi. Nəticə etibarilə, testdən on iki gün keçdikdən sonra simptomlar qeyd alınmayan şəxs sağlam hesab ediləcək və təkrar test olmadan normal sosial həyata qayıda biləcəkdir. Simptomları olmayan şəxslərə bərpa statusu verilməsinin bu sxemi Səhiyyə Nazirliyinin təlimatlarında əksini tapmışdır.

Semptomatik şəxslərə gəldikdə, klinikadakı xəstələrin sağalana qədər  xəstəxanada qalma müddəti minimum 13 gündür, bu on gün semptomatik və 3 günlük asemptomatik dövr deməkdir.

Şura iclasında Səhiyyə Nazirliyi eyni zamanda yoluxmuş şəxsin evində davam edən müalicə prosesi barədə də məlumat verdi. Şuranın məlumatına görə, bu mərhələdə 800-ə qədər yoluxmuş şəxs evdə və həkim nəzarəti altında müalicə alır, onlardan 600-dən çox xəstəsi Acariyadadır.

İdarələrarası Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları maksimum ehtiyatla davranmağa, müəyyən edilmiş tövsiyələrə əməl etməyə, sosial məsafəni qorumağa ə və virusun yayılmasının qarşısını almaq üçün ən yaxşı vasitələrdən biri olan maska taxmağa çağırır.

Bugünkü məlumatlara görə, Gürcüstanda 5552 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirus infeksiyası hadisəsi aşkar edildi, onlardan 2054 nəfər sağaldı. 41 Gürcüstan vətəndaşı xaricdən müalicə üçün Gürcüstana köçürüldü. 31 nəfər həyatını itirdi.

Bu mərhələdə 5637 nəfər karantində, covid-otellərində 800 nəfər, 836 nəfər isə  xəstəxanada nəzarət altındadır.

Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində Gürcüstan Parlamentinin sədri Arçil Talakvadzenin rəhbərliyi ilə Prezident administrasiyası fəal iştirak edir.

 


  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები აჭარას არ შეეხება