საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
24 სექტემბერი 2020
Ge/Az
მიხეილ ჩხენკელი: „1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში“
კორონავირუსუს პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
• 1-ლი ოქტომბრიდან გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლისთვის.
• 1-ლი ოქტომბრიდან მთელი აჭარის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ყველა კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან დაუბრუინდებიან სასწავლო პროცესს სკოლებში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში.
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ.
აჭარის მთლიან რეგიონში საგანმანათლებლო პროცესი ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციურ ფორმატში.
რაც შეეხება სკოლებს – 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის.
გორსა და ფოთში, სადაც, როგორც იცით, სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატით მიმდინარეობდა, 1-ლი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახებში დაბრუნდება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, ასევე, 1-ლი ოქტომბრიდან სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდებიან სპეცმასწავლებლებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მათთვის. ეს იქნება პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრები საგანგებოდ შემუშავებული გრაფიკით, რომელიც მშობლებთან იქნება შეთანხმებული.
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. კერძოდ, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, სურვილის შემთხვევაში ისინი განაცხადს გააკეთებენ სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე და მათი მოთხოვნა უზურნველყოფილი იქნება. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და, როგორც მოგახსენეთ, მთლიანად აჭარაში. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელება/განახლების შესახებ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში უახლოეს მომავალში გაცნობებთ.“
Mixeil Çxenkeli: “1 oktyabrdan etibarən Tbilisidə, Rustavidə, Kutaisi və Zuqdididə I-VI sinif şagirdləri sinif otaqlarına qayıdırlar”
Koronavirusun qarşısının alınması məqsədilə, İdarələrarası Şuranın qərarı ilə Tbilisidə, Rustavidə, Kutaisi və Zuqdididə 1 oktyabrdan etibarən I-VI sinif şagirdləri üçün sinif otaqlarında tədris bərpa olunacaq, ancaq qeyd olunan şəhərlərdə VII-XII siniflər üçün tədris prosesi distant rejimdə davam etdiriləcək.
Mixeil Çxenkeli: “Bugün İdarələrarası Şurada təhsil ilə bağlı son dərəcə vacib qərarlar verdik, hansıları ki, ictimaiyyətə təqdim edəcəyik.
Acarıstanın bütün ərazisində bütün səviyyələrdə təhsil prosesi distant formada saxlanılır.
Məktəblərə gəldikdə - 1 oktyabrdan etibarən Tbilisidə, Rustavidə, Kutaisi və Zuqdididə I-VI sinif şagirdləri sinif otaqlarına qayıdırlar. Bu, xüsusilə kiçiklər üçün son dərəcə vacib qərardır.
Bildiyiniz kimi, tədris prosesinin distant formada davam etdiyi Qori və Potidə 1 oktyabrdan etibarən bütün sinif şagirdləri sinif otaqlarına qayıdacaqlar.
Acarıstan bölgəsi istisna olmaqla, xüsusi təhsil ehtiyacları olan şagirdlər 1 oktyabrdan etibarən xüsusilə onlar üçün müəyyən edilmiş resurs otağında xüsusi müəllimlər ilə görüşəcəklər. Bu onlar üçün son dərəcə önəmlidir. Bu, valideynlərlə razılaşdırılacaq fövqəladə işlənilib hazırlanmış cədvəllə müəllimlər ilə üzbəüz görüşlər olacaq.
Biz ictimaiyyətə maksimal dərəcədə çevik sistem təklif edirik. Detallı şəkildə desək, əgər valideyn övladının tədrisini distant formada davam etdirməsini üstün tutarsa, bunu etmək imkanı olacaq. Bu proses məktəblər tərəfindən təşkil ediləcəkdir. Məktəblər valideynlərlə əlaqə saxlayacaqlar, istəkləri olduğu halda, onlar tədrisin distant formada davam etdirilməsi barədə ərizə yazacaqlar və onların tələbləri yerinə yetiriləcək. Bu, hər kəsin maraqlarına uyğunlaşdırılmış, olduqca çevik bir sistemdir.
Tbilisidə, Kutaisidə, Rustavidə, Zuqdidi və dediyim kimi bütün Acarıstan ərazisində bu mərhələdə ali təhsil müəssisələri və peşə məktəblərində distant tədris rejimi saxlanılacaq. Uyğunlaşma prosesindən irəli gələrək ali təhsil müəssisələri və peşə məktəblərində distant olmayan tədrisin davamı/yenilənməsi haqqında qərarı yaxın gələcəkdə sizlərə bildirəcəyik”.