საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 სექტემბერი 2020
Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც ყველგან, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. დღეს ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები“, შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო მიღებული, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ათობით მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ დრო უნდა მოგვეგო,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.
„ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში - ვირუსის რისკების მართვა, ვირუსის დროში გავრცელების მართვა, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ვიდრე გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები არ იგეგმება.
„ჩვენ სხვადასხვა არხებით მოგვდის ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლების ფრთხილი იმპულსები - ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით, გაიხსნება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air-ი განახორციელებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორებიცაა Lufthansa, AirFrance, Airbaltic, ასევე - საქართველოს ეროვნული გადამზიდავისთვის.
„ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ოქტომბრიდან ფართოვდება „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არსებული მცირე მეწარმეების
„ჩვენ ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც არის პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტი და ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე - ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც, რომელიც იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათსავე ქალაქებსა და რეგიონებში. ყველამ უნდა ერთხმად დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე. ამ პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.
„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar Verdi
Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxaria bugünkü hökumət iclasına epidemioloji vəziyyətdən danışaraq başladı.
Hökümət başçısının sözlərinə görə son zamanlarda infeksiya artımının açıq bir tendensiyası var, lakin vəziyyət tamamilə nəzarət altındadır və idarə oluna bilər.
“Həmişə demişik ki, məhdudiyyətlər, o cümlədən iqtisadi məhdudiyyətlər ləğv edilərsə, dünyanın hər yerində olduğu kimi, yoluxmuş insanların sayı artacaqdır. Bu səbəbdən də əsas vəzifənin virusa uyğunlaşmaq və birlikdə yaşamağı öyrənmək olduğunu söylədik. Bu gün biz bu mərhələdəyik. Vurğulamaq istərdim ki, birinci mərhələdə fövqəladə vəziyyət də daxil olmaqla ciddi tədbirlər, "kilidləmə", məhdudiyyətlər məhz onlarca vətəndaşımızın həyatını xilas etdiyi və iqtisadiyyata daha az ziyan vurduğu üçün alındı, sadəcə dünyada bu virus barədə heç bir məlumat mövcud deyildi və biz vaxt qazanmalı idik"- dedi Baş nazir.
Qiorqi Qaxaria-ya görə, Gürcüstan bu vaxtı qazandı və həmin gündən bəri həm Gürcüstanda, həm də dünyada virusla əlaqəli daha çox məlumat və təcrübə toplandı, bu normal qaydada yaşamağa davam etmək üçün bir fürsətdir.
"Bu, son aylarda topladığımız məlumat və təcrübədir - virusun risklərini idarə etmək, virusun yayılmasını idarə etmək beynəlxalq miqyasda təqdir edildi və qiymətləndirildi və bu gün əsas vəzifəmiz iqtisadiyyatımızı, vətəndaşlarımızın sağlamlığına zərər verməmək üçün mümkün qədər tez bərpa etməkdir. Bu o deməkdir ki, bu gün prioritet onsuz da iqtisadiyyatın sürətlə bərpasıdır və müəyyən qaydalara əməl etmədən mümkün deyil. Sadə qaydalar var - maska, sosial məsafə, əsas gigiyena qaydalarına riayət etmək və s. Biz, hamımızın virusla bir yerdə yaşamağı öyrənməliyik. Virus problemi qlobal miqyasda peyvənd və ya digər yollarla həll olunmayınca, tək bir ölkənin virusu məğlub etməsi qeyri-mümkün olacaqdır,”- deyə Qiorqi Qaxaria bildirdi.
Baş nazirin sözlərinə görə, iqtisadi bərpa prosesi ciddi məhdudiyyətlərlə risk altına qoyulmamalıdır, bu səbəbdən belə tədbirlər planlaşdırılmır.
"Müxtəlif kanallar vasitəsilə işimizdən və iqtisadi sahələrimizdən ehtiyatlı impulslar alacağıq - davam edən proseslərdən olduqca narahatdırlar. Vurğulamaq istəyirəm ki, heç bir ciddi məhdudiyyət olmayacaq. Bizim uyğunlaşma siyasətimizin əsas komponenti ondan ibarətdir ki, hazırki mərhələdə biz nöqtəbənöqtə, hədəflənmiş şəkildə virusun yayılmasına qarşı mübarizə aparmalıyıq. Bunlar yerli məhdudiyyətlər ola bilər, ancaq ilk mərhələdə hərəkətliliyə tətbiq etdiyimiz ciddi sistem məhdudiyyətləri ölkədə təkrarlanmayacaq. Bir daha vurğulayıram ki, bu gün prioritet ölkənin iqtisadi bərpası, iqtisadi dirçəliş sürəti və eyni zamanda, vətəndaşların sağlamlığına diqqət yetirməliyik. Bu gün bunu etmək imkanımız var. Bütün beynəlxalq qiymətləndirmələrə görə, Gürcüstan böhrandan sonrakı iqtisadiyyatda ən yaxşı başlanğıc şərtlərindən birinə sahib olacaq və əlbəttə ki, bundan istifadə etməliyik," -dedi Qiorqi Qaxaria.
Hökumətin qərarına əsasən, oktyabrın 1-dən etibarən həftədə bir dəfə Kutaisidən Riqaya birbaşa hava hərəkəti Wizz Air tərəfindən həyata keçiriləcək.
Baş nazirin qeyd etdiyi kimi, bu gün Tbilisidən Avropaya birbaşa uçuşlar Lufthansa, AirFrance, Airbaltic kimi beynəlxalq aviaşirkətlər üçün açıqdır və eləcə də Gürcüstanın milli aviadaşıyıcısı üçün.
"Bu, iqtisadiyyatı daha da sürətləndirmək üçün hər şeyi ağıllı, lakin diqqətlə etməyə birbaşa meyldir. Əlbətdə ki, bu, ilk növbədə vətəndaşlarımızın maraqları naminə və qeyd-şərtsiz, sağlamlıqları və həyatları nəzərə alınmaqla edilir. "Həm də, ilk növbədə, epidemioloji vəziyyət və təbii ki, iqtisadi maraqlar üzündən Gürcüstanın hava məkanını açmağa diqqətlə, lakin ardıcıl olaraq davam edəcəyik" ,-deyə Baş nazir qeyd etdi.
Eyni zamanda, hökumətin qərarına əsasən, 5 oktyabrdan etibarən "Gürcüstanda istehsal et" çərçivəsində kiçik sahibkarlar genişləndiriləcək
"İyun ayında anti-böhran tədbirlərinin bir hissəsini, proqramın tərkib hissələrindən biri olan "Gürcüstanda istehsal edin" və son illərdə çox populyar və təsirli olan mikro qrant proqramını elan etdik. Bu proqramdan 9400 Gürcüstan vətəndaşı faydalanmışdır. "Biz bu proqramın büdcəsini 41 milyona qədər artırdıq və ayrıca 20.000 lari olan və 30.000 lari olacaq birdəfəlik maliyyə həcmini artırdıq",-deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Hökumət başçısına görə, dövlətin dəstəyi bu gün iqtisadi böhran şəraitində daha da vacib hala gəlir.
"Bu, öz işlərini qurmaq üçün ilk addımı ata biləcək və atmaq istəyən vətəndaşlarımıza yardım şəklində bir qrantdır. Hər bir vətəndaşımıza söyləmək istərdim ki, bu proqramlar barədə məlumatları öz şəhərlərində və bölgələrindəki icma mərkəzlərində və ya ədliyyə evlərində alacaqlar. İnsanların biznesdə ilk addımlarını atması və gələcəyi üçün məsuliyyət götürməsi təşəbbüsünü hamımız dəstəkləməliyik. "Bu proqram üçün müraciətlər 5 oktyabr tarixindən etibarən qəbul ediləcək" - dedi Qiorqi Qaxaria.
Bundan əlavə, hökumətin qərarına əsasən, yaxın vaxtlarda Berlində təhsil alan gürcü tələbələr üçün daha bir subsidiya reysi açılacaqdır. Baş nazirin sözlərinə görə, tədris ili müxtəlif ölkələrdə mərhələ-mərhələ başlayır və Gürcüstan hökuməti gürcü tələbələrin tədricən oxuduqları müxtəlif şəhərlərə qayıtmalarına kömək etməkdə davam edir.
“Artıq 3 subsidiyalaşdırılmış uçuş həyata keçirdik və 500-ə qədər tələbəni Avropanın müxtəlif şəhərlərinə köçürdük. Yaxın vaxtlarda Berlinə daha bir reys açılacaqdır. Tələbələrimizi subsidiyalar və güzəştli biletlərlə oxuduqları təhsil müəssisələrinə qaytarmaq üçün dəstək verməyə davam edəcəyik ”- deyə Qiorqi Qaxaria qeyd etdi.