სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა

16 სექტემბერი 2020


Ge/Az

ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა

მთავრობა აგრძელებს თანმიმდევრულ მოქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრზოლაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს ბათუმში.

„ღონისძიებების და არსებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით, კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. მათ შორის, კონტროლი გამკაცრებულია ბათუმში, უფრო კონცენტრირებულად. გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის, სრული კარანტინი არ იგეგმება, ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. მაგალითად ბათუმში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სასწავლო პროცესთან მიმართებით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, პრემიერის დავალებით, ბათუმში, სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა პრობლემები, არსებობის შემთხვევაში აღმოიფხვრას“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში.

„გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში. ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს, რათა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ.

„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, აქ, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და შემოსავალს იღებდნენ, ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ ადამიანებს ეს შეზღუდვები შეეხოთ და გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რათა მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია, ეს ადამიანები დავამშვიდოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და ხაზი გაუსვა, რომ კონტროლი გამკაცრებულია.

„რაც შეეხება რეგულაციებს, რომლებთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ - პირბადეები ყველგან, დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით. კონტროლი გამკაცრებულია და გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან. მთავრობა მუშაობს თანმიმდევრულად. ჩვენ აღარ მივდივართ სრული კარანტინის გზით, ვმუშაობთ ლოკალურად და ამას სჭირდება საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და მაქსიმალურად ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

Natia Mezvrişvili Qurumlararası Koordinasiya Şurasının qəbul etdiyi yeni qərarlar barədə danışıb.
Hökumət koronavirusa qarşı ardıcıl tədbirlər görməyə davam edir, - Gürcüstan Dövlət Administrasiyasının rəhbəri Natia Mezvrişvili, İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasından sonra keçirdiyi brifinqdə dedi.

Onun sözlərinə görə, bu mərhələdə əsasən Batumidə cəmləşmiş işlər aparılır.
“Tədbirlərin icrası və mövcud məhdudiyyətlər baxımından nəzarət olduqca sərtdir. Bunların arasında daha çox konsentrə olan Batumidə nəzarət gücləndirilir. İctimaiyyətə bir daha bildirmək istərdik ki, ölkə daxilində fövqəladə vəziyyət və tam karantin tətbiq olunmur. Bunların arasında bu mərhələdə, hətta Batumidə də tam karantin planlaşdırılmır.
Buna görə də, bu baxımdan narahatlıq üçün heç bir səbəb yoxdur, baxmayaraq ki, məhdudiyyətlər yerli olaraq və bunun lazım olduğu nöqtə-nöqtədir. Məsələn, Batumidə təhsil məhdudiyyəti ilə yanaşı, tətbiq olunan və qüvvədə olan məhdudiyyətlər də var ” hökumət administrasiyasının rəhbəri qeyd etdi.

Natia Mezvrişvilinin sözlərinə görə, Baş Nazirin köməkçisi Maia Tskitişvili, Səhiyyə Naziri Ekaterine Tikaradze və Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinin rəhbəri Amiran Gamkrelidze vəziyyəti idarə etmək və daha yaxşı idarəetmə üçün Baş nazirin tapşırığı ilə Batumidədirlər.
"Biz əhalidən müəyyən çatışmazlıqlar barədə bəzi məlumatlar aldıq, buna görə də monitorinq qrupları problemləri varsa, aradan qaldırmaq üçün intensiv şəkildə işləyirlər" dedi hökumət administrasiyasının rəhbəri.

Natia Mezvrishvili, Təşkilatlararası Koordinasiya Şurasının hazırkı qərarları barədə danışaraq, termosekrinin ticarət müəssisələrində intensiv şəkildə həyata keçiriləcəyini vurğuladı.
"Termosekrinq, xüsusən Batumidə artır. Batumidəki abituriyentlər və yoldan keçənlər üçün termosekrinq də intensiv olacaq. Əməliyyat qərargahının müvafiq qurumlarla birlikdə işləyəcəyi xüsusi məntəqələr yaradılacaq və istiləşmə nəticəsində istilik göstəriciləri qeydə alınacaq insanlar sınaqlara məruz qalacaq ”dedi Natia Mezvrişvili.

Natia Mezvrişvili son günlərdə tətbiq olunan məhdudiyyətlərdən bəhs edərək, hökumətin sosial hadisələrlə əlaqəli bu sahədəki insanların problemini ən qısa müddətdə həll etmək üçün çalışdığını söylədi.
"Son günlərdə tətbiq etdiyimiz məhdudiyyətlərə gəldikdə, xüsusən də ictimai hadisələrlə əlaqədar olaraq, burada, bu sahə ilə məşğul olan və gəlir əldə edən vətəndaşlarımızın müəyyən bir hissəsi, təbii olaraq bu insanların bu məhdudiyyətlərdən təsirləndiyini və bir sıra itkilər verdiklərini başa düşürük.
Hökumət bu insanların bu problemi ən qısa müddətdə həll etmələri üçün çalışır. Mümkün qədər qanun çərçivəsində olmağımıza çox ehtiyatlıyıq, çünki bildiyiniz kimi, seçkiqabağı təşviqat prosesindəyik və bu mövzular spekulyasiya mövzusu olmamalı, bununla birlikdə bu mövzular üzərində işləyirik və bu insanları sakitləşdirə bilərik "dedi Natia Mezvrishvili.

Hökumət rəhbərliyi bir daha cəmiyyəti qaydalara riayət etməyə çağırdı və nəzarətin gücləndirildiyini vurğuladı.
“Bir daha xalqa səslənmək istədiyimiz qaydalara gəldikdə - hər yerdə, qapalı yerlərdə, xüsusən də ictimai nəqliyyatda nəzarətlər gücləndirilib və nəzərə alın ki, sosial məsafə hər yerdə mümkün qədər qorunmalıdır.

Hökümət ardıcıl işləyir. Artıq tam karantindən keçməyəcəyik, yerli olaraq işləyirik və bunun cəmiyyətin dəstəyinə ehtiyacı var. Buna görə də sizi bir daha çağırırıq və mümkün qədər bir-birinizin yanında olmağınızı və mümkün qədər çox işləməyinizi xahiş edirik ”dedi Natia Mezvrişvili.


  • ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა