სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა

14 სექტემბერი 2020


Ge/Az
ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა

მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე ისაუბრა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტთან და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება. ასევე, ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, პირველ ოქტომბრამდე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა მომდევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ვირუსის არაპროგნოზირებადი ბუნების მიუხედავად, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება იძლეოდა.

„ჩვენ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად. ეს ბუნებრივიც იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაც ამ მიმართულებით დღეს ქვეყანაში გვაქვს. ამასთანავე, ვთქვით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, ვინაიდან, შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების კვლავ დაწესებას ქვეყანა ეკონომიკურად ვეღარ გაუძლებდა. რასაც ჩვენ წლის დასაწყისში ვამბობდით, როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი ნაბიჯები იდგმებოდა, პრაქტიკულად, დღეს ეს რეალობა გვაქვს“, -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე, ასევე თავი შეიკავონ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისაგან.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი და რომლის დაცვისკენაც მოგვიწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო. პირველ რიგში, ეს გახლავთ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, საერთო სარგებლობის ლიფტებში, ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა მთავრობის დადგენილებით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ, გახლავთ დისტანციის დაცვა და ამასთან დაკავშირებითაც არსებობს შესაბამისი რეგულაციები. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან, რაზეც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, დღეს, სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით მეტად მომზადებულია.

„ჩვენ წლის დასაწყისში, განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი და ამ მიზნით ჩვენ უნდა მიგვეღო ყველა საჭირო ზომა, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეგვეკავებინა. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და გავატარეთ განსაკუთრებით მკაცრი ზომები. დღეს, საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია - ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა, იმიტომ, რომ შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტობრივად, ჩვენ ეს შევძელით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა მომზადებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს, რომლებმაც თავის დროზე ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ. ამიტომ, ამით აიხსნება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

„დღეს, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან. გვესმის, რომ გასული დღეების განმავლობაში სოციალური ღონისძიებების - ქორწილების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ისეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ხვალიდან, 15 სექტემბრიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო კარანტინის 12-დან 8 დღემდე შემცირებას გულისხმობს.

რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სრული კარანტინი გამოცხადდა, დღეს, ამა თუ იმ შეზღუდვის დაწესება წერტილოვნად, ლოკალურად ხდება.

„შეზღუდვების დაწესების ლოგიკა წინა პერიოდისგან ცოტა უფრო განსხვავებულია. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება უფრო მეტად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომლებიც მთავრობის დადგენილებით მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას მიმართა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შრომის ინსპექციასა და პოლიციას დადგენილი რეგულაციების დაცვაში.

„პასუხისმგებლობა, დღეს თითოეულ ჩვენგანზეა. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მხრიდან ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

Natia Mezvrişvili brifinqdə İdarələrararası Koordinasiya Şurasının yeni qərarları barədə danışdı
Koronavirusun təbiət baxımından olduqca gözlənilməz olmasına baxmayaraq, hökumətin koronavirusla mübarizədə siyasəti həmişə ardıcıl və düşünülmüş olub, - deyə Gürcüstan hökumət administrasiyasının rəhbəri Natia Mezvrişvili idarələrarası koordinasiya şurasından sonra hökumət administrasiyasında keçirdiyi brifinqdə bildirib.

Natia Mezvrişvili, idarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında verdiyi konkret qərarlardan da danışdı.
"Yoxlama məntəqələri Axmeta Bələdiyyəsinin Matani kəndi yaxınlığında, Çoxatauri Bələdiyyəsinin Zot və Çxakaura kəndləri yaxınlığında və Qori Bələdiyyəsinin Kiçani kəndində quruldu. Bu bələdiyyələrə daxil olan və gedənlərin hamısı testdən və termoskriningdən keçirilir. Ayrıca, bu bələdiyyələrin adı çəkilən kəndlərində, 1 Oktyabra qədər məsafəli təhsil davam edəcəkdir. Bütün sonrakı qərarlarla bağlı ictimaiyyətə əlavə məlumat verəcəyik ”,- bildirdi Gürcüstan hökumət administrasiyasının rəhbəri Natia mevrişvili.

Natia Mezvrişvilinin fikrincə, virusun gözlənilməz xarakterinə baxmayaraq, mövcud siyasət imkan verdiyi qədər hökumətin siyasəti hər zaman az-çox proqnozlaşdırıla bilər.
“Biz ilin əvvəlində məhdudiyyətlərin tədricən qaldırılması ilə işlərin sayının artacağını söylədik. Bu gün ölkədə bu istiqamətdə vəziyyətimizi nəzərə alsaq, bu da təbii idi. Eyni zamanda, məhdudiyyətlərin ləğvi ilə Səhiyyə Nazirliyinin tövsiyələrini ciddi şəkildə yerinə yetirməyin son dərəcə vacib olduğunu söylədik, çünki hadisələrin artması səbəbindən ölkənin yenidən məhdudiyyətlər tətbiq edə bilmədiyi bildirildi. "İlin əvvəlində, virusla mübarizədə ilk addımlar atıldıqda dediklərimiz, praktik olaraq bu gün bu gerçəkliyə sahibik" ,- deyə bəyan etdi hökumət administrasiyasının rəhbəri.
Natia Mezvrishvili bir daha vətəndaşları Səhiyyə Nazirliyinin tövsiyələrini mümkün qədər yerinə yetirməyə və qapalı yerlərdə maska taxmağa, habelə lazımsız iclaslarda iştirakdan çəkinməyə çağırdı.

"Virusla yaşamağa alışmalı olduğumuzu söyləyərkən, hökumətin təyin etdiyi və Səhiyyə Nazirliyinin bizi riayət etməyə çağırdığı əsas qaydalara riayət etməliyik. Hər şeydən əvvəl, maska taxmağa qapalı yerlərdə, ictimai liftlərdə, bütün bu yerlərdə hardaki hökümətin qərarı və Səhiyyə Nazirliyinin tövsiyələri ilə maska taxmaq məcburidir. Qəti şəkildə əməl etməli olduğumuz ikinci və çox vacib qayda məsafəni qorumaqdır və bununla bağlı müvafiq qaydalar mövcuddur. Nəzərə almalı olduğumuz üçüncü və ən az bu qədər vacib məsələ - tərəfimizdən dəfələrlə bildirilən lazımsız iclaslarda iştirakdan çəkinməyə mümkün qədər çalışmalıyıq "-dedi Natia Mezvrişvili.

Hökumət administrasiyasının rəhbərinin sözlərinə görə, bu gün dövlət, səhiyyə və xəstəxana sektorları mövcud vəziyyətə daha çox hazırdır.
“Biz ilin əvvəlində səhiyyə sisteminin hazırlandığını və bu məqsədlə virusun mümkün qədər yayılmasının qarşısını almaq üçün bütün lazımi tədbirləri görməli olduğumuzu bildirdik. Bu səbəbdən fövqəladə vəziyyət elan etdik və xüsusilə sərt tədbirlər gördük. Bu gün cəmiyyətdə niyə fövqəladə vəziyyət elan edildiyi və bunun cavabı çox sadə olduğu barədə sual işarələri var - sistemi hazırlamalı idik, çünki virusun yayılmasını dayandırmalıydıq və əslində bunu etdik. Sistemin hazırlandığını inamla deyə bilərik. Unutmamalıyıq ki, belə bir xüsusi tədbir görməyən, zamanında tam karantin elan etməyən ölkələr daha böyük insan, sosial və iqtisadi itkilərlə qarşılaşdılar. Buna görə bu, qərarları və hökumətin siyasətinin tutarlılığını izah edir, bununla əlaqədar suallar dinlənilir ", -deyə bəyan etdi hökumət administrasiyasının rəhbəri.
Natia Mezvrişvili, tam karantin və fövqəladə vəziyyət elan etmək planlarının olmadığını vurğuladı.
“Bu gün hökumət vəziyyəti tam nəzarətdə saxlayır, ancaq virusa yoluxanların sayının artdığını unutmamalıyıq və xüsusilə diqqətli olmalıyıq. Vəziyyət nəzarətdə olsa da, cəmiyyəti bir daha çağırırıq ki, məsafəmizi qorumaq və mümkün qədər lazımsız iclaslara qatılmamaq üçün əlimizdən gələni etməliyik. Biz başa düşürük ki, son günlərdə sosial tədbirlərin - toyların, şənliklərin və digər ritualların qadağan edilməsi ilə bağlı qərarlar bəzi narazılıqlara səbəb olub, lakin unutmamalıyıq ki, hələ də toylarla əlaqəli qruplarımız var", - dedi Natia Mezvrişvili .

Eyni zamanda, hökumət administrasiyasının rəhbəri qeyd edib ki, sabah, sentyabrın 15-dən etibarən məcburi karantini 12 gündən 8 günə endirəcək qərar qüvvəyə minəcək.

Məhdudiyyətlərin tətbiq olunmasına gəlincə, Natia Mezvrişvilinin dediyinə görə, fövqəladə vəziyyət dövründə tam karantin elan edildiyi təqdirdə, bu gün bu və ya digər məhdudlaşdırma tətbiq olunur.
“Məhdudiyyətlərin qoyulması məntiqi əvvəlki dövrdən bir az fərqlidir. Virusun daha çox yayıldığı yerdə məhdudiyyətlər tətbiq edirik ”,- dedi Natia MezvriŞvili.

Bundan əlavə, hökumət qərarları ilə tənzimlənən tənzimləmə və qaydaların icrası sərtləşdirilmişdir. Hökümət administrasiyasının rəhbəri cəmiyyətdən müəyyən edilmiş qaydalara riayət etmək.


  • ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა