სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება

12 სექტემბერი 2020


Ge/Az
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება

დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სიტუაციას აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს სრულად მართავენ.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რა ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და გარკვეულად გავაანალიზეთ გლობალურად და საქართველოში მიმდინარე პროცესები. დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა განვახორციელოთ დამატებითი ღონისძიებები, ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა იმ წესების აღსრულების საქმეში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, გლობალურ პანდემიას, ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტო ვერ გაუმკლავდება, ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი - შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქის, სწრაფად დაბრუნება ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

„ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით. როდესაც ვამბობთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეპიდემიის მართვაში ჩართული ყველა სისტემა, მათ შორის მენეჯმენტის, ლოგისტიკის კუთხით, ისევე, როგორც ჰოსპიტალური სისტემის მართვის, ეპიდემიოლოგიური, ან კლინიკური მიმართულებით, დღეს აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაშია. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან, ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ, დღეში, დაახლოებით 200 PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში, უპრობლემოდ, საშუალოდ, 8 000 PCR ტესტი კეთდება. უახლოეს პერიოდში, ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე და თუ საჭირო იქნება, შემდგომი ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი - 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი - ეს სისტემა საათივით მუშაობს და აქ არანაირი შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლებელი იყოს სწრაფად და ეფექტურად მათი მკურნალობა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოქალაქეების პასუხისმგებლობა, ვიდრე ჯარიმა.

„კარგად გვესმის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული მიზანი - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი აღდგენა. ეკონომიკის გადარჩენაზე უკვე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სწრაფ აღდგენაზე. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცეებს - მაგალითად, პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში, ასევე პირბადის ტარება, როგორც რეკომენდაცია, ღია სივრცეში, მაგალითად პირბადის ტარება, როდესაც ღია სივრცეში ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადასხვა ღონისძიებების დროს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიდეს ეკონომიკურ განზომილებაში და უნდა მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სამწუხაროდ გლობალური პანდემია და გლობალური ვირუსი, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას. ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და ვფიქრობ, ამ შეზღუდვების ნაწილსაც ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან. კარგად გვესმის, რომ ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს დღეს, ეყოლება კრიტიკოსი და მაქებარი, მაგრამ ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სასწავლო პროცესი სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება. თუმცა, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან, დისტანციური ფორმით დაიწყება.

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად, ორი კვირა გვჭირდება. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში - 1-ელი ოქტომბრიდან. სწავლების ჰიბრიდული ფორმა უკვე მზად გვქონდა, ვინაიდან სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი - კლასებში. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს და ჯანდაცვის სამინისტრო მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისევე, როგორც დღის წესრიგში არ დგას არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება.

გიორგი გახარიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ გამოიწვია ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მთავრობის მოდუნებამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ დღეს კლინიკური ჯგუფი და კლინიკების ხელმძღვანელები მომენტალურად შეიკრიბნენ, როგორც კი ეს საჭირო გახდა, იმას აჩვენებს რომ არავინ მოდუნებულა.

„პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად და იმისთვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა. ჩვენ ჩვენს ხალხთან კავშირი გვაქვს, მათ შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ. დღესაც ვხვდებით, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. აქ არ არის ვინმეს მოდუნებაზე საუბარი, არც მთავრობის, არც მოქალაქის. არამედ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები ასევე გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən Batumi və Kobuletidə olduğu kimi Tbilisi, Kutaisi, Rustavi, Qori, Zuqdidi və Potidə də sinif otaqları və auditoriyalarda tədris prosesi 1 oktyabrdan etibarən yenilənəcək, lakin 15 sentyabrdan etibarən distant formada tədris başlayacaq
“Bugünə olan vəziyyətə görə qlobal olaraq yoluxmuş insanların sayı, təəssüf ki, artır. Təəssüf ki, Gürcüstanda da yoluxmuş insanların sayı Gürcüstanda da əhəmiyyətli dərəcədə artır” – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria Səhiyyə naziri Ekaterine Tikaradze ilə birgə Hökumət Administrasiyasında klinikaların rəhbərləri ilə baş tutan görüşdən sonra keçirilən brifinqdə bəyan etdi.
Hökumət başçısının qiymətləndirməsinə görə bugün Gürcüstanda necə ki, epidemioloqların, eləcə də klinik qrupların və hökumətin vəziyyəti nəzarətdə saxladığı və pandemiyanın yayılma risklərini tam idarə etdiyi üçün yoluxmuş insanların sayının artmasına görə təşvişə əsas yoxdur.
“Hamı yaxşı anlayır ki, bugün biz hansı addım atsaq da həm o addımı ciddi tənqid edənlər, həm də dəstəkləyənlər olacaq, ancaq biz hər şeyi ilk növbədə vətəndaşlarımızın maraqları və məntiqlilik prinsipi ilə edirik və etməliyik. Məhz buna görə bugün klinik qrupla görüşdük və qlobal və Gürcüstanda davam edən prosesləri təhlil etdik. Bugün Gürcüstanda yoluxmuş insanların sayının artmasıyla bağlı təlaşa heç bir əsas yoxdur, çünki həm epidemioloqlar, həm də kliniki qruplar və hökumət vəziyyəti tam nəzarətdə saxlayır və pandemiyanın yayılma risklərini tam idarə edir, lakin bu o demək deyil ki, əlavə tədbirlər görməməliyik və ya artıq görülən tədbirlərin icrasında əlavə sərtlik göstərməməliyik. Bugün bizim üçün ən vacib olan hamımızın birgə qəbul etdiyi qaydaların icrası prosində intizamdır” – Baş nazir qeyd etdi.
Qiorqi Qaxarinın sözlərinə görə ayrıca götürülmüş bir ölkə, o cümlədən Gürcüstan qlobal pandemiyanın öhdəsindən gələ bilməz, buna görə də effektiv adaptasiya prosesi hər zaman vacib olmuşdur – hadisələrin sürətli aşkarlanması, sürətli müalicə və vətəndaşın normal sosial-iqtisadi həyata qayıtması.
“Bu prinsip heç bir yerə getməyib və bu prinsipdə qalırıq. Təlaş üçün əsas yoxdur dediyimiz zaman, onu nəzərdə tuturuq ki, son 5-6 aydan elə istifadə etdik ki, bugün epidemiyanın idarə olunmasında iştirak edən bütün sistemlər, o cümlədən menecment, loqistika baxımından, həmçinin hospital sisteminin idarə edilməsi, epidemioloji və ya kliniki istiqamətdə tamamilə başqa formada və vəziyyətdədir. Məsələn, mart ayında fövqəladə vəziyyət elan edildiyi zaman Gürcüstanda epidemioloqlar gündə təxmini 200 PCR test edə bilirdilər, bugün ölkədə ortalama 8000 PCR test problemsiz olaraq həyata keçirilir. Yaxın gələcəkdə bu rəqəm 10 000 - ə çatacaq və zərurət yaranarsa, daha da böyümək perspektivi var. Hospital sistemində artıq bütün qabaqlayıcı mexanizmlər – 112 ilkin səhiyyə bəndi, sonra karantin, aşkarlanma, hospital – bu sistem saat kimi işləyir və burada heç bir maneə, gecikmə olmayacaq” – hökumət başçısı bəyan etdi.
Baş nazirin verdiyi məlumata əsasən Səhiyyə Nazirliyinə xəstəlik sayı artarsa, onları tez və effektiv müalicə etməyin mümkün olması üçün yaxın günlərdə 3000 çarpayının tam hazır vəziyyətdə olması tapşırılıb.
Qiorqi Qaxarianın fikrinə görə vətəndaşların məsuliyyəti cərimədən daha vacib alətdir.
“Son 6 ay ərzində bir çox narahatlığın yarandığını yaxşı başa düşürük. Bizim tamamilə ağlabatan, məntiqli bir hədəfimiz var – vətəndaşlarımızın sağlamlığı, iqtisadiyyatın xilasi və sürətli bərpası. Artıq iqtisadiyyatı xilas etməkdən danışmırıq, sürətli bərpadan danışırıq. Buna görə vətəndaşlarımızın məsuliyyəti cərimədən daha vacib bir vasitədir. Qəbul olunan məhdudiyyətlərin nizam-intizamı və tətbiqinin son dərəcə vacib olduğunu dediyimiz zaman elementar şeylər nəzərdə tutulur – məsələn, qapalı məkanda mütləq qoruyucu maska taxmaq, həmçinin açıq məkanda tövsiyə olaraq qoruyucu maska gəzdirmək, açıq məkanda 200-ə qədər insanın toplaşdığı müxtəlif tədbirlər zamanı qoruyucu maska taxmaq. Bütün bunları, həmçinin məsafənin qorunması, şəxsi gigiyena və s. nəzərə almalıyıq” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Baş nazirin qeyd etdiyi kimi Gürcüstanın virusun epidemioloji, kliniki idarə edilməsi sahəsində qazandığı nailiyyətlər iqtisadi ölçüyə keçməli və iqtisadiyyat sürətli bərpa olunmalıdır.
“Biz əvvəlcədən deyirdik ki, təəssüf ki, qlobal pandemiya və qlobal virus görünür ki, bir müddət bizlə birgə olacaq və bu çətinliklə birgə yaşamağa alışmalıyıq. İqtisadiyyata zərər verməmək üçün bütün bunlara ehtiyacımız var. Ciddi iqtisadi məhdudiyyətlər tətbiq etmək niyyətimiz yoxdur və buna hazır deyilik. Bunun üçün virus menecmenti və idarəçiliyinin effektiv olmasına ehtiyacımız var. Qoruyucu maska taxmaq çətin tələb deyil, ancaq görünür ki, müəyyən məhdudiyyətlər də tətbiq etməli olacağıq və düşünürəm ki, məhdudiyyətlərin bu hissəsini də vətəndaşlarımız tamamilə anlayışla qarşılayacaqlar. Yaxşı anlayırıq ki, bugünkü istənilən addımımızı tənqid edən də olacaq və tərifləyən də, amma bizim üçün əsas olan vətəndaşın sağlamlığı, həyatı və iqtisadiyyatdır” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən Batumi və Kobuletidə olduğu kimi Tbilisi, Kutaisi, Rustavi, Qori, Zuqdidi və Potidə də sinif otaqları və auditoriyalarda tədris prosesi 1 oktyabrdan etibarən yenilənəcək. Lakin qeyd olunan şəhərlərdə tədris prosesi 15 sentyabrdan etibarən distant formada başlayacaq.
“Bu, mövcud riskləri düzgün qiymətləndirməyimiz üçün lazımdır və bunun üçün epidemioloqlarla birlikdə iki həftəyə ehtiyacımız var. Bundan sonra uşaqlarla bağlı əlavə qərarlar verəcəyik. Tbilisi, Kutaisi, Rustavi, Qori, Zuqdidi və Potidə tədris prosesi distant formada 15 sentyabrdan, sinif otaqları və auditoriyalarda isə 1 oktyabrdan etibarən başlayacaq. Hibrid tədris forması hazır şəkildə var idi, çünki müxtəlif şəhərlərdə, müxtəlif siniflərdə müxtəlif sayda şagird var və bunlar, bir hissəsi distant formada, bir hissəsi sinif otaqlarında olmaqla bölüşdürülmüşdü. Bu, hər kəsə, o cümlədən özəl məktəblərə də aiddir. Həmçinin bu, uşaqların getdiyi və açıq havada olmayan müxtəlif dərnəklərə də şamil olunur. Açıq səma altında olan dərnəklər üçün müvafiq protokol epidemioloqlar və mütəxəssislər tərəfindən hazırlanacaq” – Baş nazir qeyd etdi.
Hökumət başçısının sözlərinə görə fərdi sağlamlığın monitorinqi ilə yanaşı, həmçinin yaşlılara da diqqət yetirmək hər bir vətəndaşın borcudur. Qiorqi Qaxaria vətəndaşları istənilən ilkin simptomlar aşkarlanan kimi 112 ilə əlaqə saxlamağa çağırdı və dedi ki, Səhiyyə Nazirliyi onlara müvafiq yardım göstərəcək.
“Etdiyimiz hər şey iqtisadiyyatımızı sürətlə bərpa etməyə yönəlmişdir. Hər bir iş yerini sürətlə bərpa etməliyik və gürcü ailələrinə pandemiyadan əvvəl sahib olduqları gəlirin mümkün ən qısa zamanda geri qayıtması üçün əlimizdən gələni etməliyik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Hökumət başçısı, həmçinin jurnalistlərin 31 oktyabr tarixində planlaşdırılmış Parlament seçkilərinin tarixinin dəyişdirilməsi ilə bağlı sualını da cavablandırdı.
Baş nazir qeyd etdi ki, seçkilərin tarixinin dəyişdirilməsi və ya seçki prosesində hər hansı bir dəyişiklik, həmçinin birbaşa iqtisadi təsir göstərəcək hər hansı məhdudiyyət gündəmdə deyil.
Qiorqi Qaxaria, həmçinin jurnalistlərin virusa yoluxma hallarının sayının artmasının hökumətin rahatlaşmasından qaynaqlanıb-qaynaqlanmadığı barədə sualına da cavab verdi.
Hökumət başçısının sözlərinə görə bugün kliniki qrup və klinika rəhbərlərinin zərurət yaranan kimi bir anda toplanması məhz onu göstərir ki, heç kim rahatlaşmayıb.
“Əksinə, biz iqtisadiyyatın sonunda bağlanmaması üçün hər şeyi doğru etdik. Xalqımızla əlaqəmiz var, onların hislərini öyrənir və hiss edirik. Bugün də anlayırıq ki, bənzər məhdudiyyətlər şəraitində vətəndaşın məsuliyyəti cərimədən daha ciddi vasitədir. Burada heç kimin rahatlaşmasından söhbət getmir, nə hökumətin, nə də vətəndaşın. Əksinə, həm vətəndaşlarımıza, həm də iqtisadiyyata yekun nəticədə nə iqtisadiyyatın, nə də vətəndaşlarımızın psixoloji vəziyyətinin məhv olmaması üçün şərait yaratdığımızdan söhbət gedir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Baş nazirlə birgə brifinqdə, həmçinin İşğal olunmuş Ərazilərdən Məcburi Köçkünlər, Əmək, Səhiyyə və Sosial Müdafiə naziri Ekaterine Tikaradze, Milli Xəstəliklərə Nəzarət və İctimai Səhiyyə Mərkəzinin baş direktoru Amiran Qamkrelidze və Yoluxucu Xəstəliklər, QİÇS və Kliniki İmmunologiya Mərkəzinin direktoru Tenqiz Tsertsvadze açıqlamalar verdilər.

 


  • თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება