სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

07 სექტემბერი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

1-ელ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, გადაიდება. 15 სექტემბრიდან სწავლა განახლდება დისტანციურ რეჟიმში; 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა; 15 სექტემბრიდან - სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად; დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ გამართვასთან დაკავშირებით ადმინისტრირება მკაცრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო, სასწავლო პროცესის განახლება კი მობილობის კიდევ უფრო მაღალ ზრდას გამოიწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ხოლო საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში - 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 34 ახალი შემთხვევაა, საიდანაც 32-ის წყარო დადგენილია, მათგან 20 შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება. შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდებოდა, ამიერიდან კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

გარდა ამისა, საქართველოში შემომსვლელ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი და ამ დრომდე ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, 15 სექტემბრიდან მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებელია მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების უფრო ეფექტურად მართვისთვის.

„ეს აუცილებელია, რათა ჩვენ, ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და რომლებთანაც მოქმედებდა ნაცვალგების პრინციპი. მათ ჩვენი მხრიდან უწესდებათ PCR ტესტის მოთხოვნა 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, დამატებითი დისკომფორტი არ შევუქმნათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება სავალდებულო კარანტინს, 15 სექტემბრიდან კარანტინი 12 დღის ნაცვლად 8 დღეს გაგრძელდება, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მე-9 დღეს დატოვებენ, თუმცა მათ ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.

„ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია, ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„აშკარა მაგალითი გვაჩვენა აჭარის რეგიონმა, სადაც, ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ქორწილები ჩატარდა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკიდურესად გამკაცრდება. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის პირობებში შედარებით მსუბუქი მოთხოვნები იქნება,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეის მდგომარეობით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისია, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იმართოს ვირუსის გავრცელება.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ცალკე აღებული საქართველო გლობალურ პანდემიას სრულად, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვითარება ვმართოთ ეფექტურად და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამისი რაოდენობის PCR ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკაც, ახლა ქვეყნის მასშტაბით სასწავლო წელსაც დავიწყებთ და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება. ჩვენ ამას ვმართავთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა განცხადების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, ჩაიკეტება თუ არა ბათუმი, პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საკარანტინე სივრცეების უსიმპტომო პაციენტების მკურნალობისთვის გამოყენების თაობაზე. გიორგი გახარიას განცხადებით, 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სასტუმროებშიც გაგრძელდეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი კლინიკური ჯგუფის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება.

„ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რა გახდა სავალდებულო კარანტინის 12-დან 8 დღემდე შემცირების საფუძველი და აღნიშნა, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ვირუსის ძალაც და გადაცემის რისკებიც მე-8 დღიდან მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იძლევა შესაძლებლობას, ადამიანს მე-8 დღეს ჩაუტარდეს ტესტი და თუ ინფიცირება არ დაუფიქსირდა, კარანტინის ზონა დატოვოს, თუმცა 100%-იანი გარანტიისთვის მე-12 დღეს მას სავალდებულო ტესტირება კიდევ ერთხელ ჩაუტარდება.

Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurası yeni qərarlar qəbul etdi

Batumi və Kobuletidə necə ki, məktəblərdə, eləcə də ali təhsil müəssisələrində sinif otaqları və auditoriyalarda tədris prosesinin başlanması 1 oktyabradək təxirə salınacaq. 15 sentyabrdan etibarən distant rejimdə tədris prosesinə başlanılacaq; 15 sentyabrdan etibarən Gürcüstana daxil olan xarici ölkə vətəndaşları, yəni qarşılıqlılıq prinsipinin tətbiq olunduğu ölkələrin vətəndaşları və rezidentlərdən son 72 saat ərzində həyata keçirilmiş PCR test cavablarının təqdim olunması tələb olunacaq; 15 sentyabrdan etibarən məcburi karantin müddəti 18 gün əvəzinə 8 günə endirilir, yəni karantində olan şəxs 8-ci gün edilən testin nəticəsi mənfi olarsa, 9-cu gün karantini tərk edəcək və 12-ci gün məcburi şəkildə təkrarən PCR test edilməsi üçün müvafiq müəssisəyə gələcək; qapalı məkanlarda toy, yas və s. kimi sosial və ritual tədbirlərin idarə olunması sərtləşdiriləcək – qeyd olunan qərarlar Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən bugünkü iclasda qəbul edildi.

Hökumət başçısı brifinqdə şuranın yeni qərarları barədə danışdı. Baş nazir qeyd etdi ki, Batumidə son aylarda daxili turizm mövsümü səbəbiylə hərəkətlilik çox yüksək idi, buna görə də yoluxmanın artması gözlənilirdi, tədris prosesinin yenidən başlaması isə hərəkətliliyin daha da artmasına səbəb olacaqdır. Qeyd edilənlərə görə Batumi və Kobuletidə tədris prosesi 15 sentyabrdan distant rejimdə, 1 oktyabrdan etibarən isə sinif otaqları və auditoriyalarda başlayacaq.
“Son aylarda daxili turizm mövsümü ilə əlaqədar Batumidə hərəkətlilik yüksək olduğu üçün yoluxmanın artacağını gözləyirdik və bunun üçün həm Batumidə, həm ölkə miqyasında hər şey hazırdır. Əsas odur ki, epidemiya və virusun idarə olunması prosesi tam nəzarət altındadır. Ancaq tədris ilinin hərəkətliliyin daha da artmasına səbəb olacağına görə bugün bəzi qərarlar verdik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazirin sözlərinə görə bugünkü məlumatlara əsasən ölkədə 34 yeni yoluxma halı var, bunlardan 32-nin mənbəyi müəyyən edilmişdir və buradan 20-si Batumi ilə əlaqədardır. Buna görə də epidemioloji vəziyyəti nəzərə alaraq həftədə bir dəfə keçirilən Koordinasiya Şurası iclasları bundan sonra həftədə iki dəfə - hər bazar ertəsi və çərşənmə günləri keçiriləcək.

Bundan əlavə qarşılıqlılıq prinsipi tətbiq edilən və bugünə qədər ölkəyə sərbəst daxil olan ölkə vətəndaşları və rezidentlərdən 15 sentyabrdan etibarən son 72 saat ərzində edilmiş PCR test cavabının təqdim olunması tələb ediləcək.
Hökumət başçısı bunun vətəndaşların və qonaqların sağlamlığının qorunması və virusun yayılmasının daha effektiv idarə edilməsi üçün lazım olduğunu vurğuladı.
“Bu, həmkarlarımız və tərəfdaşlarımızla birgə vətəndaşlarımızın, o cümlədən qonaqlarımızın sağlamlığını siğortalamaq və virusun yayılmasını daha effektiv idarə etməyimiz üçün vacibdir. Bir daha vurğulayaraq qeyd etmək istəyirəm ki, bu, heç bir məhdudiyyəti olmayan və qarşılıqlı əlaqə prinsipinin tətbiq olunduğu ölkələrə aiddir. Artıq bilet almış olan və Gürcüstana səyahət edəcək insanlara əlavə narahatlıq yaratmamaq üçün onlardan 15 sentyabrdan etibarən PCR test tələb ediləcək” – Baş nazir qeyd etdi.

Məcburi karantinə gəlincə, 15 sentyabrdan etibarən karantin 12 gün əvəzinə 8 gün davam edəcək, karantində olan vətəndaşlar PCR testdən mənfi cavab alındığı halda 9-cu gün karantin ərazisini tərk edəcəklər, ancaq onların 12-ci gün yenidən təkrar test etdirmək məcburiyyəti olacaq.
“Bununla biz karantin günlərinin sayını azaldır və vətəndaşlarımıza ailələrinə və sosial həyata mümkün olan ən qısa müddətdə və ən əsası sağlam şəkildə qayıtmaq üçün daha çox azadlıq veririk” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

“Son aylar ərzində böyük toyların keçirildiyi və bənzər sosial tədbirlərin ötürülmə mənbəyinə çevrildiyi bir neçə halın olduğu Acarıstan bizə aydın nümunə göstərdi. Buna görə ölkə miqyasında qapalı məkanlarda ictimai tədbirlərin keçirilməsinə nəzarət son dərəcə sərtləşdiriləcək. Bu açıq məkanlara şamil olunmur, açıq məkan şəraitində nisbətən yüngül tələblər olacaq” – Baş nazir qeyd etdi.

Hökumət başçısının fikrincə, bugün etibarilə şura tərəfindən qəbul edilən qərarlar virusun yayılmasının daha da təsirli şəkildə idarə edilməsi üçün kifayətdir.
“Əsas vəzifəmiz virusun yayılmasını effektiv şəkildə idarə etməkdir. Təkcə Gürcüstan qlobal pandemiyanı, əlbəttə ki, məğlub edə bilməz. Biz vəziyyəti effektiv şəkildə idarə edə bilməliyik və səhiyyə sistemimiz hazır olmalıdır, müvafiq sayda PCR test həyata keçirə bilmək imkanımız olmalıdır və riskləri azaltmalıyıq, bunları da uğurla edirik. Hamını sakitləşdirmək istəyirəm, vəziyyət tamamilə nəzarət altındadır və iqtisadiyyatı bir çox istiqamətdə açmış olsaq da, indi tədris ilinə başlayacağımıza və yoluxanların sayının artmış olmasına baxmayaraq, vətəndaşlarımızın sağlamlığı üçün heç bir risk olmayacaq. Biz bunu idarə edirik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısı bəyanatlardan sonra jurnalistlərin suallarını cavablandırdı. Media təmsilçilərinin Batuminin bağlanıb-bağlanmayacağı ilə bağlı sualına Baş nazir bu məsələ müzakirə olunmur deyə cavab verdi.

Bundan əlavə, Baş nazirə simptomsuz pasiyentlərin müalicəsi üçün karantin məkanlarının istifadəsi barədə sual verildi. Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə 3 şəhərdə - Tbilisi, Batumi və Kutaisidə müxtəlif məkanlarda, o cümlədən mehmanxanalarda həkimlərin tam müşahidəsi altında yüngül davam edən hallar və simptomları olmayan xəstələrin müalicəsi davam etdirilə bilər.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, bütün bunlar klinik qrupun tərəfindən müəyyən olunmuş protokola əsasən həyata keçiriləcək.
“Bu mümkündür, bu cür planımız var. Bildiyiniz kimi Tenqiz Tsertsvadzenin rəhbərlik etdiyi bir klinik qrupumuz var. Biz artıq onlara bu məsələ ilə bağlı müraciət etdik və bütün bunlar onların protokolu əsasında həyata keçiriləcək” – Baş nazir bəyan etdi.

Hökumət başçısı, həmçinin jurnalistlərin pandemiya şəraitində seçkilərin keçirilməsi ilə bağlı suallarını da cavablandırdı. Baş nazir seçkilərlə bağlı hər bir protokolun artıq işlənib hazırlandığını və necə ki, MSK, eləcə də beynəlxalq müşahidəçilər və beynəlxalq tərəfdaşlarla razılaşdırıldığını vurğulayaraq qeyd etdi.
“Siyasi prosesdə, xüsusilə də səsvermə prosesində heç bir problem və ya gecikmə olmayacaq. Hər şey planlaşdırılan tarixdə və demokratiyanın yüksək keyfiyyətinin qorunması ilə həyata keçiriləcək” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazirə Mixeil Saakaşvilinin Gürcüstana mümkün gəlişi barədə də sual verildi.
Hökumət başçısının qeyd etdiyinə görə heç kim və heç nə seçki prosesinin normal və dinc bir mühitdə aparılmasını şübhə altına ala bilməz.
“Bir daha təkrarlayıram, gəlsin. Heç kim və heç nə ölkənin stabilliyini şübhə altına ala bilməz və heç kim, heç bir şey seçki prosesinin normal və dinc mühitdə aparılmasını şübhə altına ala bilməz” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir, həmçinin karantinin 12 gündən 8 günə endirilməsinin səbəbinin (əsasının) nə olduğu sualını cavablandırdı və qeyd etdi ki, son araşdırmalara görə virusun gücü və ötürülmə riskləri 8-ci gündən etibarən əhəmiyyətli dərəcədə zəifləyir, bu da imkan verir ki, insana 8-ci gün test edilsin və əgər yoluxma qeydə alınmazsa, karantin zonasını tərk etsin, lakin 100%-lik zəmanət üçün 12-ci gün ona yenidən məcburi test ediləcək.


  • პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო