სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

03 სექტემბერი 2020


Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვართ, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ სხვაგან, უნდა დავიცვათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გუშინ დაფიქსირდა ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა, დღეს კი 20 ახალი შემთხვევაა, რაც უაღრესად საყურადღებოა.

გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 7 186 ტესტი ჩატარდა, რომელთა პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწად-ნახევარი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს, საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის მართვის, ისევე, როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, არის მიღწევა და ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ ეპიდემიოლოგების მოთხოვნებს. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვართ, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადეები, არა ისე, ფორმალურად, არამედ, როგორც ამას ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი თანამოქალაქეების, ბავშვების და მოხუცების ჯანმრთელობას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ძალიან ფრთხილი ნაბიჯები ეკონომიკის გახსნის, საერთაშორისო ფრენებისა და შიდა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ცვლილება და ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, სასწავლო პროცესი იწყება კლასებში და ჩვენი ბავშვები 15 სექტემბრიდან უკვე სრულად ივლიან სკოლაში. ეს, კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. ამიტომ, შესაბამის სამინისტროებს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან, კიდევ უფრო გაამკაცროთ საკანონმდებლო დონეზე დღეს დაწესებული მოთხოვნების კონტროლი. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეებში და რა თქმა უნდა - სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს, როგორც ეპიდემიის მართვის სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ასევე ეკონომიკური დარტყმისა და ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს, სესხის თანადაფინანსების - საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა 6-დან 12-თვემდე გაუგრძელდებათ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის ერთადერთი შესაძლებლობა.

„პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სულ რაღაც 3 თვეში აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ, ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3-დან 6 თვემდე გავუგრძელეთ. რადგან უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, სესხის თანადაფინანსების, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ჯამში ერთი წლით. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილი, თუმცა ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც გასული 6 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს, გამხდარიყვნენ პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება და მათ ერთი თვით - 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ 6 თვით საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამაში.

„დამატებით 6 თვის კომპონენტში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჯერ არ მიუღია ამ პროგრამაში მონაწილეობა. ეს მცირე სასტუმროებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის - „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, უკვე მიღებულია 200-ზე მეტი განაცხადი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, სინგაპურიდან და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

„იმუშავე საქართველოდან - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ინიციატივას ბევრი ჩვენგანი რატომღაც სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ 95 ქვეყნის მოქალაქეებს შევთავაზეთ, მინიმუმ 180 დღით, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ შრომა. ვავალებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიეროს სარგებელი, რომელიც, მან, შესაძლოა, ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც მწვანე და კორონავირუსისგან სუფთა ქვეყანას მოუტანოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

პრემიერის შეფასებით, ეს ნაბიჯი მიმართულია ფერმერების მხარდასაჭერად.

„წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომლის ექსპორტმა რეკორდულ ციფრებს მიაღწია. წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. როგორც ჩანს წელს ასევე, ვაშლის უხვი მოსავალი გვექნება, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი - 120 000 ტონამდე. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „დანერგე მომავალის“ და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განახლდეს და გაჩნდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები, მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც უნდა დარჩეს დაუბინავებელი. ამიტომ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი შეუსყიდავი არ დარჩეს, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა. ამ პროგრამის საშუალებით კი, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar verdi

“Batumidə, Tbilisidə, Telavidə və ya başqa yerdə olmağımızın fərqi yoxdur, epidemioloqların tövsiyələrini yerinə yetirməliyik” – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumət iclasında danışdı.

Hökumət başçısının sözlərinə görə dünən 38 yeni yoluxma halı, bugün isə 20 yeni hal qeydə alınıb, bu da son dərəcə diqqət tələb edir.
Ötən gecə ərzində ölkə miqyasında təxminən 7 186 test edildi, onların cavabları günün ikinci yarısında məlum olacaq.
“Görünür ki, qlobal pandemiya növbəti bir il, bir il yarım birgə yaşamalı olduğumuz bir çağırış, problemdir. Hamımız yaxşı anlamalıyıq ki, əsas vəzifəmiz riskləri düzgün idarə etməkdir. Heç kim, o cümlədən Gürcüstan da ayrıca götürülmüş bir ölkə kimi qlobal pandemiyaya qalib gələ bilməz, çünki bu qlobal problem və riskdir. Müvafiq olaraq, ilk növbədə vətəndaşlarımızın sağlamlığını qorumaq və əlbəttə ki, iqtisadiyyatımızı qorumaq üçün mümkün olan hər şeyi etməliyik” – hökumət başçısı dedi.

Baş nazir epidemiya ilə mübarizədə Gürcüstanın əldə etdiyi uğurlara diqqət çəkdi.
“Bugün Gürcüstan epidemiyanın idarə olunması, eləcə də iqtisadi risklərin yumşaldılması istiqamətində ən uğurlu ölkələrdən biri kimi tanınır. Bildiyiniz kimi son iki həftə ərzində iki beynəlxalq reytinq təşkilatı Gürcüstanın investisiya reytinqini qoruyub saxladı, bu da təbiidir ki, bir nailiyyətdir və biz vətəndaşlarımızla birgə bu nailiyyəti qorumaq üçün hər şeyi etməliyik. Bunun üçün epidemioloqların tələblərinə çox ciddi yanaşmalıyıq. Batumidə, Tbilisidə, Telavidə və ya başqa bir yerdə olmağımızın fərqi yoxdur. Sosial məsafəni qorumalı, qoruyucu maska gəzdirməli, bunları formal olaraq deyil, epidemioloqların və həkimlərin tövsiyə etdiyi şəkildə etməli və vətəndaşlarımızın, uşaqlarımız və yaşlılarımızın sağlamlığına ciddi yanaşmalıyıq” – Baş nazir bəyan etdi.

Qiorqi Qaxarianın dediyinə görə hökumətin iqtisadiyyatı açmaq, beynəlxalq uçuşlar və daxili turizm istiqamətində çox ehtiyatlı addımlar atmasına baxmayaraq epidemioloji vəziyyətin dəyişməsi və yoluxanlarının sayının artması gözlənilən idi.
“Yadda saxlamalıyıq ki, hökumətin qərarı nəticəsində sinif otaqlarında tədris prosesi başlayır və uşaqlarımız 15 sentyabrdan etibarən məktəbə gedəcəklər. Bu da öz növbəsində hərəkətliliyin artmasına daha bir təzyiq olacaq, buna görə hər birimizdən daha çox məsuliyyətli olmağımız tələb olunur. Buna görə də bugündən əlaqədar nazirliklər, Səhiyyə Nazirliyi, Daxili İşlər Nazirliyi və yerli munisipalitetlər qanunvericilik səviyyəsində qoyulan tələblərə nəzarəti gücləndirməyə borcludurlar. İlk növbədə bu, qapalı məkanlarda qoruyucu maska və əlbəttə ki, sosial məsafədir. Bütün bunlar həm epidemiyanın idarə olunmasında düzgün addımların atılması, həm də iqtisadi zərbə və iqtisadi böhranın yumşaldılması istiqamətində əldə etdiyimiz nailiyyəti vətəndaşlarımızla birgə qoruyub saxlamağımız üçün lazımdır. Bu, bizim sabahkı günümüz, iş yerlərinin qorunması və ümumiyyətlə ölkənin uğuru üçün çox vacibdir” – Baş nazir bəyan etdi.

Hökumətin qərarına əsasən mehmanxana (ote) biznesi ilə məşğul olan şirkətlər üçün kreditin birgə maliyyələşdirilməsi – faiz dərəcəsinin subsidiyası proqramı 6 aydan 12 aya qədər uzadılacaq.

Baş nazirin qeyd etdiyi kimi, bu, dövlətin turizm sektoruna dəstəyi üçün yeganə fürsətdir.
“Atdığımız ilk antiböhran addım turizm sektoruna və ilk növbədə mehmanxana (otel) biznesinə kömək etmək oldu. Cəmi 3 ayda bunun kifayət etmədiyi aydın oldu, mehmanxana biznesi ilə məşğul olan şirkətlər üçün kreditlərin birgə maliyyələşdirilməsi proqramını 3 aydan 6 aya qədər uzatdıq. Artıq bunun da kifayət etməyəcəyi göründüyü üçün kreditin birgə maliyyələşədirilməsinin faiz dərəcəsinin subsidiyası proqramının 6 aydan 12 aya qədər, ümumilikdə bir il uzadılmasına qərar verdik. Bu, sektorun yanında durmaq, dəstək olmaq üçün yeganə imkandır, çünki iqtisadi göstəricilərin ehtiyat tələb edən, lakın nikbin olmasına baxmayaraq, turizm sektoru hələ də təzyiq altındadır. Bu səbəbdən bu sektora kömək etmək üçün əlimizdən gələni etməliyik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısının sözlərinə görə son 6 ayda bu proqramdan faydalana bilməyən şirkətlər üçün bir fürsət pəncərəsi açılacaq və onların bir aylıq 10 sentyabrdan 10 oktyabradək faiz dərəcəsinin subsidiyası proqramına qoşulmaq imkanı olacaq.
“Bütün şirkətlərin, hələ bu proqramda iştirak etməmiş şirkətlərin də əlavə 6 aylıq komponentdə iştirak etmək imkanı olacaq. Bu, kiçik mehmanxanalara (otel) bu proqramdan faydalanma imkanı verir. Bu, sektora kömək etmək və iş yerlərini qorumaq üçün son dərəcə vacibdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Bundan əlavə, Milli Turizm Administrasiyasının yeni təşəbbüsü – “Gürcüstandan işlə” proqramı çərçivəsində artıq ABŞ, Sinqapur və s. ölkələr daxil olmaqla dünyanın müxtəlif ölkələrindən 200-dən çox ərizə daxil olmuşdur.

Hökumət başçısı proqramın nəticələrinin gözləntiləri üstələdiyini qeyd etdi.
“Milli Turizm Administrasiyasının “Gürcüstandan işlə” təşəbbüsünə çoxumuz niyəsə şübhə ilə yanaşırdıq. Mahiyyət ondan ibarətdir ki, Gürcüstan koronavirus idarəçiliyi baxımından ən uğurlu ölkələrdən biri olduğundan, biz 95 ölkənin vətəndaşlarına ən azı 180 gün ərzində Gürcüstandan işlərini distant formada, uzaqdan davam etdirməyi təklif etdik. Milli Turizm Administrasiyasını bu proqrama xüsusi diqqət ayırmağa və onun Gürcüstan iqtisadiyyatına və hər şeydən əvvəl, yaşıl və koronavirusdan təmizlənmiş bir ölkə kimi Gürcüstana gətirə biləcəyi faydaları daha da artırmağa çağırıram” – Baş nazir qeyd etdi.
Hökumətin qərarına əsasən “güzəştli aqrar kredit” proqramında Kənd Təsərrüfatı Nazirliyinə və alıcı şirkətlərə almaların bir kiloqramının da təhvil verilməmiş qalmaması imkanı verən yeni komponent meydana çıxır.

Baş nazirin fikrincə, bu addım fermerlərə dəstək məqsədi daşıyır.
“Bu il ixracı rekord saya çatan əla şaftalı məhsulu əldə etdik. Bu il Gürcüstandan 23 000 tondan çox şaftalı ixrac edildi, bu da keçən ilə nisbətən 10 000 t artıqdır. Görünür ki, bu il, həmçinin bol alma məhsulumuz olacaq, tıxminən üç dəfə artıq – 120 000 tona qədər. Kənd Təsərrüfatı Nazirliyinin “Gələcəyi ək” və digər müxtəlif proqramlar vasitəsilə Gürcüstanda Avropa standartlarında çoxillik bağların yenilənməsi və yaranması üçün əlindən gələni etməsinə baxmayaraq, hələ də qeyri-standart məhsulun miqdarı çoxdur. Ancaq bu o mənaya gəlmir ki, məhsulun bir kiloqramı belə təhvil verilməmiş qalsın. Buna görə də “Güzəştli aqrar kredit” proqramında Kənd Təsərrüfatı Nazirliyi və alıcı şirkətlərə bir kilo almanın da satın alınmamış qalmamasına imkan verəcək yeni komponent yaranır ki, bu da subsidiyanı nəzərdə tutur. Bu proqdam olmasaydı, bir kiloqram almanın qiyməti 10 tetri olacaqdı, çünki beynəlxalq bazarlarda alma qiyməti düşmüşdür. Bu proqram sayəsində isə hər bir kəndli və fermer standart olmayan alma üçün ən azı 22 tetri alacaq, bu isə böhran dövründə ciddi dəstəkdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა