სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

 მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ კომპონენტი ემატება

20 აგვისტო 2020


Ge/Az

✅ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ კომპონენტი ემატება, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

დაფინანსდება ბაღების გაშენების კომპონენტით განსაზღვრული ნებისმიერი მრავალწლიანი კულტურის ნერგი, მათ შორის ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), დასაშვებია ასევე დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ნერგების ჩანაცვლება სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგებით.

► დაფინანსება შეეხება 2020 წლის 15 ივლისიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას. ჩანაცვლება განხორციელდება არაუმეტეს 50 ჰა მიწის ფართობზე,

► კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით.

► თანადაფინანსება გავრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი

► დაფინანსების მისაღებად, სტიქიური მოვლენების შედეგად მრავალწლიანი სავარგულების დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში უნდა წარადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტაცია.

 

Hökumətin qərarına əsasən təbii fəlakətdən zərər çəkmiş fermerlərə dəstək məqsədilə proqrama “Gələcəyi ək” komponenti artırılır

Hökumətin qərarına əsasən təbii fəlakətlərdən zərər çəkmiş fermerlərə dəstək məqsədilə proqrama çoxillik bitki bağlarında dolu, fırtına və daşqın nəticəsində zərər görən fidanların dəyişdirilməsini nəzərdə tutan “Gələcəyi ək” komponenti əlavə edilmişdir.

Bağların salınması komponenti ilə müəyyən olunan istənilən çoxillik bitki fidanları, o cümlədən üzüm bağı (Rkaciteli sortu istisna olmaqla) maliyyələşdiriləcək, həmçinin ziyan görmüş Rkaciteli sortu fidanlarının digər çoxillik bitki fidanları ilə əvəz olunmasına icazə verilir.

► Maliyyələşdirmə 2020-ci ilin 15 iyulundan təbii fəlakətlər nəticəsində ziyan görmüş fidanların əvəz olunmasına şamil olunacaq. Əvəzolunma 50 hektardan çox olmayan torpaq sahəsində həyata keçiriləcək.

► Komponentdə iştirak etmək üçün fidan yerli ixtisaslaşmış fidançılıq təsərrüfatından və ya fidan idxalı yolu ilə alınmalıdır.

► Birgə maliyyələşdirmə aşağıdakı özünüidarəetmə statusu olan şəhərlərdən başqa Gürcüstanın bütün bələdiyyələrinə (munisipalitet) aid ediləcək: Tbilisi şəhəri, Rustavi şəhəri, Kutaisi şəhəri, Batumi şəhəri, Poti şəhəri.

► Maliyyələşdirmə əldə etmək üçün təbii fəlakətlər nəticəsində çoxillik torpaqlara ziyan dəyməsindən sonrakı 60 gün ərzində potensial benefisiar Kənd və Kənd Təsərrüfatı İnkişaf Agentliyinə proqramla müəyyən olunmuş sənədləri təqdim etməlidir.


  •  მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ კომპონენტი ემატება