სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

20 აგვისტო 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელიც მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შესაძლოა, ფიზიკური პირების შემთხვევაში იყოს სამართლებრივი პრობლემაც და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

„რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, ფიზიკური პირების შემთხვევაში შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ხაზგასმით ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, რომ ეს განაცხადები შეავსონ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი - 366 000 ოჯახი.

„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გვიწევს ყოველდღიური მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება. თუმცა ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.

„ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, აღარ შევხვდებით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა. ის შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება.

„ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად - რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით დაიწყება.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანაცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების შემდგომ გაძლიერებას და მათ ეფექტურობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზულ კომპონენტად რჩება. როგორც ჩანს, ჩვენ, ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა, ბრძოლა მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი და დავასრულეთ 2019 წელი, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობაა.

„კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად გამოვიდეთ კრიზისიდან და ეს კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც სასიხარულოდ, აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად შეუნარჩუნა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მოხდა გლობალური კრიზისის პირობებში და ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ. Fitch-ის პროგნოზით, 2020 წლის ფაქტობრივი ეკონომიკური ვარდნა ჩვენ გვექნება დაახლოებით 4.8 პროცენტი, ხოლო 2021 წლიდან Fitch-ი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის უკვე პოზიტიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტის ფარგლებში. ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. მიზანი მარტივია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მინიმალური ზიანი ეკონომიკას და ეკონომიკა მოვამზადოთ ისე, რომ პოსტიკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები. ჩვენ ეს შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უკეთესი. Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება არის ძალიან ძლიერი მესიჯი საინვესტიციო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ პროგრამას - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომლის პრეზენტაცია დღეს ამბროლაურში გაიმართება.

ახალი პროგრამა არის შესაძლებლობა, რომ რეგიონული მასშტაბით გაიშალოს სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეულმა გლეხმა ადგილზე შეძლოს სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, ასევე ამ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა.

ამ პროგრამის დროულად შემუშავებისთვის გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელიც მზად არის, გარკვეული რისკები აიღოს თავის თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, თავისი საქმე. აქამდე ყველა ეს პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში - სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს რეგიონიდანაც უხდებოდა თბილისში ჩამოსვლა, რათა ამ პროგრამებს გაცნობოდა და ბენეფიციარი გამხდარიყო. დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად განხორციელდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რეგიონული მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეულ გლეხს აძლევს საშუალებას, საცხოვრებელ ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, გახდეს ამ პროგრამების მონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროგრამის დაწყებას დავაანონსებთ ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია, რადგან რაჭას სტიქიის გამო ცოტა უჭირს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად გახდნენ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და დაიწყონ ბიზნესი, საკუთარი საქმე, ასე გაძლიერდება ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ.

„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად, განსაკუთრებით ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დღემდე პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა 8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მძიმე სენს ებრძვის და ისინი შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე.

ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.

Baş nazir hökumət iclasında bəyanatlar verdi

“Dünən Səhiyyə Nazirliyinin bəyanatını eşitdim, bu bəyanatlardan aydın olur ki, ölkədə uşaqlara və onların valideynlərinə dövlətin onlara aid etdiyi yardımı almaqlarında köməklik edərək maddi və bəzi hallarda siyasi mənfəət əldə etməyə çalışan insanlar meydana çıxmışdır”  - bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin bugünkü iclasında bəyan etdi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, burada ilk növbədə mənəvi problem ortaya çıxır, ancaq fiziki şəxslərə gəldikdə hüquqi problem də ola bilər və müvafiq orqanlar bu məsələni həll edəcəklər.

“Əlbəttə, birmənalı şəkildə deyə bilərik və əminik ki, vətəndaşlarımızla aramızda heç bir vasitəçiyə ehtiyacımız yoxdur və burada ilk növbədə mənəvi problemin ortaya çıxmasına baxmayaraq, fiziki şəxslər üçün hüquqi problem də ola bilər və müvafiq orqanlar bu məsələni həll edəcəklər. Hər bir vətəndaşımıza, xüsusilə hələ də dil problemi və maneəsi olanlara vurğulayaraq demək istəyirəm ki, istənilən dövlət qurumu, struktura, sosial xidmət agentlikləri, “Liberti Bank”, yerli munisipalitetlərin istənilən idarəsi heç bir maddi maraq olmadan bu ərizəni doldurmaqlarına maksimal dərəcədə sürətli şəkildə yardım edəcəklər” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazirin bəyanatına görə bugünkü göstəricilərə əsasən artıq 600 868 uşaq – 366 000 ailə qeydiyyatdan keçmişdir.

“Bildiyiniz kimi, bir neçə aydır ki, dərin iqtisadi böhran kimi qlobal pandemiyanın da hələ davam etdiyini nəzərə alaraq hər gün fasiləsiz işləyirik, lakin hamımız xatırlamalıyıq ki, Gürcüstanda bütün bunlarla paralel olaraq həm də seçki prosesi davam edir, hansını ki, ən yüksək keyfiyyətdə keçirməliyik və bu da hökumətin və hakimiyyətin məsuliyyətidir. Ancaq təbii ki, bizim üçün ilk növbədə vətəndaşlarımızın sağlamlığı, iş yerlərinin qorunub saxlanması və vətəndaşlarımızın, özəlliklə də uşaqların sosial yardımı hər şeydən vacibdir. Bildiyiniz kimi bizim elan etdiyimiz uşaqlara sosial dəstək proqramı artıq başladılmışdır və bugünkü göstəricilərə əsasən ölkədə 366 000 ailəni təmsil edən 600 868 uşaq artıq qeydiyyata alınmışdır. Əlbəttə ki, təsiredici rəqəmlərdir, bu, son illərdə həyata keçirdiyimiz və məqsədi 17 yaş da daxil olmaqla, uşaqlara və yeniyetmələrə, xüsusilə də indi, tədris ilinin başlandığı ərəfədə dəstək olmaq olan ən düzgün sosial proqramlardan biridir. Ancaq bəzən təəssüf doğuran hallara da rast gəlirik” – hökumət başçısı bəyan etdi.

Onun sözlərinə görə ərizələrin qəbulu dekabrın birinədək davam edəcək, müvafiq yardımların verilməsinə isə sentyabrdan etibarən başlanacaq.

“Bu ərizələrin qəbulu dekabrın birinədək davam edəcək, müvafiq yardımların verilməsinə isə sentyabrdan etibarən başlanacaq. Burada bir vacib məqam var, əlbəttə ki, bu yardım buna ehtiyacı olduğunu düşünən və müvafiq ərizəni dolduran bütün ailələrə çatacaq. Ümid edirəm ki, bəzi insanların uşaqlar üçün nəzərdə tutulan mənfəətləri özləri üçün siyasi dividentlərə çevirməyə çalışmalarına bənzər mənəvi problemlərlə daha qarşılaşmayacağıq” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Bundan əlavə, hökumətin qərarı “Gələcəyini ək” proqramı çərçivəsində yeni proqram yaranacaq. Bu, fəlakət səbəbindən fidanları zədələnən və ya məhv olan fermerlərə dövlətdən yeni, daha keyfiyyətli sortlar əldə etmək imkanı verəcək. Bu proqram üzümlərə də aid ediləcək.

“İyulda bir neçə bölgədə fəlakətlər yaşadıq. Dolu səbəbindən Kaxeti və Raca da zərər gördü. Kənd Təsərrüfatı Nazirliyi aqrar siğorta istiqamətində fəal işləyir, ancaq fermerlərimiz bu proqramda iştirak edib ondan yararlanmaq üçün daha çox təşviqata ehtiyac duyurlar, amma bu əsas deyil. Əsas odur ki, bu proqram fidanları əhatə etmirdi, əldə edilmiş məhsulun itirilməsi riskini əhatə edirdi. Bugünkü vəziyyətdə biz fəlakət nəticəsində bir çox fermerimizin fidanlarını itirdiyini gördük və qərara gəldik ki, bu proqram çərçivəsində yeni proqram yaransın, hansı ki, fəlakət nəticəsində fidanlarına zərər dəymiş və ya məhv olmuş fermerlərə çoxillik bağlarını bərpa etmək üçün dövlətdən yeni, daha keyfiyyətli sortlar əldə etmək imkanı verəcək. Ən əsası da bu, üzüm üçün də tətbiq olunacaq. Bu proqramla Kənd Təsərrüfatı Nazirliyi gürcü fermerə, üzümçülüklə məşğul olanlara ölkədə həddindən artıq olan, məsələn Rkaciteli kimi sortları daha effektiv, qiymətli sortlarla dəyişməkdə kömək edəcək. Əgər onun belə bir arzusu olarsa” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısının dediyinə görə qeyd olunan proqram 2020-ci ilin 15 iyulundan sonra zərər çəkmiş fermerlərlə (kəndlilər) başlayacaq.

“Necə ki, üzümləri, eləcə də digər çoxillik bitkiləri daha keyfiyyətli sortlarla əvəz edə biləcəyimiz çox böyük əhəmiyyət daşıyır. Bu, əlbəttə ki, fermerlərimizin sonrakı güclənməsi və onların məhsuldarlığında onlara kömək edəcək” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir, həmçinin “Fitç” beynəlxalq reytinq agentliyinin Gürcüstanın reytinqini dəyişilməz saxlamasına da fikir bildirib, onun fikrincə, bu, Gürcüstan Hökuməti və hakimiyyətin dərrakəli iqtisadi siyasətinin sübutudur.

“Ölkənin virusun yayılmasına qarşı effektiv mübarizə aparmasına baxmayaraq, iqtisadi böhran gündəlik həyatımızın ciddi komponenti olaraq qalır. Görünür ki, iqtisadi böhran istiqamətində bir neçə il ərzində birgə mübarizə aparmalıyıq ki, mümkün olan ən qısa müddətdə 2020-ci ilə başladığımız və 2019-cu ili bitirdiymiz o təsiredici iqtisadi göstəriciləri bərpa edək” – Baş nazir qeyd etdi.

Qiorqi Qaxaria vurğuladı ki, bu islahatların və antiböhran planlarının həyata keçirilməsi zamanı hökumətin əsas hədəfi ölkənin makroiqtisadi stabilliyidir.

“Böhranla mübarizə iqtisadiyyatın struktur islahatlarına davam etmək üçün ən yaxşı fürsətdir. Bu, böhrandan tez çıxmaq və hər bir iş adamımız, sahibkarımız və gürcü iqtisadiyyatı üçün böhrandan fürsət kimi istifadə etmək imkanı verir. Hamımız yadda saxlamalıyıq ki, bu islahatlar və antiböhran planlarının həyata keçirilməsi zamanı bizim əsas hədəfimiz ölkənin makroiqtisadi stabilliyidir, hansı ki, xoşbəxtlikdən beynəlxalq reyting agentliyi tərəfindən qeyd edilmişdir və qlobal iqtisadi böhran şəraitində Fitç agentliyi Gürcüstanın reytinqini dəyişməz saxladı. Vurğulayaraq deyirəm ki, bu qlobal böhran şəraitində baş verdi və bu cür ölkə çox deyil, bu da birbaşa Gürcüstan Hökumətinin və hakimiyyətin, əlbəttə ki, beynəlxalq tərəfdaşlarla birgə hazırladığı məntiqli, düzgün iqtisadi siyasəti təsdiq edir. Fitç 2020-ci ildə bizim faktiki iqtisadi geriləməmizin 4.8 faiz olacağını, 2021-ci ildən isə iqtisadi artımın artıq müsbət 4.5 faiz çərçivəsində olacağını proqnozlaşdırır. Biz bu proqnozu fürsət olaraq istifadə etməliyik. Məqsəd sadədir, böhrandan sonrakı iqtisadi artım şəraitində Gürcüstanın ən yaxşı mövqelərdən birini tutması üçün mümkün qədər iş yerlərini qoruyub saxlamaq, iqtisadiyyata minimal zərər və iqtisadiyyatın hazırlanması. Biz bunu birgə edə bilərik. Ölkədəki investisiya və biznes mühitinin daha da yaxşı olması üçün antiböhran tədbirləri ilə yanaşı iqtisadiyyatda struktur islahatlarının davam etdirilməsini unutmamaq vacibdir. Fitç reytinqinin qorunması investisiya mühitinə Gürcüstan iqtisadiyyatının sağlam olması və sürətli şəkildə bərpa olunma perspektivinə sahib olması barədə çox güclü mesajdır” – Baş nazir bəyan etdi.

Bundan əlavə Gürcüstan Hökuməti bugün Ambrolauridə təqdimatı keçiriləcək olan yeni “Dövlət – sənin tərəfdaşın” proqramına start verir.

Yeni proqram dövlət dəstəyi proqramlarının regional səviyyədə genişləndirilməsi və hər bir kəndlinin (fermerin) yerindəcə tam məlumat alması, həmçinin bu dövlət proqramlarında iştirak etməsi üçün bir fürsətdir.

Qiorqi Qaxaria bu proqramın vaxtında hazırlanmasına görə İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyinə, Milli Turizm Agentliyinə, Kənd Təsərrüfatı və Ədliyyə Nazirliklərinə təşəkkür etdi.

“Bu, üzərinə müəyyən risklər götürməyə və sahibkarlığa, öz işinə başlamağa hazır olan hər bir gürcü ailəsi üçün çox vacib bir addımdır. İndiyə qədər bu proqramların hamısı müvafiq nazirliklərdə - Kənd Təsərrüfatı Nazirliyində, İqtisadiyyat Nazirliyində, Milli Turizm Administrasiyasında toplanmışdı və hər bir vətəndaşımız bu proqramlarla tanış olmaq və faydalanmaq üçün bölgələrdən Tbilisiyə gəlməli olurdu. Bugün Ədliyyə Nazirliyinin köməyi ilə istənilən Gürcüstan vətəndaşı Gürcüstan miqyasında 80 İctimai Mərkəzdə və 24 Ədliyyə evində, 100-dən çox yaşayış məntəqəsində məhz əvvəllər Tiflisdə, Kənd Təsərrüfatı Nazirliyində, İqtisadiyyat Nazirliyində və Milli Turizm Agentliyində aldığı xidməti ala bilər. Bu, sürətli şəkildə həyata keçirilmiş və bölgə miqyasında dövlətin dəstək proqramlarını genişləndirmək imkanı verən və hər bir fermerə (kəndli) yaşayış yerində tam dolğun məlumat almaq, bu proqramların iştirakçısı olmaq imkanı verən son dərəcə düzgün qərardır. Bu proqramın başlanmasını Ambrolauridə elan edəcəyik. Bu da simvolikdir, çünki Raca fəlakət səbəbindən çətinlik çəkir və bu vacib addım olacaq. Bu, hər bir vətəndaşımıza tez bir zamanda dövlət dəstəyi proqramlarının iştirakçısı olmaq və öz biznesini, öz işini başlamaq imkanı verəcək, ölkə bu cür güclənəcək” – Baş nazir bəyan etdi.

Bununla birgə onkoloji pasiyentlərin müalicəsinin əlçatan olması imkanlarını artırmaq məqsədilə hər kəs üçün səhiyyə proqramı çərçivəsində xərçəng əleyhinə medikamentlərin siyasıhısı genişləndirilir və nəticəsə dərmanlar üçün ayrılan illik limit 8000 lari artırılır – müvafiq qərarı Gürcüstan Hökuməti bugünkü iclasda qəbul etdi.

Baş nazir Qiorqi Qaxarianın hökumət iclasında dediyi kimi bu, Səhiyyə Nazirliyi tərəfindən təqdim olunan son dərəcə vacib proqramın yaxşılaşdırılmasının əlavə komponentidir, hansı ki, onkoloji pasiyentlərə müalicənin tam kursunu dövlətin maliyyələşdirməsi ilə həyata keçirmək imkanı verəcək.

“Təəssüf ki, ölkədə səhiyyə xidmətlərinin əlçatanlığı, xüsusən də onkoloji pasiyentlər üçün hələ də problemli olaraq qalır. İndiyə qədər problem dördüncü mərhələ idi, xərçəng xəstəliyinin aşkarlanması halında müalicənin müəyyən etapında vətəndaşlarımız öz ciblərindən vəsait xərcləməli olurdular. Bugündən etibarən bu proqram 8000 lari məbləğində böyüyür, bu faktiki olaraq bu ağır xəstəliklə mübarizə aparan hər bir vətəndaşımıza imkan verəcək ki, müalicənin tam kursunu cibindən heç bir vəsait xərcləmədən həyata keçirsin. Təəssüf ki, bugün 1972 Gürcüstan vətəndaşı bu proqramdan faydalanır və bu, son dərəcə əhəmiyyətli dəstəkdir” – Baş nazir bəyan etdi və qeyd etdi ki, bu, bütün bu xəstəliklərlə mübarizə aparan insanlar üçün dövlət dəstəyidir və onlar dövlət hesabına tam müalicə ala biləcəklər.

Yeni proqram onkoloji xəstə olan cəmi 40 minə qədər Gürcüstan vətəndaşına şamil ediləcək.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა