საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
10 აგვისტო 2020
Ge/Az
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა. დღეიდან, წითელი ზონის სტატუსის მოხსნის შედეგად, ადგილობრივი მცხოვრებლები, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან - მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები, სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სოფელში რამდენჯერმე განხორციელდა PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის კვლევა, დარიგდა სასურსათო პაკეტები და აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.
Qardabani munisipalitetinin Qaracalar kəndi açıldı. Bugündən etibarən qırmızı zona statusunun ləğvi nəticəsində yerli sakinlər Gürcüstanın qalan ərazilərinə sərbəst gedib-gələ biləcəklər – kənddə mövcud stabil epidemioloji vəziyyətdən irəli gələrək epidemioloqların müvafiq tövsiyələri əsasında sərt karantin məhdudiyyətləri ləğv olundu.
Qeyd edək ki, İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarı ilə Qaracalar kəndi 24 iyulda bağlandı. Bu dövr ərzində mərkəzi və yerli hakimiyyətin birgə səyləri ilə davam edən qabaqlayıcı fəaliyyətlər çərçivəsində kənddə bir neçə dəfə PCR test metodu ilə əhalinin yolxanılması həyata keçirildi, ərzaq bağlamaları paylanıldı və fəal şəkildə məlumatlandırma kampaniyası aparılırdı.