საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
04 ივნისი 2020
39 დღიანი მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა და დღეიდან, ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებიან.
ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოხალისეებსა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს, გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად უზრუნველყონ შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თეთრიწყაროში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, ხოლო 26 აპრილს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა.