სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

21 მაისი 2020


Ge/Az

✅ საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

✅ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში და ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება

მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ.

მაღალია და მზარდია პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ( არსებული მონაცემებით: 2016 - 56 17 - 60 18 - 62% )

✅ წელს პირველად:
► ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე 10 კოლეჯში და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
► შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას.
► პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.

რეგისტრაციისთვის, კოლეჯების ჩამონათვალის და სხვა დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული ➡ www.vet.emis.ge

 

Gürcüstanda peşə təhsili almaq bütün maraqlı şəxslər üçün əlçatandır.
Dövlət təhsili dövlət məktəblərində tamamilə və özəl kolleclərdə prioritet istiqamətlərdə qismən maliyyələşdirir.
Peşə təhsili almaq istəyənlər üçün qeydiyyat başlayıb və 10 avqusta qədər davam edəcək.
Bütün Gürcüstan miqyasında dövlət və özəl peşə müəssisələrinə 120 peşə proqramı üzrə tələbələr qəbul ediləcəkdir.
Peşə təhsili proqramını bitirənlərin işlə təmin olunma göstəricisi yüksəkdir və artmaqdadır ( mövcud göstəricilərə görə: 2016 – 56% ; 2017 – 60% ; 2018 – 62% ) .
Bu il ilk dəfə:
► Doqquz sinif təhsili olan şəxslər 10 kollecdə inteqrasiya olunmuş proqramlarda təhsillərini davam etdirə biləcək və tam ümumi təhsil attestatına bərabər olan diplom ala biləcəklər.
► Gənclərin, sosial cəhətdən həssas (müdafiəsiz) və xüsusi təhsil ehtiyacı olan şəxslərin peşə təhsili əldə etmək imkanlarını artıran yeni qəbul yanaşması hazırlanmışdır.
► Aplikantlar müsabiqə qeydə alınmayan proqramlara milli test imtahanları olmadan, müəssisənin daxili seçimi yolu ilə qəbul olunacaqlar.
Qeydiyyat üçün, kolleclərin siyahısı və digər əlavə məlumatları görmək üçün www.vet.emis.ge bağlantısından (link) istifadə edin.


  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო