საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
23 მარტი 2020
Ge/Az
გიორგი გახარიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან ეფექტურად გამკლავებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა
კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორისა და მსხვილი დამსაქმებლების როლზე, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში.
საუბარი შეეხო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, მათ შორის ბიზნესის მხრიდან დასაქმებულთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვას.
ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ ცალკეული რეგულაციების მოქმედების სფერო.
მსხვილი ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლებს საბანკო სექტორის მზაობის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სექტორი მომზადებულია მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ფინანსურ სექტორს შეუძლია, დაბალანსებულად უპასუხოს შექმნილ გამოწვევებს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტები არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ამასთანავე დაიწყება ახალი მსხვილი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას.
პრემიერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას, კრიზისის შემდგომ, განვითარების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს.
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბიზნესი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა და ფულადი თუ მატერიალური რესურსებით მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს შექმნილი ვითარების დაძლევის პროცესში.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტური გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები.
შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი მონაწილეობდნენ.
Qiorqi Qaxaria, iri biznes nümayəndələri ilə Koronavirus qlobal problemini aradan qaldırmaq üçün birgə həyata keçiriləcək addımları müzakirə etdi
Koronavirus qlobal problemini tez və səmərəli şəkildə aradan qaldırmaq üçün, hökumət və biznes sahəsinin birgə səyləri nəticəsində atilacaq addımlar, bu gün Hökumət Administrasiyasında Gürcüstanın Baş naziri və iri biznes nümayəndələri arasında baş tutmuş görüşdə müzakirə edilib.
Hökumət başçısı, diqqəti, özəl sektorun və iri işəgötürənlərin ölkə iqtisadiyyatının üzləşdiyi çətinliklərin aradan qaldırılmasında olan roluna yönəltdi.
Biznes sahəsinin, öz işçilərinin təhlükəsizliyini maksimal şəkildə təmin etməsi və bu məsələ ilə bağlı müvafiq tövsiyələrə riayət etməsi, həmçinin ölkədə fövqəladə vəziyyət rejiminin tətbiq etdiyi məhdudiyyətlər və hökumət qərarlarının icrası prosesinə toxunuldu.
Biznes nümayəndələrinə fərdi qaydaların tətbiqi barədə məlumat verildi.
Milli Bankın prezidenti, iri biznessubyektlərinin nümayəndələrini, bank sektorunun hazırlığı barədə məlumatlandıraraq qeyd etdi ki, sektor, gözlənilən iqtisadi çətinliklərə cavab verməyə hazırdır və maliyyə sektoru yaranmış çətinliklərə balanslı şəkildə cavab verə bilər.
Görüşdə, bir daha vurğulandı ki, ölkə daxilində mövcud olan fövqəladə vəziyyət rejiminə baxmayaraq, infrastruktur layihələri nöqsansız şəkildə, adi qaydada davam edəcək, bununla yanaşı, iqtisadiyyatı stimullaşdırmaq üçün yeni iri layihələrə start veriləcək.
Baş nazir bəyan etdi ki, bu cür qərarlar, hökumətin biznesə dəstək vermək üçün atdığı və planlaşdırdığı addımlar, ölkə iqtisadiyyatının ən qısa müddətdə, böhrandan sonrakı adi inkişaf rejiminə qayıtmasına imkan yaradacaq.
İri biznes nümayəndələri, hökumətin Koronavirusla mübarizədə atdığı addımları səmərəli qiymətləndirdilər və yaranmış vəziyyətin öhtəsindəndən gəlmək prosesində biznes sahəsi, öz maliyyə və maddi qaynaqları vasitəsilə məsuliyyət götürməyə və dövlətə maksimal dərəcədə dəstək durmağa hazır olduğunu qeyd ediblər.
Görüşdə həmçinin, Koronavirusun yayılması səbəbindən biznesin üzləşdiyi problemlər və onların səmərəli həlli üçün xüsusi mexanizmlər müzakirə edildi.
Görüşdə, Gürcüstanın Baş nazirinin müavini, Regional İnkişaf və İnfrastruktur naziri - Maia Tskitişvili, Milli Bankın prezidenti - Koba Qvenetadze, baş nazirin iqtisadi məsələlər üzrə müşaviri - Beka Liluaşvili və Biznesombudsman - Mixeil Dauşvili iştirak etdilər.