სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს

20 მარტი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან ისაუბრა გამკაცრებულ ზომებზე, რომელიც ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადასვლისთანავე მიიღო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, დღემდე მთავრობის მიერ ინფექციის შეკავების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანია, აქცენტის შენარჩუნება სოციალურ დისტანცირებაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების შეკავების მექანიზმების აღსრულების აუცილებლობაზე, რათა მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მაქსიმალური ეფექტი მოიტანოს.

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ქვეყანაში ეპიდემიის შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს თავიანთ ხედვაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპულ გამოცდილებაზე.

მათი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა, მათ შორის სოციალური დისტანცირების კუთხით, შედეგები გამოიღო, ახლა მთავარია შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორის მზაობას ენიჭება.

შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

 

Baş nazirlə görüş zamanı, İctimai Səhiyyə sahəsinin mütəxəssisləri, Koronavirusun yayılmasının qarşısını  almaq istiqamətində hökumətin atdığı addımları effektiv qiymətləndirdilər

Baş nazir - Qiorqi Qaxaria, bu gün Gürcüstanda Koronavirusun qarşısını almaq prosesində atılan addımları və epidemioloji vəziyyəti, İctimai Səhiyyə mütəxəssisləri ilə birgə keçirilmiş görüşdə müzakirə etdi.

Hökumət başçısı, virusun yayılma fazasına keçid aldığı andan etibarən, Dövlət tərəfindən həyata keçirilmiş sərtləşdirmə tədbirləri barədə peşəkar dairələrin nümayəndələrinə məlumat verdi.

İctimai Səhiyyə mütəxəssislərinin qiymətləndirməsinə əsasən, bu günə qədər hökumət, infeksiyanın saxlanılması istiqamətində düzgün addımlar atıb və virusun yayılmasının qarşısını almaq üçün ən yaxşı üsullarndan biri olan sosial məsafəni saxlamağa diqqət ayırmaq çox önəmlidir.

Görüş zamanı diqqət, hökumət tərəfindən qəbul edilmiş qərarların maksimal dərəcədə effektiv olması üçün, virusun yayılmasının qarşısını almaq mexanizmlərinin tətbiq edilməsi zərurətinə yönləndi.

Görüşdə, ölkədə epidemiyanın saxlanılması, testdən keçirilməsi və fəal şəkildə müəyyənləşdirilməsi üçün lazım olan bütün addımlar müzakirə edildi.

İctimai Səhiyyə mütəxəssisləri, Gürcüstanda epidemioloji vəziyyətin mümkün inkişafı, həmçinin Beynəlxalq Səhiyyə Təşkilatının tövsiyələri və digər ölkələrin, o cümlədən Avropa təcrübəsi ilə bağlı fikirlərini böldülər.

Onların qiymətləndirməsinə əsasən, bu mərhələdə Gürcüstanda olan vəziyyət onu deməyə əsas verir ki, hökumətin həyata keçirdiyi tədbirlər, o cümlədən sosial məsafə sahəsi, öz nəticəsini göstərdi, indi əsas odur ki növbəti mərhələ üçün adekvat şəkildə hazırlaşaq və bu mərhələdə, önəmli rollardan biri də xəstəxana sektorunun hazırlığıdır.

Görüşdə, Gürcüstanın Baş nazirinin müavini, Regional İnkişaf və İnfrastruktur naziri - Maia Tskitişvili, Işğal Olunmuş Ərazilərdən Olan Məcburi Köçkünlər, Səhiyyə və Sosial Məsələlər naziri - Ekaterine Tikaradze, Xəstəliklərə Nəzarət və Ictimai Səhiyyə Milli Mərkəzinin rəhbəri - Amiran Qamkrelidze iştirak etdilər.


  • პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს