საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 მარტი 2020
Ge/Az
გიორგი გახარია - ქვეყანა დღეს მზად არის, ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს
მიღებულია, გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა ეპიდემიოლოგებთან ერთად გახლავთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში იბრძოლონ ინფიცირებულების გამოჯანმრთელების მიზნისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, მთავრობამ თავის დროზე შეწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დახურა საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს
„დღეს შედგა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა განხილვების ძირითადი თემა გახლდათ კორონავირუსის გამოწვევები და მასთან ეფექტურად ბრძოლა, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება.
მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ახალ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა განიხილეს.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება - შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
„რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალზედ თამამი და ძალზედ ეფექტური. მე მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო.
„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში. უახლოესი დღეებიდან, საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც აწვდიდა ჩვეულებრივ ცხოვრების დროს სახელმწიფო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითადი მიმართულებებზე, რომელზეც სრულად ხდება კონცენტრირება ამ ვირუსთან ბრძოლაში. მისი თქმით, ეს არის ის სისტემური მიმართულებები, რა მიმართულებითაც წარმატება გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ვირუსს.
„პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა, რომელზეც პასუხისმგებელი არის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე მიმართულება, ეს გახლავთ მარაგების მართვა, სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკის მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ დღეს, სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე როგორც კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სრულად ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ მივაღწევთ შესაბამის შედეგს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები ამ ვირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად ეფექტურად უპასუხებს.
Qiorqi Qaxaria - ölkə bu gün bu çağırışa müvafiq cavab verməyə hazırdır
Ölkədə sosial məsafəni qorumaq və mobilizə keyfiyyətini məhdudlaşdırmaq üçün - ərzaq mağazalarından, aptek, yanacaq doldurma məntəqəsi, poçt şəbəkələri və bank şöbələrindən başqa bütün ticarət obyektlərinin bağlanmasına qərar verilib, - bu barədə məlumatı Gürcüstanın Baş naziri, Təhlükəsizlik Şurasının iclasından sonra bəyan edib.
Hökumət başçısının sözlərinə görə, bu müvəqqəti bir haldır və virusun daxili şəkildə ötürülməsinin qarşısını almaq üçün, vətəndaşların sağlamlığı uğrunda atılmış önəmli addımdır.
„Bizim, epidemioloqlarla birgə əsas vəzifəmiz, virusun yayılma tempini maksimal dərəcədə azaldaraq tibb sektorumuza, yoluxanların effektiv və tez bir şəkildə sağalmaları üçün mübarizə aparmalarına imkan yaratmaqdır", - deyə Qiorqi Qaxaria bəyan edib.
Onun sözlərinə görə, hökumət vaxtında təhsil müəssisələrinin və müxtəlif ticarət obyektlərinin fəaliyyətini dayandırdı, virusun idxalı təhlükəsi altında olan ölkələrlə sərhədləri bağladı, lakin bu gün “Bu gün Gürcüstan Prezidenti və Parlament sədrinin iştirakı ilə - Təhlükəsizlik Şurasının iclası keçirildi. Sözsüz ki, əsas müzakirə mövzuları Koronavirusun çağırışları və onunla necə effektiv mübarizə aparmaq idi, nəticədə bir neçə qərar qəbul etdik.
Bilirsiniz ki, Koronavirusun yayılmasına qarşı tədbirlərin birinci mərhələsi artıq başa çatıb və biz keçid alırıq yeni - daxili yayılma mərhələsinə və bu Hökumət tərəfindən tədbirlərin daha da sərtləşdirilməsini tələb edir", - deyə Qiorqi Qaxaria bəyan edib.
Baş nazirin sözlərinə görə - Təhlükəsizlik Şurasının iclasında, ölkə miqyasında fövqəladə vəziyyətin elan edilməsinin mümkünlüyü müzakirə olundu.
„Milli Təhlükəsizlik Şurasının iclasında - Prezident və Parlament sədri iştirak edirdi, biz ölkə miqyasında fövqəladə vəziyyətin elan edilməsinin mümkünlüyünü müzakirə etdik. Bugünkü vəziyyətdən irəli gələrək, buna ehtiyac olmadığını vurğulamaq istəyirəm, lakin Prezidentlə razılaşdıraraq, qərar verdik ki, ehtiyac olduğu halda - bir neçə saat ərzində bu qərarı verə və sonra tətbiq edə bilərik. Bu qərar sabah, birigün, daha birigün verilə bilər, buna ehtiyac duyulsa və həkimlərimiz, səhiyyə sistemimiz, virusun qarşısını almaq üçün bu qərarın verilməsini söyləsə bu qərarı verəcəyik”, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan edib.
Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi, vətəndaşların bu qlobal çağırışa reaksiyası qorxu və çaxnaşma olmamalıdır. O həmçinin qeyd etdi ki, ölkə bu gün bu çağırışa müvafiq cavab verməyə hazırdır.
„Ən əsası, vətəndaşlarımıza bir daha müraciət etmək istəyirəm ki, bu qlobal bir çağırışdır və bizim buna cavabımız qorxu və çaxnaşma olmamalıdır. Bizim reaksiyamız olduqca cəsarətli və çox təsirli olmalıdır. Mən həmçinin gün ərzində həm Xüsusi İdarələrarası Şuranın çərçivəsində, həm də beynəlxalq tərəfdaşlarımızla, bu gün virusa qarşı hazırlığı çox önəmli olan özəl tibb sektoru ilə görüşlər keçirdiyimizi demək istəyirəm. Mən əminliklə deyə bilərəm ki, ölkə, bu gün bu çağırışa müvafiq cavab verməyə hazırdır,“ - deyə baş nazir qeyd etdi.
Hökumət başçısı, ictimaiyyətə müraciət edərək, çox önəmli bir vəziyyət olmadığı halda, sosial məkanlardan kənara çixmamağa çağırır, bu xüsusilə valideynlərimizə, təqaüdçülərə, dövlətin müəyyən dərəcədə qayğısına qaldığı 70 yaşdan yuxarı insanlara aiddir.
„Hər bir vətəndaşımızı, maksimal şəkildə evdə qalmağa çağırıram. Yaxın günlərdən etibarən, Gürcüstan Poçtu, normal həyat dövründə olduğu kimi dövlət tərəfindən lazım olan bütün xidmətlərlə onları təmin edəcək“, - deyə Hökümət başçısı bəyan etdi.
Qiorqi Qaxaria, bu virusla mübarizədə tam cəmlənmiş əsas sahələri diqqətə çatdırdı. Onun sözlərinə görə, bu uğurlar sözü gedən virusa qarşı effektiv mübarizə aparmağa imkan verən sistematik istiqamətlərdir.
„Birinci istiqamət, nazir - Ekaterine Tikaradzenin məsuliyyət daşıdığı Səhiyyə sahəsidir.
İkinci istiqamət, Daxili İşlər naziri, Təhlükəsizlik Şurasının katibi - Vaxtanq Qomelaurinin məsuliyyət daşıdığı Mülki Asayiş sahəsidir.
Üçüncü istiqamət, Kənd Təsərrüfatı naziri - Levan Davitaşvilinin məsuliyyət daşıdığı, tədarüklərin idarə edilməsi, ərzaq təchizatı, logistika və nəqliyyatın idarə olunması sahəsidir və dördüncü ən önəmlisi, böhrandan sonra əlbəttə ki, hamımız iqtisadiyyatımızın sürətlə bərpa olunmasına hazır olmalıyıq.
Əlimizdən gələni edirik ki, iqtisadiyyatımıza minimal ziyan dəysin.
İqtisadiyyat istiqamətində baş nazirin müavini - Maia Tskitişvili məsuliyyət daşıyır. Bir daha vurğulamaq istəyirəm ki, bu gün dövlət institutları, özəl sektor, mülki cəmiyyət bu çağırışa effektiv cavab verməyə tam hazırıq. Biz müvafiq nəticəni əldə edəcəyik və bu virusla mübarizədə ən effektiv olanlardan biri olacağımıza inanın“, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Baş nazir, hər kəsə cansağlığı arzuladı. Qiorqi Qaxaria qeyd etdi ki, Gürcüstan, ölkəmizin tərəfdaşları, dostları ilə birlikdə bu çağırışada qlobal və effektiv şəkildə cavab verəcək.